ProCredit Bank
ENGLISH
German Banking Experience ProCredit Holding
 
გარემოს დაცვა და პროკრედიტ ბანკი
ენერგოეფექტურობის შესახებ
ეკო სესხი
პროკრედიტ ბანკის გარემოსდაცვითი აქტივობები
ბანკის გაცვლითი კურსები
  ყიდვა გაყიდვა
USD2.46002.5100
EUR2.65902.7500
RUB0.03930.0494
კომერციული კურსების ისტორია
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსები
USD2.4773 
EUR2.6968 
RUR0.0438 
სესხების კალკულატორი
საბავშვო ანაბრის კალკულატორი
შემნახველი ანაბრის კალკულატორი
ზრდადი ანაბრის კალკულატორი
ფილიალები
ბანკომატები
ფიზიკური პირი
ბიზნეს კლიენტი
საბანკო მომსახურების პირობები
მიმდინარე
არქივი
დამატებითი სახელშეკრულებო პირობები
მიმდინარე
არქივი
მთავარი

გარემოს დაცვა და პროკრედიტ ბანკი  

პროკრედიტ ბანკი განვითარებაზე ორიენტირებული სრული მომსახურების ბანკია, რომელიც პასუხისმგებლიან საბანკო საქმიანობას ეწევა. რაც გულისხმობს სოციალურ, ეთიკურ და გარემოსდაცვით სტანდარტებთან შესაბამისობას.
head-office_400ჩვენი საქმიანობისას დიდ ყურადღებას ვაქცევთ გარემოზე ზემოქმედების საკითხებს და ვცდილობთ მაქსიმალურად შევამციროთ მასზე უარყოფითი ზეგავლენა.  ეს ბანკის  სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილია.

ჩვენ აქტიურად ვართ ჩართული სხვადასხვა გარემოსდაცვით ღონისძიებაში, რითაც ვცდილობთ ჩვენი წვლილი შევიტანოთ მის დაცვაში.

გარემოსდაცვითი მენეჯმენტი

ISO 14001:2015 სერტიფიკატი 000download_icon

გარემოსდაცვითი მენეჯმენტის სისტემა, რომელსაც პროკრედიტ ჯგუფში შემავალი ბანკები იყენებენ, შექმნილია სპეციალურად ფინანსური ინსტიტუტებისთვის და ეფუძნება სამ ძირითად მიდგომას, სამ სვეტს. გარემოსდაცვითი მენეჯმენტის სისტემასთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე მუშაობს ეკო ქვეგანყოფილება, რომელიც პასუხისმგებელია გარემოსდაცვითი პოლიტიკის სამი კომპონენტის შესრულების კოორდინაციასა და განხორციელებაზე. საქართველოს საბანკო სისტემაში მხოლოდ პროკრედიტ ბანკში არის შექმნილი ეკო ქვეგანყოფილება, რაც ბანკის სოციალურ-ეკოლოგიურ პასუხისმგებლობაზე მიუთითებს. ეკო ქვეგანყოფილება მნიშვნელოვან როლს ასრულებს ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლების საქმეში, როგორც თანამშრომლების, ასევე კლიენტებისა და ფართო საზოგადოებისთვის. მის მოვალეობებში შედის ბანკის შიდა გარემოსდაცვითი მენეჯმენტის სისტემის დანერგვა, ეკო სესხების გაცემისთვის ზოგადი სტანდარტების შემუშავება და ენერგოეფექტური პროექტების დაფინანსების მხარდაჭერა.

1 სვეტი: შიდა გარემოსდაცვითი მენეჯმენტის სისტემა
ენერგოეფექტურობის ასამაღლებლად და გარემოზე ზემოქმედების შესაფასებლად ბანკში დანერგილია ენერგიის და სხვა რესურსების მოხმარების აღრიცხვისა და დამუშავების სპეციალური სისტემა, რომელიც საშუალებას გვაძლევს განვსაზღვროთ გარემოზე ზემოქმედების არსებული დონე და მუდმივად ვიზრუნოთ მის გაუმჯობესებაზე, შევიმუშავოთ ენერგოეფექტურობის მაღალი სტანდარტები და მივაღწიოთ მათ. ამის მაგალითია ახალი სათავო ოფისიც, რომლის მშენებლობისთვის  გამოყენებული ყველა მასალა აკმაყოფილებს ენერგოეფექტურობის მაღალ სტანდარტებს და ევროკავშირის ხარისხის მოთხოვნებს. შენობა ისეა აგებული, რომ განათებისთვის მაქსიმალურად ხდება დღის სინათლის გამოყენება, მნიშვნელოვანია ასევე შენობის მართვის სისტემა (BMS - building management system), რომლის მეშვეობითაც იმართება შენობის გათბობის, გაგრილების, ვენტილაციისა და განათების სისტემები. აღნიშნული სისტემა ზრდის კომფორტის დონეს და ამცირებს ენერგიის მოხმარებას.
უნდა აღინიშნოს, რომ  გარემოსდაცვითი საკითხები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია იმ ტრენინგებისა, რომლებიც პერიოდულად უტარდებათ პროკრედიტ ბანკის თანამშრომლებს ადგილობრივ, რეგიონალურ და საერთაშორისო დონეზე.

2 სვეტი: გარემოსდაცვითი რისკების მენეჯმენტი სესხებზე
პროკრედიტ ბანკის ახალი მიდგომა ითვალისწინებს საკრედიტო პორტფელის შეფასებას ეკოლოგიური რისკების გათვალისწინებით. ყველა ეკონომიკური ქმედების ღრმა ანალიზს და იმ საწარმოების სასესხო განაცხადების უარყოფას, რომელთა საქმიანობაც გარემოსთვის საფრთხის მატარებელია. სესხის დამტკიცებისას ეკოლოგიურ რისკებზე ყურადღების გამახვილებით ბანკი ხელს უწყობს კლიენტებს შორის გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას, ეკოლოგიური სტანდარტების შექმნასა და არსებულის გაუმჯობესებას. 

3 სვეტი: მწვანე დაფინანსების ხელშეწყობა
პროკრედიტ ბანკი მიზნად ისახავს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას, გარემოს მდგრადი განვითარების ფარგლებში. ამის დადასტურებაა ეკო სესხი - რაც გულისხმობს  ენერგოეფექტური ღონისძიებების, განახლებადი ენერგო ტექნოლოგიების და გარემოსადმი მეგობრული ნებისმიერი აქტივობის დაფინანსებას. ამ საქმიანობის მიზანია კლიენტების მხრიდან გარემოზე უარყოფითი ზეგავლენის შემცირება, ეკო სესხების გაცემა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. აღნიშნული ინიციატივის მიზანია ასევე გარემოსთვის უსაფრთხო აღჭურვილობისა და მომსახურების მომწოდებლებთან თანამშრომლობა და მათ მიერ ენერგოეფექტურობის აღმნიშვნელი ეტიკეტის მქონე პროდუქციის გავრცელების ხელშეწყობა.

ახალი მიდგომის დანერგვის შემდეგ პროკრედიტ ბანკი აქტიურად თანამშრომლობს მიმწოდებლებთან. მათ მაღაზიებსა და ოფისებში დაიდგა სპეციალური საინფორმაციო სტენდები კლიენტებისთვის, სადაც მოცემულია დაწვრილებითი ინფორმაცია ეკო სესხებზე და ზოგადად ენერგოეფექტურ ღონისძიებებზე.

ეკო სესხები განკუთვნილია სხვადასხვა საქმიანობის სფეროსთვის, როგორიცაა სოფლის მეურნეობა და წარმოება, სადაც ენერგოეფექტური აღჭურვილობის დანერგვა ხელს უწყობს წარმოების ეფექტურობასა და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებას და ამავდროულად ამცირებს გარემოზე უარყოფით ზეგავლენას.

ეკო სესხების მეშვეობით ფიზიკურ პირებს შეუძლიათ შექმნან მეტი კომფორტი საკუთარ სახლში და შეამცირონ კომუნალური დანახარჯები.

ეკო სესხები იურიდიული პირებისთვის

ეკო სესხები ფიზიკური პირებისთვის

                       გიყვარდეს ბუნება და შეინარჩუნე იგი სუფთად!
 

© 2017 ProCredit Bank, Georgia