ProCredit Bank
ENGLISH
German Banking Experience ProCredit Holding
 
ბანკის გაცვლითი კურსები
  ყიდვა გაყიდვა
USD1.63701.6670
EUR2.15202.2130
RUB0.04770.0538
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსები
USD1.6478 
EUR2.2062 
RUR0.0513 
სესხების კალკულატორი
საბავშვო ანაბრის კალკულატორი
ანაბრის 'ჩემი ყულაბა' კალკულატორი
შემნახველი ანაბრის კალკულატორი
ფილიალები
ბანკომატები
იმ შემთხვევაში თუ სარგებლობთ Internet Explorer-ით პრეტენზიის რეგისტრაციისთვის, გთხოვთ, გამოიყენოთ Internet Explorer 8 ან შემდგომი ვერსიის ბრაუზერი.
მთავარი

პროექტი – ერთად დავეხმაროთ ბავშვებს

2008 წლის აგვისტოს სამხედრო კონფლიქტის შემდეგ პროკრედიტ ბანკმა დაზარალებულ რეგიონში საზოგადოების დახმარების საჭიროება დაინახა. ბანკმა დაიწყო და დააფინანსა პროექტი, რომლის მიზანი იყო ცხინვალის რეგიონში სამხედრო კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ბავშვების ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია, პოსტ-ტრავმული სტრესის –შიშის, დეპრესიის და სხვა პრობლემების დაძლევაში დახმარება. პროექტი ცეცხლის შეწყვეტიდან რამდენიმე დღეში დაიწყო.

ბანკმა გადაწყვიტა ბავშვებზე გაეკეთებინა აქცენტი, რადგან ისინი ყველაზე დაუცველ ჯგუფს წარმოადგენდნენ. იმისათვის, რომ ბავშვების ახლობლებთან განშორებით სტრესი არ შექმნილიყო, მშობლებს და ახლო ნათესავებს ბავშვების თანხლების საშუალება მიეცათ. პროგრამა პროფესიონალი ფსიქოლოგების ხელმძღვანელობით წარიმართა და კულტურულ, გასართობ და სპორტულ ღონისძიებებს მოიცავდა.

ძირითადად 5-დან 13 წლამდე ასაკის, დაახლოებით 450-მა ბავშვმა ცხინვალის რეგიონიდან (სამხედრო კონფლიქტის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალებული რეგიონი), თავიანთ მშობლებთან და ნათესავებთან ერთად ათი დღე გაატარა სასიამოვნო და მშვიდ გარემოში. პროკრედიტ ბანკმა თელავში, წყნეთში, ქვეშეთსა და ურეკში მათთვის სასტუმროები შეარჩია, სადაც სარეაბილიტაციო ცენტრები მოეწყო.

პროგრამა მოიცავდა: საგანმანათლებლო ხასიათის გაკვეთილებს, შეხვედრებს ფისოქლოგთან, გასართობ და სპორტულ აქტივობებს.
რეაბილიტაციის პერიოდში ბანკმა ბავშვები უზრუნველყო ჯანმრთელობის დაზღვევითა და სამედიცინო დახმარებით, ასევე ტანსაცმლით, ჰიგიენური საშაულებებით, სათამაშოებით, წიგნებითა და საკანცელარიო საქონლით.
პროგრამა 2008 წლის აგვისტოს შუა პერიოდიდან 2009 წლის ივნისამდე გრძელდებოდა.

 

Copyright © 2013 ProCredit Bank