ProCredit Bank
ENGLISH
German Banking Experience ProCredit Holding
 
ბანკის გაცვლითი კურსები
  ყიდვა გაყიდვა
USD1.62201.6500
EUR2.08602.1470
RUB0.04950.0556
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსები
USD1.6350 
EUR2.1206 
RUR0.0522 
სესხების კალკულატორი
საბავშვო ანაბრის კალკულატორი
ანაბრის 'ჩემი ყულაბა' კალკულატორი
შემნახველი ანაბრის კალკულატორი
ფილიალები
ბანკომატები
იმ შემთხვევაში თუ სარგებლობთ Internet Explorer-ით პრეტენზიის რეგისტრაციისთვის, გთხოვთ, გამოიყენოთ Internet Explorer 8 ან შემდგომი ვერსიის ბრაუზერი.
“პროკრედიტ ბანკი, სომხეთი” - პროკრედიტ ჯგუფის 22-ე საფინანსო ინსტიტუტი საქმიანობას შეუდგება

დღეს სომხეთის მცირე, ძალიან მცირე მეწარმეებმა და “უბრალო ხალხმა” პროკრედიტის სახით ახალი ბანკი შეიძინა, სადაც მათთვის კარი ყოველთვის ღიაა.

გახსნის ცერემონიალს დაესწრებიან ადგილობრივი მაცხოვრებლები, პროკრედიტ ბანკის პოტენციური კლიენტები, სომხეთის რესპუბლიკის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარე ბ-ნი ტიგრან სარგსიანი, გერმანიის ელჩი სომხეთში ბ-ნი ანდრეა ვიკტორინი, KfW-ს პირველი ვიცე-პრეზიდენტი ბ-ნი როლანდ ზილერი, KfW-ს ევროპის და და კავკასიის დეპარტამენტში ფინანსური და კერძო სექტორის დარგში უფროსი პროექტების მენეჯერი ქ-ნი ჩერსტინ სანდერსი; ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მცირე ბიზნესების ჯგუფის დირექტორი ქ-ნი ჩიკაკო კუნო, სომხეთში პროკრედიტ ბანკის საბჭოს თავმდომარე ბ-ნი კრისტოფ ფრეიტაგი; სომხეთში პროკრედიტ ბანკის დირექტორთა საბჭოს წევრები; “პროკრედიტ ბანკი, საქართველოს” გენერალური დირექტორი ბ-ნი ფილიპ პოტი, სომხეთის ბანკების წარმომადგენლები, სომეხი და უცხოელი ოფიციალური პირები და სტუმრები.

პროკრედიტ ბანკი სომხეთში, ისევე როგორც ყველა ქვეყანაში, სადაც ის ფუნქციონირებს, იქნება კლიენტებზე ორიენტირებული, სოციალური პასუხისმგებლობის მატარებელი ბანკი, რომელიც მაღალი ხარისხის მომსახურებას ხელმისაწვდომ ფასად შესთავაზებს უბრალო ხალხს, და განსაკუთრებული მნიშვნელობით მოეკიდება ძალზე მცირე, მცირე და საშუალო ბიზნესების დაკრედიტებასა და უბრალო ხალხში დაზოგვის კულტურის დამკვიდრებას. “ჩვენ ვიქნებით ბანკი თქვენს მეზობლად, რომელიც საუკეთესო მომსახურებას სთავაზობს თავის კლიენტებს. ჩვენი კარი ყველასთვის ღიაა, ვისაც ჩვენთან ფულის დაზოგვა, ან თავისი ბიზნესის განვითარებისთვის კრედიტის აღება სურს. პროკრედიტის მთელი გუნდი მოუთმენლად ელის სომხეთში საქმიანობის დაწყებას. ჩვენ გვსურს ვიყოთ თქვენი ბანკი, რომელიც სხვებისგან განსხვავდება”, - განაცხადა პროკრედიტ ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა ბ-მა ბერთოლთ ჰერცფელდმა.

პროკრედიტ ბანკი ორიენტირებულია ძალიან მცირე, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების დაკრედიტებაზე, რადგანაც ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ბიზნესები ყველაზე მეტ სამუშაო ადგილს ქმნიან და სასიცოცხლო როლს თამაშობენ სომხეთის ეკონომიკურ განვითარებაში. მცირე მეწარმეებს ბანკი შესთავაზებს ბიზნეს კრედიტებს 100 აშშ დოლარიდან, ხოლო კერძო პირებს - გამჭვირვალე საბანკო მომსახურებას, როგორიცაა შემნახველი ანაბრები მინიმალური სადეპოზიტო თანხით.

სომხეთის ცენტრალურმა ბანკმა პროკრედიტ ბანკს 2007 წლის 7 დეკემბერს მიანიჭა ლიცენზია სომხეთში საბანკო ოპერაციების ჩასატარებლად. პროკრედიტ ბანკის აქციონერები არიან პროკრედიტ ჰოლდინგი AG - 66,66%, KfW - 16,67% და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი - 16,67%. 2008 წლის ბოლოსთვის “პროკრედიტ ბანკი, სომხეთი” ექვსი ფილიალით იქნება წარმოდგენილი სომხეთის სამ რეგიონში: ოთხი ერევანში, ერთი ვანაძორში და ერთიც არტაშატში.

პროკრედიტ ბანკის შესახებ:
პროკრედიტ ბანკი სომხეთში წარმოადგენს პროკრედიტ ჯგუფის ნაწილს. ჯგუფი შედგება აღმოსავლეთ ევროპაში, აფრიკასა და ლათინურ ამერიკაში წარმოდგენილი 22 ფინანსური ინსტიტუტისგან. მათ ხელმძღვანელობას და ზედამხედველობას უწევს გერმანიაში, ფრანკფურტში მდებარე პროკრედიტ ჰოლდინგი. იგი არ არის დაკავშირებული არც ერთ კომერციულ ან პოლიტიკურ ჯგუფთან. პროკრედიტ ბანკებს მთელ მსოფლიოში გააჩნიათ ერთნაირი მართვის სისტემა, მოქმედებენ ერთი და იგივე ღირებულებების თანახმად და კლიენტებს ერთსა და იმავე საბანკო მომსახურებას სთავაზობენ.

მონაცემები “პროკრედიტ ბანკი, სომხეთის” შესახებ:
სომხეთში პროკრედიტ ბანკის თანამშრომელთა რიცხვი: 120
ფილიალების რაოდენობა 2008 წლის ბოლოსთვის: 6
ფილიალების სამუშაო საათები: 09.00-17.00
ფილიალების მისამართები: მოსკოვიანი 31/99, ერევანი 0002

სომხეთში პროკრედიტ ბანკის მენეჯმენტი:

აღმასრულებელი დირექტორი ბერთოლთ ჰერცფელდი
აღმასრულებელი დირქტორის მოადგილე აშოტ აბრაჰამიანი

მონაცემები პროკრედიტ ჯგუფის შესახებ მსოფლიოს მასშტაბით*  2007 წლის ბოლოს მდგომარეობით
დაუფარავი სასესხო პორტფელი: 2,969 (მლნ ევრო)
დაუფარავი სესხების რაოდენობა: 1,037 (‘000)
დეპოზიტების მოცულობა: 2,439 (მლნ ევრო)
კლიენტთა ანგარიშების რაოდენობა: 2,822 (‘000)
თანამშრომლების რაოდენობა: 16,803
მსოფლიოს მასშტაბით ფილიალების რაოდენობა: 621

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ:
www.procreditbank.am  ან www.procredit-holding.com

Copyright © 2013 ProCredit Bank