ProCredit Bank
ENGLISH
German Banking Experience ProCredit Holding
 
გარემოს დაცვა და პროკრედიტ ბანკი
ენერგოეფექტურობის შესახებ
ეკო სესხი
პროკრედიტ ბანკის გარემოსდაცვითი აქტივობები
ბანკის გაცვლითი კურსები
  ყიდვა გაყიდვა
USD2.42002.4700
EUR2.58802.6790
RUB0.03830.0484
კომერციული კურსების ისტორია
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსები
USD2.4509 
EUR2.6443 
RUR0.0426 
სესხების კალკულატორი
საბავშვო ანაბრის კალკულატორი
შემნახველი ანაბრის კალკულატორი
ზრდადი ანაბრის კალკულატორი
ფილიალები
ბანკომატები
ფიზიკური პირი
ბიზნეს კლიენტი
საბანკო მომსახურების პირობები
მიმდინარე
არქივი
დამატებითი სახელშეკრულებო პირობები
მიმდინარე
არქივი
ევროპის საინვესტიციო ფონდმა და პროკრედიტ ბანკი საქართველომ ხელი InnovFin-ის პირველ გარიგებას მოაწერეს

მარტის დასაწყისში ევროპის საინვესტიციო ფონდმა და პროკრედიტ ბანკმა ხელი მოაწერეს InnovFin-ის ხელშეკრულებას ლუქსემბურგში. აღნიშნული შეთანხმება სარგებელს მოუტანს საქართველოში მოქმედ ინოვაციურ მცირე და საშუალო ბიზნესებს, ასევე, მცირე კაპიტალიზაციის საწარმოებს.

InnovFin-ის ხელშეკრულება (ამ ტიპის ხელშეკრულება პირველია საქართველოში) გულისხმობს, რომ ევროპის საინვესტიციო ფონდის მიერ გაცემული გარანტიის საფუძველზე და ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამის „ჰორიზონტი 2020“-ის მხარდაჭერით, პროკრედიტ ბანკს მიეცემა შესაძლებლობა გასცეს სესხები საქართველოში მოქმედ ინოვაციურ კომპანიებზე, მომდევნო ორი წლის განმავლობაში. InnovFin-ის გარანტია ფარავს პროკრედიტ ბანკი საქართველოს მიერ გაცემული თითოეული სესხის 50%-ს. იგეგმება 50 მილიონი ევროს საკრედიტო პორტფელის გენერირება.

კვლევის, მეცნიერების და ინოვაციის განვითარების საკითხებში ევროკომისარმა კარლოს მოედასმა განაცხადა: „ჩვენი კვლევისა და ინოვაციის პროგრამა „ჰორიზონტი 2020“ ღიაა მსოფლიოსთვის. ურთიერთობა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან, ამჯერად საქართველოსთან, ჩვენი სტრატეგიის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. დადებული გარიგება ჩვენს თანამშრომლობას ერთი ნაბიჯით წინ წასწევს. ეს დაეხმარება საქართველოს ეკონომიკას, რადგან ქართულ კომპანიებს უკვე ექნებათ შესაძლებლობა ისარგებლონ ევროკავშირის გარანტიის საფუძველზე გაცემული სესხებით, რაც აამაღლებს მათი კვლევისა და ინოვაციის პოტენციალს.“

ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით ევროპის საინვესტიციო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა პიერ-ლუიჯი ჯილიბერტმა განაცხადა: „მივესალმები საქართველოში InnovFin-ის პირველი ხელშეკრულების გაფორმებას. აღნიშნული ხელშეკრულება საშუალებას მისცემს პროკრედიტ ბანკ საქართველოს გააფართოვოს თავისი საფინანსო საქმიანობა, ხოლო საქართველოში მოქმედი ინოვაციური კომპანიები შეძლებენ უფრო მიმზიდველი საკრედიტო პროდუქტით ისარგებლონ.“  

პროკრედიტ ბანკი საქართველოს დირექტორ ალექს მატუა:

InnovFin-ის პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია პროკრედიტ ბანკი საქართველოსთვის, რადგან ის საშუალებას გვაძლევს უფრო განვვითარდეთ და დავაფინანსოთ ისეთი ბიზნესები, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის ბირთვს წარმოადგენს. ჩვენ ორიენტირებულები ვართ მცირე და საშუალო საწარმოებზე, რომლებსაც აქვთ ინოვაციური ხედვა, პასუხობენ თანამედროვე ევროპულ სტანდარტებს და გეგმავენ მომავალში განვითარებას. ჩვენ ვართ ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც ყოველთვის მხარს დაუჭერს ასეთ ბიზნესს.“

პროკრედიტ ჰოლდინგის დირექტორთა საბჭოს წევრმა ბორისლავ კოსტადინოვმა დასძინა: „მოხარულები ვართ განვაცხადოთ, რომ InnovFin-ის საგარანტიო ხელშეკრულება, რომელიც უკვე წარმატებით გაფორმდა სამხრეთ აღმოსავლეთსა და აღმოსავლეთ ევროპაში მოქმედ ჩვენს რვა ბანკში, ახლა საქართველოში ფორმდება. ეს საქართველოს ინოვაციურ მცირე და საშუალო საწარმოებს გაუადვილებს დაფინანსების მიღებას. პროკრედიტ ჯგუფისთვის 2016 წელს გამოყოფილი თანხიდან ერთი მესამედი უკვე ათვისებულია ინოვაციური კომპანიების მხარდამჭერი პროექტებით.“

InnovFin-ის გარანტიის მიზანია წაახალისოს ბანკები ან სხვა ფინანსური დაწესებულებები. სესხები გასცენ ისეთ მცირე და საშუალო ბიზნესებზე და მცირე კაპიტალიზაციის მქონე საწარმოებზე, რომლებსაც ესაჭიროებათ ინვესტიცია ან/და საბრუნავი საშუალებები კვლევების, განვითარების და ინოვაციური საქმიანობის დასაფინანსებლად.

 

ევროპის საინვესტიციო ფონდის შესახებ
ევროპის საინვესტიციო ფონდი ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფის ნაწილია. მისი მთავარი მისიაა დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდით მხარი დაუჭიროს ევროპის მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს. ევროპის საინვესტიციო ფონდი ქმნის და ავითარებს ვენჩურულ და მზარდ კაპიტალს, გარანტიებსა და მიკროსაფინანსო ინსტრუმენტებს, რომელიც გამიზნულია კონკრეტულად ბაზრის ამ სეგმენტისთვის. ამ თვალსაზრისით, ევროპის საინვესტიციო ფონდი ხელს უწყობს ევროკავშირის მიზნებს ინოვაციის, კვლევისა და განვითარების, მეწარმეობის ზრდისა და დასაქმების მხარდაჭერაში.

პროკრედიტ ბანკი საქართველოს შესახებ
პროკრედიტ ბანკი საქართველო, როგორც პროკრედიტ ჯგუფის ნაწილი, 17 წელზე მეტია საბანკო საქმიანობას ეწევა. ბანკის მთავარი მიზანია დააფინანსოს მცირე და საშუალო ბიზნესები, რომლებსაც გრძელვადიანი განვითარების გეგმა აქვთ.
მარტივი და ხელმისაწვდომი საბანკო მომსახურებების შეთავაზებით, ასევე ფინანსურ განათლებაში მნიშვნელოვანი რესურსების ინვესტირებით, პროკრედიტ ბანკის მიზანია ხელი შეუწყოს დაზოგვის კულტურისა და ფინანსური პასუხისმგებლობის განვითარებას.
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ FITCH RATINGS პროკრედიტ ბანკს მიანიჭა “BB”/სტაბილური რეიტინგი, რაც ყველაზე მაღალი შესაძლო რეიტინგია საქართველოში. ბანკი თავის მომხმარებლებს სთავაზობს ინოვაციურ, თანამედროვე, მოსახერხებელ საბანკო მომსახურებას, როგორც მისი საიმედო ბიზნეს პარტნიორი.   

პროკრედიტ ჯგუფის შესახებ
საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის დამფუძნებელია პროკრედიტ ჰოლდინგი AG & Co. KGaA, რომლის სათავო ოფისი მდებარეობს გერმანიაში, ქალაქ ფრანკფურტში., ჯგუფი შედგება სამხრეთ აღმოსავლეთსა და აღმოსავლეთ ევროპაში მოქმედი ბანკებისგან, რომლებიც თავის მხრივ ფოკუსირებულები არიან მცირე და საშუალო საწარმოების მომსახურებაზე. რეგიონში ძლიერი წარმომადგენლობის გარდა, ჯგუფი ასევე საქმიანობს გერმანიაში და სამხრეთ ამერიკაში. პროკრედიტ ჰოლდინგი AG & Co. KGaA-ს მთავარი აქციონერები არიან სტრატეგიული ინვესტორები Zeitinger Invest და ProCredit Staff Invest (რომელიც მოიცავს საინვესტიციო მექანიზმებს პროკრედიტის თანამშრომლებისთვის), Dutch DOEN Foundation, KfW და IFC (მსოფლიო ბანკის ჯგუფი). გერმანიის საბანკო საქმიანობის შესახებ კანონის თანახმად, პროკრედიტ ჰოლდინგ AG & Co. KGaA-ს ზედამხედველობას უწევს, კონსოლიდირებული ანგარიშგების საფუძველზე, გერმანიის ფედერაციული ფინანსური ზედამხედველობის ორგანო (Bundesanstalt für Finanzdienstleistungsaufsicht, BaFin), და Deutsche Bundesbank. დამატებითი ინფორმაციისთვის ესტუმრეთ ვებგვერდს: www.procredit-holding.com.             

InnovFin-ის შესახებ
„ევროკავშირის InnovFin დაფინანსება ნოვატორებისთვის“ ინიციატივის საფუძველზე, რომელიც შემუშავდა ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამის „ჰორიზონტი 2020“ ფარგლებში, შეიქმნა InnovFin SME Guarantee Facility . ის გასცემს ვალის დაფინანსების გარანტიებს და კონტრგარანტიებს 25 ათასიდან 7.5 მილიონი ევროს ფარგლებში, რომლის მიზანია ინოვაციური მცირე და საშუალო ბიზნესების, ასევე მცირე კაპიტალიზაციის საწარმოების (სადაც დასაქმებულია 499-მდე თანამშრომელი)  გაუმჯობესებული პირობებით დაფინანსება. აღნიშნულ ინსტრუმენტს მართავს ევროპის საინვესტიციო ფონდი, რომელიც განვითარდა ფინანსური შუამავლების - ბანკების და სხვა ფინანსური დაწესებულებების - საშუალებით ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში და ასოცირებულ ქვეყნებში. ამ ინსტრუმენტის საფუძველზე, ევროკავშირი და ევროპის საინვესტიციო ფონდი გასცემს გარანტიებს ფინანსური შუამავლებისთვის იმ ზარალის პროპორციულად, რომელსაც გაწევენ ამ ინსტრუმენტის ფარგლებში ვალის დაფინანსებაზე. 

© 2017 ProCredit Bank, Georgia