ProCredit Bank
ENGLISH
German Banking Experience ProCredit Holding
 
 მიმდინარე ტენდერები
 ტენდერების არქივი
ბანკის გაცვლითი კურსები
  ყიდვა გაყიდვა
USD1.63501.6650
EUR2.18102.2420
RUB0.04890.0550
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსები
USD1.6478 
EUR2.2062 
RUR0.0513 
სესხების კალკულატორი
საბავშვო ანაბრის კალკულატორი
ანაბრის 'ჩემი ყულაბა' კალკულატორი
შემნახველი ანაბრის კალკულატორი
ფილიალები
ბანკომატები
იმ შემთხვევაში თუ სარგებლობთ Internet Explorer-ით პრეტენზიის რეგისტრაციისთვის, გთხოვთ, გამოიყენოთ Internet Explorer 8 ან შემდგომი ვერსიის ბრაუზერი.
მთავარი > ტენდერები

ტენდერები

პროკრედიტ ბანკის კორპორატიული შესყიდვების პოლიტიკის ძირითადი საფუძვლებია:

• გამჭვირვალობა;
• ხარისხი;
• ეფექტიანობა;
• რენტაბელურობა;
• პასუხისმგებლობა.

პროკრედიტ ბანკი რეგულარულად აცხადებს ტენდერებს პოტენციურ მომწოდებლებთან შესყიდვებთან დაკავშირებული კონტრაქტების განხილვის მიზნით.
დაინტერესებულ მომწოდებლებს საშუალება ეძლევათ იხილონ ამ სატენდერო განცხადებაში დეტალურად გაწერილი ტექნიკური სპეციფიკაციები თუ სხვა საჭირო ინფორმაცია ისეთი ნაწარმის შესახებ, რომლის შეძენას აპირებს ბანკი და რომლის შეთავაზებას შეძლებს მიმწოდებელი ამ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად. 

პროკრედიტ ბანკი დაინტერესებულია ბიზნეს პარტნიორებთან საუკეთესო საქმიანი ურთიერთობების დამყარება-შენარჩუნებაში, ბანკის მზარდი მოთხოვნების გათვალისწინებით. ბიზნეს პარტნიორების შერჩევის პროცესში პროკრედიტ ბანკი ხელმძღვანელობს მიუკერძოებული და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებით და მთელ პროცესს გამჭვირვალედ ახორციელებს.   

მოხარული ვართ მოგიწვიოთ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ “პროკრედიტ ბანკი” კონკურენციის ნებისმიერი არაკეთილსინდისიერი და არასამართლიანი მეთოდების გამოყენებას ეწინააღმდეგება. ბანკის ბიზნეს პარტნიორები, რომლებიც უპირატესობის მიღწევას არაკეთილსინდისიერი მეთოდების გამოყენებით აპირებენ, მუდმივად ამოიშლებიან “პროკრედიტ ბანკის” ტენდერებში მონაწილე კანდიდატთა სიიდან.

ტენდერის ჩატარების წესი სრულად შეესაბამება და აკმაყოფილებს შესყიდვის ძირითად მოთხოვნებს.

ყოველი ტენდერი ცხადდება და იმართება ქვემოთ მოყვანილი პრინციპების დაცვით:

• თანაბარი და კონკურენტუნარიანი სატენდერო პირობების უზრუნველყოფა;
• პროდუქციის და მომსახურების შერჩევა ხდება “ღირებულებისა და ხარისხის შესაბამისობის” პრინციპის მიხედვით
• შერჩეულნი იქნებიან მხოლოდ ის მომწოდებლები და მენარდეები, რომლებიც საუკეთესო ხარისხს და რენტაბელურ წინადადებებს შემოგვთავაზებენ.

ველით თქვენ განაცხადებს.

იხილეთ ზოგადი პირობები  000download_icon

 

Copyright © 2013 ProCredit Bank