ProCredit Bank
ENGLISH
German Banking Experience ProCredit Holding
 
ბანკის გაცვლითი კურსები
  ყიდვა გაყიდვა
USD1.62201.6500
EUR2.08602.1470
RUB0.04950.0556
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსები
USD1.6350 
EUR2.1206 
RUR0.0522 
სესხების კალკულატორი
საბავშვო ანაბრის კალკულატორი
ანაბრის 'ჩემი ყულაბა' კალკულატორი
შემნახველი ანაბრის კალკულატორი
ფილიალები
ბანკომატები
იმ შემთხვევაში თუ სარგებლობთ Internet Explorer-ით პრეტენზიის რეგისტრაციისთვის, გთხოვთ, გამოიყენოთ Internet Explorer 8 ან შემდგომი ვერსიის ბრაუზერი.
მთავარი

განაცხადი 


პროკრედიტ ბანკში ნებისმიერ ვაკანსიაზე განაცხადის შემოსატანად საჭიროა შეავსოთ ელექტრონული განაცხადის ფორმა და დაწეროთ სამოტივაციო წერილი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რატომ გსურთ პროკრედიტ ბანკში მუშაობა, ამიტომ ველით, რომ გარკვეულ დროს დაუთმობთ ჩვენი კომპანიის შესახებ ინფორმაციის მოძიებას და აღნიშნული პოზიციისადმი  ინტერესს სამოტივაციო წერილში ნათლად ჩამოაყალიბებთ .პროკრედიტ ჯგუფისა და პროკრედიტ ბანკი საქართველოს შესახებ სხვადასხვა ენაზე სრულყოფილი ინფორმაციის მიღება  შეგიძლიათ ვებგვერდებზე: www.procredit-holding.com და www.procreditbank.ge;

ქვემოთ მოცემული კითხვები და  რჩევები დაგეხმარებათ სამოტივაციო წერილის დაწერაში:

• რატომ ხართ დაინტერესებული ამ ორგანიზაციით და თანამდებობით?
გამოიყენეთ თქვენს მიერ მოძიებული ინფორმაცია ვაკანსიისა და ჩვენი ბანკის შესახებ

• რატომ ფიქრობთ, რომ თქვენი კანდიდატურა შეეფერება ამ თანამდებობას?
დაუკავშირეთ თქვენი აკადემიური განათლება და სამუშაო გამოცდილება თანამდებობას, რომელზეც განაცხადი შემოგაქვთ. დაასაბუთეთ,რატომ ფიქრობთ, რომ აკმაყოფილებთ ვაკანსიის მოთხოვნებს. ყურადღება გაამახვილეთ თქვენს კვალიფიკაციასა და პიროვნულ თვისებებზე.

• სად წარმოგიდგენიათ თქვენი თავი მომავალ 3–5 წელიწადში?
დაწერეთ, რისი მიღწევა გსურთ პროფესიული ზრდის თვალსაზრისით.

• რა განსაკუთრებულ უნარ–ჩვევებს ფლობთ ამ კონკრეტული სამუშაოსთვის?
თქვენს შესახებ წარმოადგინეთ დამატებითი ინფორმაცია, რამაც შეიძლება დაგვაინტერესოს.

სამოტივაციო წერილი უნდა იყოს ლაკონური და არ აღემატებოდეს 500 სიტყვას.

Copyright © 2013 ProCredit Bank