ENGLISH
We are trusted in 21 countries ProCredit Holding
 
ბანკის გაცვლითი კურსები
  ყიდვა გაყიდვა
USD1.61201.6440
EUR2.13102.1780
RUB0.05200.0581
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსები
USD1.6193 
EUR2.1423 
RUR0.0544 
  • სესხების კალკულატორი
  • საბავშვო ანაბრის კალკულატორი
  • ანაბრის 'ჩემი ყულაბა' კალკულატორი
  • შემნახველი ანაბრის კალკულატორი
  • ფილიალები
  • ბანკომატები
  • იმ შემთხვევაში თუ სარგებლობთ Internet Explorer-ით პრეტენზიის რეგისტრაციისთვის, გთხოვთ, გამოიყენოთ Internet Explorer 8 ან შემდგომი ვერსიის ბრაუზერი.

    პუბლიკაციები
    Publication
    პროექტები
    Project
    ინფორმაცია
    Event
     
    სიახლეები
    16/01
    2012
    აქცია ბიზნეს და აგრო კრედიტებზე
    20/01
    2012
    განცხადება
    22/12
    2011
    პროკრედიტ ბანკმა პროექტი “ProArt ფოტოგრაფია” შეაჯამა
    19/12
    2011
    „Fitch Ratings“-მა “პროკრედიტ ბანკის” რეიტინგი გააუმჯობესა, რაც კვლავ ყველაზე მაღალი შესაძლო რეიტინგია საქართველოში
    19/12
    2011
    პროკრედიტ ბანკი ფილიალების ქსელს აფართოვებს და ახალციხეში ფილიალს ხსნის
    30/09
    2011
    ინტერნეტ ბანკინგი სმს კოდით – სწრაფი, იაფი, დაცული!
    23/09
    2011
    “გმადლობთ, რომ გიყვართ ბუნება და იცავთ სისუფთავეს”

    Archive

    პროკრედიტ ბანკს არსებული და პოტენციური კლიენტებისათვის საინტერესო სიახლე აქვს: 2012 წლის 1 მარტამდე დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ბიზნეს და აგროკრედიტები აიღონ ისე, რომ არ გადაიხადონ სესხის გაცემის საკომისიო; ამასთან, საჭიროების შემთხვევაში მსესხებლებს შეუძლიათ ისარგებლონ საშეღავათო პერიოდით: ისინი სამი თვის განმავლობაში გადაიხდიან მხოლოდ პროცენტს და არა ძირითად თანხას. ამ აქციით ბანკი ხელს შეუწყობს ბიზნეს და აგრო კლიენტების მზადყოფნას აქტიური ბიზნეს-სეზონისათვის: საშეღავათო პერიოდის, ანუ ბიზნესისთვის შედარებით პასიური სეზონის განმავლობაში ისინი გადაიხდიან ნაკლებ თანხას და შეძლებენ თანხების დაზოგვას.  
    ვრცლად...

    ძვირფასო კლიენტებო,

    ეს ინფორმაცია განკუთვნილია იმ კლიენტებისთვის, რომლებსაც ინტერნეტ მაღაზია www.6pm.com –ზე საბარათე გადახდები ან ინტერნეტ ოპერაციები აქვთ შესრულებული. ვებ გვერდის ადმინისტრაციამ გვაცნობა, რომ მოხდა მომხმარებელთა მონაცემების შესახებ ინფორმაციის გადინება და www.6pm.com-ზე დარეგისტრირებული მომხმარებლების ინფორმაცია უკანონოდ იქნა მითვისებული. ვებ გვერდის ადმინისტრაციის განცხადებით ეს ეხება საიდენტიფიკაციო სახელს (ID), პაროლს, ელ.ფოსტას და დარეგისტრირებული ბარათის ნომრის ბოლო 4 ციფრს.
    ვრცლად...

    2011 წლის 22 დეკემბერს პროკრედიტ ბანკმა სოციალური პროექტის “ProArt ფოტოგრაფიადასრულების აღსანიშნავად მიღება გამართა. “ProArt ფოტოგრაფიახელოვნების მხარდაჭერის პროექტის “ProArt” ნაწილია, რომელიც 2007 წელს დაიწყო და რომლის ფარგლებშიც მხატვრებმა თავიანთი ნამუშევრები პროკრედიტ ბანკის ფილიალებში გამოფინეს. ამჯერად პროექტის ჟანრად ფოტოგრაფია იქნა არჩეული. ცნობილი ხელოვნების კრიტიკოსებისა და პროფესიონალი ფოტოხელოვანებისგან შემდგარმა ჟიურიმ მონაწილეები შეარჩია. 2010 და 2011 წლების განმავლობაში პროკრედიტ ბანკის ბათუმის, ფოთის, ქუთაისის, გორის, თელავისა და თბილისის ფილიალები პროექტის მონაწილეთა ფოტონამუშევრების გამოფენებს მასპინძლობდა. გამოფენების დათვალიერება ფართო საზოგადოებისთვის იყო ხელმისაწვდომი. პროექტში სამოცამდე პროფესიონალი, მოყვარული და დამწყები ფოტოხელოვანი მონაწილეობდა.
    ვრცლად...

    ქვეყნის რეიტინგის ცვლილებასთან დაკავშირებით 2011 წლის 16 დეკემბერს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ „Fitch Ratings” „პროკრედიტ ბანკი საქართველოს“ რეიტინგი “BB”-მდე გააუმჯობესა, სტაბილური პერსპექტივით. 
    ვრცლად...

    “პროკრედიტ ბანკი საქართველო” ფილიალების ქსელს კიდევ უფრო აფართოვებს და ახალციხეში ფილიალს ხსნის. ეს ქალაქში ბანკის პირველი ფილიალი იქნება. ახალციხისა და ახლომდებარე სოფლების მოსახლეობა პროკრედიტ ბანკის მაღალხარისხიანი მომსახურებით ისარგებლებს, რომელიც გამჭვირვალობისა და ორმხრივი ნდობის პრინციპებს ეფუძნება.
    ვრცლად...

    სიახლე პროკრედიტ ბანკის ინტერნეტ ბანკინგის მომხმარებელთათვის!

    ამიერიდან შეგიძლიათ გადარიცხოთ თანხა ნებისმიერ ანგარიშზე, სპეციალური მოწყობილობის -“დიგიპასის” გარეშე, მხოლოდ სმს კოდით!

    ბანკი მობილურ ტელეფონზე სმს-ით გიგზავნით ერთჯერად უნიკალურ კოდს (ე.წ. ტრანზაქციის ავტორიზაციის ნომერს), რომლის მეშვეობით შეგიძლიათ თანხა გადარიცხოთ ნებისმიერ ბანკში, ნებისმიერ ანგარიშზე.

    უნიკალური კოდი გადარიცხვის აბსოლუტური უსაფრთხოების გარანტია.

    მომსახურების გასააქტიურებლად მიმართეთ პროკრედიტ ბანკის ფილიალებს და დაარეგისტრირეთ ინტერნეტ ბანკინგის სრული პაკეტი სმს კოდით.

    მომსახურების რეგისტრაცია უფასოა!

    ვრცლად...
    პროკრედიტ ბანკმა, დევიზით “გმადლობთ, რომ გიყვართ ბუნება და იცავთ სისუფთავეს!” ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალს ნარჩენების ჩასაყრელი 60 კონტეინერი გადასცა. ამ ინიციატივის მიზანია, ნაკრძალის ადმინისტრაციას ნაკრძალის ტერიტორიაზე სისუფთავის დაცვაში დაეხმაროს, ამასთანავე ნაკრძალის მნახველებს შეახსენოს გარემოს დაცვის აუცილებლობა და მოუწოდოს მათ, რომ ნაგავი საგანგებოდ განკუთვნილ კონტეინერებში ჩაყარონ. კონტეინერები თვალშისაცემი ფერისაა და ნაკრძალის მთელ ტერიტორიაზე - ცენტრში და სავალი ბილიკების გასწვრივ დაიდგმება.
    ვრცლად...
    Copyright © 2012 ProCredit Bank