ProCredit Bank
ENGLISH
German Banking Experience ProCredit Holding
 
ბანკის გაცვლითი კურსები
  ყიდვა გაყიდვა
USD1.62201.6500
EUR2.08602.1470
RUB0.04950.0556
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსები
USD1.6350 
EUR2.1206 
RUR0.0522 
სესხების კალკულატორი
საბავშვო ანაბრის კალკულატორი
ანაბრის 'ჩემი ყულაბა' კალკულატორი
შემნახველი ანაბრის კალკულატორი
ფილიალები
ბანკომატები
იმ შემთხვევაში თუ სარგებლობთ Internet Explorer-ით პრეტენზიის რეგისტრაციისთვის, გთხოვთ, გამოიყენოთ Internet Explorer 8 ან შემდგომი ვერსიის ბრაუზერი.
მთავარი
 რატომ პროკრედიტ ბანკი? plashka

ჩვენ წარმოვადგენთ საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის ნაწილს, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს მსოფლიოს 21 ქვეყანაში პროკრედიტ ჰოლდინგის ხელმძღვანელობით და მის მხარდაჭერას უზრუნველყოფს ახლადშექმნილი პროკრედიტ ბანკი გერმანიაში. ორივე, პროკრედიტ ჰოლდინგი და გერმანიის პროკრედიტ ბანკი რეგულირდება გერმანიის ფინანსური ზედამხედველობის ორგანოს (BaFin) მიერ, რაც მეტყველებს პროკრედიტის ინსტიტუტების საიმედოობასა და სტაბილურობაზე.

პროკრედიტ ჰოლდინგი მიზნად ისახავს სტრატეგიული ხელმძღვანელობა გაუწიოს ჯგუფში შემავალ ბანკებს. Fitch Ratings-მა ჰოლდინგს საინვესტიციო კლასის რეიტინგი (BBB-) მიანიჭა. 2011 წლის ბოლოსთვის, პროკრედიტ ჯგუფის საკუთარი კაპიტალი შეადგენდა 469 მილიონ ევროს, ხოლო საერთო აქტივები 5.5 მილიარდ ევროს.

პროკრედიტ ბანკი არის განვითარებაზე ორიენტირებული სრული სპექტრის მომსახურების ბანკი, რომელიც საუკეთესო მომსახურებას სთავაზობს როგორც კერძო პირებს, ასევე საწარმოებს.

ჩვენი საქმიანობისას ვიცავთ რამდენიმე ძირითად პრინციპს:
  • უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ მომხმარებელთან გამჭვირვალე ურთიერთობას;
  • არ ვართ ორიენტირებული სამომხმარებლო სესხებზე;
  • უზრუნველვყოფთ მომსახურებას, რომელიც ჯანსაღ ფინანსურ ანალიზს ეფუძნება და თითოეული კლიენტის მდგომარეობაზეა მორგებული.
  • საბანკო საქმიანობისადმი ასეთი პასუხისმგებლობით მიდგომა ხელს გვიწყობს ჩვენს კლიენტებთან გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობის დამყარებაში, რაც ორმხრივ ნდობას ეფუძნება.

    ჩვენი საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა ძალიან მცირე, მცირე და საშუალო საწარმოების დაფინანსება, რადგან გვჯერა, სწორედ ეს საწარმოები ქმნიან ყველაზე მეტ სამუშაო ადგილს და შესაბამისად, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში.

    ჩვენ წარმოვადგენთ ერთ-ერთ წამყვან „უნივერსალური ტიპის ბანკს“ საქართველოში, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს მაღალი ხარისხის საბანკო მომსახურების ფართო სპექტრს. ჩვენ უზრუნველვყოფთ უსაფრთimg_579358_400_01ხო, სამართლიან და გამჭვირვალე დანაზოგებს და საბანკო მომსახურებას ჩვეულებრივი ხალხისთვის, ვინც ეძებს სანდო ბანკს.

    პროკრედიტ ბანკი საქართველო 1999 წლიდან ფუნქციონირებს. საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო „Fitch Ratings”-ის მიერ მას მინიჭებული აქვს „BB” რეიტინგი, რაც ყველაზე მაღალი შესაძლო რეიტინგია საქართველოში.

    Copyright © 2013 ProCredit Bank