ENGLISH
We are trusted in 21 countries ProCredit Holding
 
ბანკის გაცვლითი კურსები
  ყიდვა გაყიდვა
USD1.60801.6380
EUR2.03002.0910
RUB0.04940.0555
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსები
USD1.6276 
EUR2.0669 
RUR0.0526 
  • სესხების კალკულატორი
  • საბავშვო ანაბრის კალკულატორი
  • ანაბრის 'ჩემი ყულაბა' კალკულატორი
  • შემნახველი ანაბრის კალკულატორი
  • ფილიალები
  • ბანკომატები
  • იმ შემთხვევაში თუ სარგებლობთ Internet Explorer-ით პრეტენზიის რეგისტრაციისთვის, გთხოვთ, გამოიყენოთ Internet Explorer 8 ან შემდგომი ვერსიის ბრაუზერი.

    პუბლიკაციები
    Publication
    პროექტები
    Project
    ინფორმაცია
    Event
     
    სიახლეები
    17/05
    2012
    პროკრედიტ ბანკი Deutsche Bank-ის სავალუტო გადარიცხვების მაღალი ხარისხის სერტიფიკატით კიდევ ერთხელ დაჯილდოვდა
    16/05
    2012
    ისარგებლეთ პროკრედიტ ბანკის და მაიქროსოფტ საქართველოს ერთობლივი პროდუქტით!
    15/05
    2012
    საინტერესო შეთავაზება ბიზნეს და აგრო კლიენტებისათვის!
    06/04
    2012
    19 აპრილიდან თქვენ ისარგებლებთ IBAN ფორმატის უპირატესობებით
    04/04
    2012
    2011 წლის შედეგები, სამომავლო სტრატეგია და გეგმები
    16/01
    2012
    აქცია ბიზნეს და აგრო კრედიტებზე
    20/01
    2012
    განცხადება

    Archive

    Deutsche Bank-მა პროკრედიტ ბანკს სავალუტო გადარიცხვების მაღალი ხარისხის სერტიფიკატი გადასცა. 2011 USD STP Excellence Award სერტიფიკატი პროკრედიტ ბანკმა მეშვიდედ მიიღო, რაც მისი მომსახურების მაღალ დონეზე მიუთითებს. STP (straight through processing) ტექნიკა ფინანსური კომპანიების მიერ ტრანზაქციების სიჩქარის ოპტიმიზაციისათვის გამოიყენება. ანგარიშსწორების პროცესში ელექტრონულად შეყვანილი ინფორმაცია ერთი მხარიდან მეორეს ისე გადაეცემა, რომ იმავე ინფორმაციის ხელმეორედ შეყვანა აღარაა საჭირო.
    ვრცლად...

    სიახლე!  ისარგებლეთ პროკრედიტ ბანკის და მაიქროსოფტ საქართველოს ერთობლივი პროდუქტით!

    დღეიდან თქვენ უკვე შეგიძლიათ შეიძინოთ მაიქროსოფტის ლიცენზირებული კომპიუტერული პროგრამები ჩვენი კრედიტის დახმარებით.

    აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ლიცენზირებული პროგრამები და მიიღეთ ფასდაკლება.

    დეტალური ინფორმაციისთვის დარეკეთ სატელეფონო მომსახურების ცენტრში 220 22 22. 
    ვრცლად...

    საინტერესო შეთავაზება ბიზნეს  და აგრო კლიენტებისათვის - სესხი ევროპის საინვესტიციო ბანკისაგან (European Investment Bank)!

    დააფინანსეთ თქვენი პროექტი და ისარგებლეთ ხელსაყრელი საპროცენტო განაკვეთით!

    2012 წლის აპრილში პროკრედიტ ბანკმა ევროპის საინვესტიციო ბანკისგან  (EIB) სასესხო ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც გაფორმდა 2011 წლის ოქტომბერში, მიიღო ტრანში.

    პროკრედიტ ბანკი საქართველო, ევროპის საინვესტიციო ბანკთან ერთად გთავაზობთ საინვესტიციო პროექტების და საბრუნავი კაპიტალის დაფინანსებას პატარა და საშუალო საწარმოებისათვის, რომელსაც დასაქმებული ჰყავს 500 თანამშრომელზე ნაკლები. სესხები გაიცემა მინიმუმ 2 წლის ვადით და არ უნდა აღემატებოდეს საინვესტიციო პროექტის ეკონომიკურ და ტექნიკურ ვადებს. სესხის გაცემის მაქსიმალური ვადაა 10 წელი.  კლიენტებს საშუალება აქვთ ისარგებლონ არსებულ სტანდარტული საპროცენტო განაკვეთთან შედარებით შეღავათიანი საპროცენტო განაკვეთით.
    ვრცლად...

    19 აპრილიდან თქვენ ისარგებლებთ IBAN ფორმატის უპირატესობებით.

    გაცნობებთ, რომ 2012 წლის 19 აპრილს პროკრედიტ ბანკი მოახდენს კლიენტების საბანკო ანგარიშების გადაყვანას  IBAN ფორმატზე. 
    თქვენი ძველი ანგარიშის ნომრები ავტომატურად ჩანაცვლდება ახალი ანგარიშის ნომრით - IBAN-ით, რაც თქვენი მხრიდან დამატებით ქმედებას არ მოითხოვს. 

    მიმდინარე წლის ბოლომდე, თქვენ გექნებათ საშუალება ჩარიცხვებისთვის გამოიყენოთ როგორც ძველი, ასევე ახალი ანგარიშის ნომრები (IBAN).
    გთხოვთ, გაითვალისწინოთ, 2012 წლის 31 დეკემბრის შემდეგ ჩარიცხვები განხორციელდება მხოლოდ ახალი ანგარიშის ნომრებზე IBAN.

    ვრცლად...

    2011 წელი “პროკრედიტ ბანკი საქართველოსთვის” მორიგი წარმატებული წელიწადი იყო. ბანკმა შეინარჩუნა მტკიცე საბაზრო პოზიცია და კვლავაც განაგრძობდა საიმედო და სოციალური პასუხისმგებლობის მატარებელი საბანკო მომსახურების გაწევას ბიზნესებისა და ფიზიკური პირებისათვის. გაიზარდა როგორც ბანკის კლიენტების რაოდენობა, ასევე საბანკო ოპერაციების მოცულობა, ხოლო წმინდა მოგებამ 19.7 მილიონი ლარი (11.8 მილიონი დოლარი), ამონაგებმა საკუთარ კაპიტალზე კი (ROE) 15.9% შეადგინა. 

    2011 წლის ბოლოს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ Fitch Ratings პროკრედიტ ბანკის რეიტინგი “BB-“-დან “BB”–მდე გააუმჯობესა, სტაბილური პერსპექტივით. ამრიგად, პროკრედიტ ბანკი კვლავ საუკეთესო და საქართველოში შესაძლო ყველაზე მაღალი რეიტინგის მფლობელია.
    ვრცლად...

    პროკრედიტ ბანკს არსებული და პოტენციური კლიენტებისათვის საინტერესო სიახლე აქვს: 2012 წლის 1 მარტამდე დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ბიზნეს და აგროკრედიტები აიღონ ისე, რომ არ გადაიხადონ სესხის გაცემის საკომისიო; ამასთან, საჭიროების შემთხვევაში მსესხებლებს შეუძლიათ ისარგებლონ საშეღავათო პერიოდით: ისინი სამი თვის განმავლობაში გადაიხდიან მხოლოდ პროცენტს და არა ძირითად თანხას. ამ აქციით ბანკი ხელს შეუწყობს ბიზნეს და აგრო კლიენტების მზადყოფნას აქტიური ბიზნეს-სეზონისათვის: საშეღავათო პერიოდის, ანუ ბიზნესისთვის შედარებით პასიური სეზონის განმავლობაში ისინი გადაიხდიან ნაკლებ თანხას და შეძლებენ თანხების დაზოგვას.  
    ვრცლად...

    ძვირფასო კლიენტებო,

    ეს ინფორმაცია განკუთვნილია იმ კლიენტებისთვის, რომლებსაც ინტერნეტ მაღაზია www.6pm.com –ზე საბარათე გადახდები ან ინტერნეტ ოპერაციები აქვთ შესრულებული. ვებ გვერდის ადმინისტრაციამ გვაცნობა, რომ მოხდა მომხმარებელთა მონაცემების შესახებ ინფორმაციის გადინება და www.6pm.com-ზე დარეგისტრირებული მომხმარებლების ინფორმაცია უკანონოდ იქნა მითვისებული. ვებ გვერდის ადმინისტრაციის განცხადებით ეს ეხება საიდენტიფიკაციო სახელს (ID), პაროლს, ელ.ფოსტას და დარეგისტრირებული ბარათის ნომრის ბოლო 4 ციფრს.
    ვრცლად...

    Copyright © 2012 ProCredit Bank