ProCredit Bank
ENGLISH
German Banking Experience ProCredit Holding
 
 ისტორია
 მენეჯმენტი
 სამეთვალყურეო საბჭო
 აქციონერები
 პროკრედიტ ბანკების ჯგუფი
 საერთაშორისო რეიტინგი
 ქცევის კოდექსი
 ბანკის რეკვიზიტები
 წლიური ანგარიში
 ფინანსური მაჩვენებლები
 იურიდიული დოკუმენტები
ბანკის გაცვლითი კურსები
  ყიდვა გაყიდვა
USD1.62201.6500
EUR2.08602.1470
RUB0.04950.0556
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსები
USD1.6350 
EUR2.1206 
RUR0.0522 
სესხების კალკულატორი
საბავშვო ანაბრის კალკულატორი
ანაბრის 'ჩემი ყულაბა' კალკულატორი
შემნახველი ანაბრის კალკულატორი
ფილიალები
ბანკომატები
იმ შემთხვევაში თუ სარგებლობთ Internet Explorer-ით პრეტენზიის რეგისტრაციისთვის, გთხოვთ, გამოიყენოთ Internet Explorer 8 ან შემდგომი ვერსიის ბრაუზერი.
მთავარი > ჩვენ შესახებ > ისტორია

ისტორია

2011 წელი 

2010 წელი

2009 წელი

2008 წელი

2007 წელი

2006 წელი

2005 წელი

2004 წელი

2003 წელი

2002 წელი

2001 წელი

2000 წელი

1999 წელი 

 

2011

2011 წელს პროკრედიტ ბანკმა ყურადღება გაამახვილა ეფექტურობის გაუმჯობესებასა და თავისი კლიენტებისთვის კიდევ უფრო უკეთესი და სწრაფი საბანკო მომსახურების შეთავაზებაზე.

2011 წელს კადრების აყვანისა და მომზადების კუთხით სრულიად ახალი მიდგომა "ახალგაზრდა ბანკირების პროგრამა" დაინერგა. სტაჟიორებისთვის განკუთვნილი ექვსთვიანი პროგრამა მიზნად ისახავს მომავალი თანამშრომლების გაცნობას მიზნობრივ ჯგუფზე ორიენტირებულ საბანკო კონცეფციასთან, რომელიც ერთდროულად სოციალურ პასუხისმგებლობასა და კომპანიის კომერციულ სტაბილურობას მოიცავს.

პროკრედიტ ბანკი, როგორც სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ინსტიტუტი, მიიჩნევს, რომ მომავალი თაობებისთვის ბუნებრივი გარემოს შენარჩუნებასა და დაცვაში წვლილის შეტანა ყოველი ჩვენგანის მოვალეობაა. მიმდინარე შიდა კამპანიის ფარგლებში, რომელიც თანამშრომელთა შორის ეკოლოგიური საკითხებისა და ბუნებრივი რესურსების რაციონალურად გამოყენების შესახებ ცოდნის გაღრმავებას ისახავს მიზნად, ბანკის ფილიალების აქტიური მონაწილეობით არაერთი საინტერესო აქცია გაიმართა. მათ შორის, ფილიალების მახლობლად მდებარე პარკების დასუფთავება და ფილიალებს შორის შეჯიბრის მოწყობა ელექტროენერგიის დაზოგვაში. ამავე პროექტის ფარგლებში პროკრედიტ ბანკმა ლაგოდეხის ნაკრძალის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის 20 000 აშშ დოლარი გამოყო.

2011 წელს პროკრედიტ ბანკმა დანერგა  "მომსახურება ერთ წერტილში" – სისტემა, რომელიც კლიენტებს ნაღდი და უნაღდო ოპერაციების ერთ მაგიდასთან შესრულების საშუალებას აძლევს. ეს მომსახურება პროკრედიტის ყველა ფილიალსა და სერვის ცენტრშია ხელმისაწვდომი. ახალი მომსახურების მიწოდების გარდა ბანკმა ყურადღება გაამახვილა თავისი ფილიალებისა და სერვის ცენტრების დიზაინის შეცვლაზეც. 2011 წლის ბოლოსთვის სამი ფილიალის (ფოთისა და დიდუბის ფილიალები და დიღმის სერვის ცენტრი) დიზაინი შეიცვალა და ბანკის ახალი დიზაინის კონცეფციის შესაბამისად განახლდა.

მომავალში ბანკი განაგრძობს ფილიალების დიზაინის შეცვლას, რათა შექმნას კლიენტებისთვის უფრო კომფორტული და სასიამოვნო გარემო.


 

2010

2010 წელი პროკრედიტ ბანკისათვის მორიგი წარმატებული წელი აღმოჩნდა: ბანკმა აჩვენა საკრედიტო პორტფელის მაღალი ხარისხი, მომგებიანობის მაღალი დონე და ზრდა საქმიანობის ყველა მიმართულებით. ასეთი დადებითი შედეგები განაპირობა იმან, რომ კრიზისის პერიოდში პროკრედიტ ბანკმა წარმატებით შეინარჩუნა მყარი პოზიცია და, საბანკო სექტორში უარყოფითი ტენდენციების მიუხედავად, შეძლო მნიშვნელოვანი მოგების მიღება.

2010 წელს პროკრედიტ ბანკის ერთ-ერთი უმსხვილესი პროექტი სათავო ოფისის შენობის მიმდინარე მშენებლობა იყო, რომლის დასრულებაც 2012 წლისთვისაა დაგეგმილი. კლიენტებზე უფრო მეტად ორიენტირებულ მიდგომაზე გადასვლის შესაბამისად, შეიცვალა ფილიალების შიდა დიზაინიც. ბანკმა მიზნად დაისახა კლიენტებისთვის კიდევ უფრო უკეთესი მომსახურების შეთავაზება, რისი საუკეთესო მაგალითი 2010 წელს განახლებული ვაკის ფილიალია. იგი უფრო ხილვად და იოლად მისადგომ შენობაში განთავსდა და ოპერაციების შიდა სტრუქტურაც დაიხვეწა. ამას გარდა, დაინერგა ახალი კონცეფცია "მომსახურება ერთ წერტილში", რაც ნაღდი და უნაღდო ტიპის მომსახურებას ერთ მაგიდასთან აერთიანებს.

2010 წელი წარმატებული გამოდგა საბარათე ტრანზაქციების თვალსაზრისით: ბანკის მიერ დამონტაჟებულ იქნა 547 ახალი პოს-ტერმინალი ბიზნესკლიენტებთან, რის შედეგადაც პოს-ტერმინალების რაოდენობა 895-მდე, ხოლო მათზე შესრულებული ტრანზაქციების რაოდენობა 3-ჯერ გაიზარდა.

2010 წელს ბანკმა მნიშვნელოვანი ინვესტიცია ჩადო თანამშრომლების ტრენინგებსა და ცოდნის გაღრმავებაში. ტრენინგების განყოფილებამ უფრო კომპლექსური სატრენინგო პროგრამები შეიმუშავა, რომელთა მიზანიც თანამშრომლებისთვის ბანკის პროდუქტებისა და მომსახურების უკეთ გაცნობა იყო. პროგრამა მოიცავდა ძირითად საბანკო კონცეფციებსა და სავარჯიშოებს ლოგიკურად მსჯელობისა და რიცხვებთან მუშაობის უნარ-ჩვევების გასაღრმავებლად.

 


 

 

 

2009

"პროკრედიტ ბანკი საქართველოს" ახალი სათავო ოფისის მშენებლობა თბილისის ცენტრში მაისში დაიწყო. ფართო ოფისების გარდა ახალ შენობაში განთავსდება სატრენინგო ცენტრი და ფილიალი (პირველ სართულზე). თანამედროვე დიზაინის შვიდსართულიანი შენობის ატრიუმს მინის სახურავი ექნება. ეს შენობა ნათლად ასახავს პროკრედიტ ბანკის კორპორაციულ ღირებულებებს - გამჭვირვალე საბანკო საქმიანობასა და ღია კომუნიკაციას. მშენებლობის დასრულება ნავარაუდებია 2012 წლისთვის.

პროექტ "პროარტის" ფარგლებში "პროკრედიტ ბანკმა საქართველომ" "პროკრედიტ ბანკ უკრაინასთან" თანამშრომლობის შედეგად ორთვიანი გამოფენა მოაწყო, რომელზეც თანამედროვე ქართველი მხატვრების ნამუშევრები იქნა გამოფენილი. პროექტის ფარგლებში ივნისში კიევში გაემგზავრა ოთხი ქართველი მხატვარი საკუთარი ნამუშევრების ბანკის ახალ ფილიალში გამოსაფენად. სტუმართა შორის იყვნენ დიპლომატიური კორპუსის, ხელოვნების, ბიზნესისა და აგრეთვე ქართული დიასპორის წარმომადგენლები. გამოფენამ შემდეგ უკრაინის რამდენიმე დიდი ქალაქი მოიარა.

აგვისტოს ბოლოს სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა გააუმჯობესა "პროკრედიტ ბანკი საქართველოს" გრძელვადიანი უცხოური ვალუტის ემიტენტის დეფოლტის "B+" რეიტინგი და მას "BB-" მიანიჭა. ეს ის რეიტინგია, რომელიც ბანკს 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებულ კონფლიქტამდე ჰქონდა. გარდა ამისა, Fitch-მა "ნეგატიური პერსპექტივა" "სტაბილური პერსპექტივით" შეცვალა. ეს რეიტინგი ხაზს უსვამს ბანკის სტაბილურ განვითარებას - საქართველოში ეს ყველაზე მაღალი შესაძლო რეიტინგია.

პროექტი "Help The Children", რომელიც გასული წლის კონფლიქტის შემდეგ დაიწყო, წარმატებით დასრულდა. ეს პროექტი განხორციელდა ბანკის ინიციატივით საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასთან ერთად, რომლის მიზანი იყო ცხინვალის რეგიონიდან 500 ბავშვისა და მათი ახლობლებისათვის პოსტტრავმული სტრესის დაძლევაში დახმარება. მათთვის მშვიდი გარემოს შესაქმნელად ბანკმა ისინი ათ-ათი დღით მოათავსა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მდებარე სარეაბილიტაციო ცენტრებში. დონორთა შორის იყვნენ პროკრედიტ ბანკის კლიენტები, პარტნიორები, ადგილობრივი მცხოვრებლები, თანამშრომლები და "პროკრედიტ ბანკ ეკვადორის" ათასზე მეტი კოლეგა. ყველა დონორს დაეგზავნა დეტალური ანგარიში გაღებული შემოწირულობისთვის მადლობის გადასახდელად და პროექტის დადებითი შედეგის გასაცნობად.

2009 წლის 25 სექტემბერს "პროკრედიტ ბანკმა საქართველომ" საქართველოში მოღვაწეობის ათი წლის იუბილესადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია მოაწყო, სადაც გამომსვლელებმა შეაჯამეს გასული ათწლეულის განმავლობაში ბანკის მიღწევები და მისი სტრატეგიული განვითარება. მიღება გაიმართა მოწვეული კლიენტებისთვის, თანამშრომლებისა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრებისთვის, აგრეთვე საქართველოს მთავრობის, საერთაშორისო ორგანიზაციების, ადგილობრივი ბანკებისა და ბიზნესის წარმომადგენლებისთვის. სულ ამ ღონისძიებაში მონაწილეობდა 450 ადამიანი.

ნოემბერში "პროკრედიტ ბანკმა საქართველომ" საკუთარი სატრენინგო ცენტრი გახსნა, სადაც ინგლისური ენის კურსები და საშუალო რგოლის ხელმძღვანელებისთვის სხვადასხვა ტიპის ტრენინგები მოეწყობა. სატრენინგო ცენტრი განთავსებულია თბილისის გარეუბანში მდებარე დაქირავებულ შენობაში, სადაც ერთდროულად 75 ადამიანს შეიძლება ჩაუტარდეს მეცადინეობა, ხოლო სასტუმრო ოთახები 25 კაცზეა გათვლილი. სატრენინგო ცენტრი უზრუნველყოფს მონაწილეთა კვებას; თანამშრომლებს შექმნილი აქვთ ყველა საჭირო პირობა, რათა სწავლის პროცესი მათთვის უფრო სასიამოვნო გახდეს.

 


 

 

2008

2008 წლის განმავლობაში პროკრედიტ ბანკმა ქვეყნის მასშტაბით 16 ახალი ფილიალი გახსნა და სამი ახალი რეგიონი აითვისა, რის შედეგადაც ფილიალების რაოდენობამ 58-ს მიაღწია. პროკრედიტ ბანკი დღეისათვის ფილიალების ქსელის სიდიდით საქართველოში მესამე ადგილზეა.

წლის განმავლობაში პროკრედიტ ბანკმა 500-ზე მეტი ახალი თანამშრომელი აიყვანა. ამის შედეგად თანამშრომლების მთლიანმა რაოდენობამ 1815 შეადგინა. ახალი თანამშრომლებისთვის ტარდებოდა გაცნობითი ხასიათის სემინარები და ასევე ტრენინგები მათი საქმიანობის კონკრეტულ სფეროში, არსებული თანამშრომლებისათვის კი გადამზადებისა და პროფესიული განვითარების კურსები.


ბავშვთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად 1 ივნისს პროკრედიტ ბანკმა მთელი ქვეყნის მასშტაბით მოაწყო ღონისძიება ბავშვებისთვის. გასართობი ხასიათის აქციებში 10 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და პროკრედიტ ჯგუფის ქვეყნების
შესახებ უამრავი საინტერსო რამ შეიტყო. მათ შორის იყვნენ ბავშვები და მშობლები, რომლებსაც ჩვენს ბანკში სპეციალური საბავშვო ანაბარი აქვთ გახსნილი.

აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტის დროს ბანკი აგრძელებდა კლიენტებისათვის მომსახურების გაწევას ყოველგვარი საგრძნობი შეზღუდვების გარეშე, რითაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა მისი, როგორც ფინანსური ინსტიტუტის, სანდოობა და სიმტკიცე. გორში არსებული ორი ფილიალის გარდა, რომელთა დახურვაც ბანკს ორი კვირით უსაფრთხოების მიზნით მოუხდა, უკლებლივ ყველა ფილიალი აგრძელებდა კლიენტების მომსახურებას.

პროკრედიტ ბანკის ინიციატივითა და დაფინანსებით და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მხარდაჭერით განხორციელდა პროექტი, რომელიც ემსახურებოდა კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ბავშვების რეაბილიტაციას. ამ პროექტის საშუალებით ბავშვებს პოსტსტრესული მდგომარეობის დასაძლევად მთელი ქვეყნის მასშტაბით შერჩეულ კურორტებზე რეაბილიტაციის კურსის გავლის შესაძლებლობა მიეცათ. ამას გარდა, ბანკის ფილიალები ორგანიზაცია Save The Children-ს
დაეხმარნენ კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ბავშვებისათვის სათამაშოებისა და სკოლის სახელმძღვანელოების შეგროვებაში.

პროექტ “ProArt”-ის ფარგლებში ბანკმა გამოუშვა კატალოგი, რომელშიც შესულია 2007-2008 წლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით პროკრედიტ ბანკის ფილიალებში მოწყობილ გამოფენებში მონაწილე ფერმწერთა ნამუშევრები. კატალოგი დაურიგდათ ჩვენს ფილიალებსა და ბიზნეს-პარტნიორებს საქართველოში და ასევე დაეგზავნა პროკრედიტ ჯგუფის ყველა ბანკს.

2008 წელს პროკრედიტ ჰოლდინგმა 15.2 მლნ ლარით (9.1 მლნ აშშ დოლარით) გაზარდა თავისი აქციების პაკეტი "პროკრედიტ ბანკი საქართველოში". დამატებითმა კაპიტალმა ბანკს ამ წლისათვის ზრდის ამბიციური გეგმების განხორციელების საშუალება მისცა.


 2007

პროკრედიტ ბანკმა რვა წლის იუბილე აღნიშნა, რომელსაც ბანკის კლიენტთა საკმაოდ დიდი ნაწილი დაესწრო. მოღვაწეობის რვა წლის ბოლოსთვის ბანკი საქართველოში დაახლოებით 200,000 კლიენტს ემსახურებოდა და ერთ-ერთ წამყვან ორგანიზაციას წარმოადგენდა ადგილობრივ ბაზარზე.


საქართველოს მთავრობამ ახალი პროგრამა წამოიწყო, რომელიც მიზნად ისახავდა მცირე ბიზნესების განვითარებასა და ტურიზმის სექტორში დასაქმების ხელშეწყობას. პროკრედიტ ბანკმა, რომელიც ამ პროგრამების განსახორციელებლად იქნა არჩეული, მთავრობისგან 5 მილიონი ლარის ოდენობის საკრედიტო ხაზი მიიღო. ბანკი 1,000 ლარიდან 50,000 ლარამდე ოდენობის სესხებს გასცემს ხუთ წლამდე ვადით ტურისტულ სექტორში მოღვაწე ან მოღვაწეობის დაწყების მსურველი მცირე ბიზნესების დასაფინანსებლად. 


სავაჭრო და მომსახურების ობიექტების ვიზა მომსახურების ლიცენზიის მიღების მოსამსაზადებილი სამუშაოები ძირითადად დასრულებულია და ბანკის კორპორატიული კლიენტების საცალო ვაჭრობის წერტილებში რამდენიმე POS ტერმინალი დაიდგა. მომდევნო სამ წელიწადში ბანკი 1,500-მდე POS ტერმინალის დაინსტალირებას გეგმავს ქვეყნის მასშტაბით. 


პროკრედიტ ბანკ საქართველომ ახალი სესხები მიიღო FMO-სგან (5 მილიონი აშშ დოლარი), პროკრედიტ ჰოლდინგისგან (23 მილიონი აშშ დოლარი), Blue Orchard-სგან (10 მილიონი აშშ დოლარი) და გლობალური მიკროსაფინანსო ორგანიზაციისგან (4,5 მილიონი აშშ დოლარი), ასევე მიიღო სინდიცირებული სესხი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან EBRD (15 მილიონი აშშ დოლარი).


მაისში პროკრედიტ ბანკმა პროექტის “ProArt” განხორციელება დაიწყო, რომელიც ქართველი მხატვრების მხარდაჭერას ისახავდა მიზნად. პროექტი წლის ბოლომდე გაგრძელდა. ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ფილიალში 40-მდე ქართველი მხატვრის ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. 


ივნისში პროკრედიტ ბანკმა ახალი პროექტი წამოიწყო, რომლის მიზანია სათამაშო მოედნების შეკეთება და განახლება იმ უბნებში, სადაც ბანკის ფილიალები ფუნქციონირებენ. ბანკმა ქალაქს საჩუქრად გადასცა დიღმის რაიონში მდებარე განახლებული სათამაშო მოედანი. პროექტი გაიზრდება და მთელ ქვეყანას მოიცავს.


პროკრედიტ ბანკი უკვე მეორედ მოაწყო ბავშვებისთვის ბათუმში (აჭარის რეგიონში) საზაფხულო სპორტულ და გასართობ ღონისძიებები. ღონისძიებებში 200-ზე მეტმა ბავშვმა მიიღო მონაწილეობა.


19 სექტემბერს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fიტცჰ ღატინგს-მა კიდევ ერთხელ დაადასტურა პროკრედიტ ბანკისთვის ივლისში მინიჭებული “BB-“ (ორი ბი  მინუსი) რეიტინგი. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღვოდა  Fitch –ის მიერ საქართველოსთვის “BB-“ (ორი ბი  მინუსი/სტაბილური/პერსპექტივა) რეიტინგის მინიჭება. ამავე დროს Fitch Ratings-მა პროკრედიტ ბანკის ინდივიდუალური რეიტინგი “D/E”-დან “D”-მდე განაახლა. ინდივიდუალური რეიტინგი აფასებს ბანკების მდგომარეობას იმ შემთხვევაში, თუ მათ არ ექნებათ არანაირი მხარდაჭერა აქციონერებისგან, ან სახელმწიფოსგან, ანუ როგორი იქნებოდა ბანკი დამოუკიდებლად არსებობის შემთხვევაში.

 


 2006

პროკრედიტ ბანკი Deutche Bank-სგან იღებს ჯილდოს ავტომატური გადარიცხვებისთვის. 

 
ბანკი KfW –სა და BSTDB-სგან 11 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის საკრედიტო ხაზსს იღებს მცირე და ძალიან მცირე საწარმოების დასაფინანსებლად.

კვლევის შედეგად შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (SIDA)  პროკრედიტ ბანკს მენეჯერულ პოზიციებზე გენდერული ბალანის მქონე ორგანიზაციად ასახელებს.
ბანკი “Georgian Times”-ის, მედია ჰოლდინგ კომპანიისა და საბაზრო კვლევის ორგანიზაცია “გორბი”-სგან იღებს ჯილდოს “საქართველოს საბანკო სისტემაში საუკეთესო უცხოური ინვესტიციისთვის.”
სადახლოში ახალი ფილიალი იხსნება.
პროკრედიტ ბანკი KfW -სგან 5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის საკრედიტო ხაზს იღებს.  

      
ბანკი BLue Orchard–სგან 10 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის საკრედიტო ხაზსს იღებს.
გაიხსნა სამი ახალი ფილიალი თელავში, ქუთაისსა და რუსთავში, ასევე თბილისში რუსთაველის გამზირზე #16.
გაიხსნა სამი ახალი ფილიალი “BP”-სა და მისი პარტნიორი ნავთობისა და გაზის კომპანიების ფინანსური ხელშეწყობით. პროკრედიტ ბანკმა “BP”-სა და მისი პარტნიორი ნავთობისა და გაზის კომპანიებისგან სულ 750.000 აშშ დოლარი მიიღო ხაშურის, რუსთავისა და თელავის ფილიალების გახნის დასაჩქარებლად. 

         
თბილისის ცენტრში რუთაველის გამზირზე ახალი ფილიალი გაიხსნა.
არაუზრუნველყოფილი ექსპრეს მიკრო სესხების გაცემის პროცედურები გამარტივდა და მაქსიმალური თანხის ოდებობა 10.000 ლარამდე გაიზარდა (6.000 აშშ დოლარი).   

     
თბილისში დამატებით ორი ფილიალი იხსნება.
კიდევ ერთი ფილიალი იხსნება ბათუმში.
პროკრედიტ ჰოლდინგი ბანკის სააქციო კაპიტალს 9 მილიონი ლარით ზრდის. 

        
“პროკრედიტ ბანკ, საქართველო”-ს ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს, ბ-ნი ფილიპ პოტი. მისი წინამორბედი, ფილიპ ზიგვარტი, ბანკის წარმატებული ოთხწლიანი მართვის შემდეგ კარიერას “პროკრედიტ ბანკ, კოსოვო”-ს გენერალურ დირექტორად განაგრძობს. ბანკის ახალი გენერალური დირექტორი ბ-ნი ფილიპ პოტი დაიბადა 1973 წელს გერმანიაში. 2001 წლიდან ბ-ნი პოტი პროკრედიტ ჯგუფის მენეჯმენტის ჯგუფის წევრია. ბ-ნი პოტი წელიწად-ნახევრის განმავლობაში “პროკრედიტ ბანკ, უკრაინა”-ს გენერალურ დირექტორად მუშაობდა, მანამდე კი “პროკრედიტ ბანკ, მოლდოვა”-ს გენერალური დირექტორი გახლდათ ორი წლის განმავლობაში.
ბანკი Global Microfinance Facility-სგან 3 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის საკრედიტო ხაზს იღებს. 

       
ქობულეთის ფილიალი ახალ, თანამედროვე შენობაში გადადის.


2006 წლის 8 სექტემბერს ბათუმსა და ქობულეთში პროკრედიტ ბანკის ორი ფილიალი გაიხსნა ოფიციალურად. ბათუმისა და ქობულეთის ახლად გახსნილი ფილიალები ადგილობრივ ფიზიკურ პირებსა და მეწარმეებს ხარისხიან მომსახურებას შესთავაზებენ და პროკრედიტ ბანკის სხვა ფილიალების მსგავსად კლიენტების მომსახურება იწარმოებს კვირაში 6 დღე, საღამოს 7:30 საათამდე.
“პროკრედიტ ბანკ, საქართველო” პირველად აღნიშნავს ფულის დაგროვების საერთაშორისო დღეს.
კომპანიის სააქციო კაპიტალი 74 მილიონი ევროთი გაიზარდა და 216 მილიონი ევრო შეადგინა. დამატებითი კაპიტალი ფრანკფურტში მდებარე ჰოლდინგ კომპანიას მიკროდაფინანსების სფეროში საკუთარი საქმიანობის მნიშვნელოვნად გაფართოების საშუალებას მისცემს. აქციონერთა ჯგუფს ორი ახალი ამერიკელი ინვესტორი შეუერთდა, რომელთაც 40.5 მილიონი ევროს საერთო ღირებულების ხმის უფლების არმქონე პრივილეგირებული აქციები შეიძინეს. TIAA-CREF, აშშ-ს ფინანსური მომსახურების ორგანიზაცია და Omidyar-Tufts Microfinance Fund დაარსდა 2005 წელს, როგორც საჩუქარი Pierre and Pam Omidyar-სგან ტაფტსის უნივერსიტეტისადმი. “TIAA-CREF და Omidyar-Tufts Microfinance Fund ანგრიშგასაწევ პარტნიორებს წარმოადგენენ კერძო სექტორიდან, რომლებიც ჩვენს მიზნებს იზიარებენ, კერძოდ, ეკონომიკის განვითარებას მცირე საწარმოების მხარდაჭერის გზით და ამავე დროს ინვესტიციებიდან ადეკვატური მოგების მიღებას” – აცხადებს პროკრედიტ ჰოლდინგის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კლაუს-პიტერ ცაიტინგერი.  

     
სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-სმა პროკრედიტ ბანკის საერთაშორისო რეიტინგი დაადასტურა. გასულ წელს ბანკმა უცხოური ვალუტის გრძელვადიანი “B” რეიტინგი მიიღო, რაც სერიოზულ მიღწევას წარმოადგენს არა მარტო ბანკისთვის, არამედ მთლიანად ქვეყნისთვის. Fitch Ratings წამყვანი საერთაშორისო სააგენტოა, რომელიც წამყვან ფინანსურ ორგანიზაციებსა და კომპანიებს რეიტინგებს ანიჭებს. ამ კომპანიის მიერ წარმოდგენილი რეიტინგი მართვის დონეების, განვითარების პერსპექტივებისა და ინვესტიციების შეფასების ერთ-ერთ ყველაზე ავროტიტეტულ რეიტინგად არის მიჩნეული. პრეს რელიზში Fitch Ratings -მა განაცხადა, რომ მისი გადაწყვეტილება ეფუძნება “ბანკის ფრანჩიზის გაფართოებასა და ბანკის მიერ რეგიონების ათვისების გაზრდას, ჯანსაღი კაპიტალიზაციისა და რისკების მართვის ეფექტურ საშუალებების გაძლიერებას, რაც პროკრედიტ ჰოლდინგის მუდმივი მხარდაჭერითა და მეთვალყურეობით ხორციელდება.”
პროკრედიტ ბანკი Visa International-სგან სავაჭრო და მომსახურების ობიექტების ვიზა მომსახურების ლიცენზიას იღებს, რაც ბანკს კლიენტებისთვის POS ტერმინალების დადგმის საშუალებას აძლევს. მომსახურება 2007 წელს დაინერგება.  

      
ქუთაისის ფილიალი ახალ შეობაში გადავიდა. ქუთაისში საკუთარი წარმომადგენლობის გაზრდის მიზნით ბანკმა გასული წლიდან 1.5 მილიონი ლარი გამოყო ახალი ცენტრალური ფილიალის მშენებლობისთვის, რომელიც დღემდე ყველაზე მსხვილი ინვესტიციაა რეგიონებში. ახალი ფილიალი ქუთაისში ახალ საბანკო სტანდარტებს დაამკვიდრებს და ბანკს უფრო დაახლოვებს თავის კლიენტებთან, რაც ხელს შეუწყობს მისი უმაღლესი ხარისხის საბანკო მომსახურების შეთავაზებას მცირე საწარმოებისათვის და რეგიონის მცხოვრებთათვის. ფილიალი აღჭურვილი იქნება უმაღლესი ევროპული სტანდარტების მიხედვით და ქალაქში მოქმედი სხვა განყოფილებების მსგავსად კლიენტების მომსახურება იწარმოებს კვირაში 6 დღე, საღამოს 7:30 საათამდე.
პროკრედიტ ჰოლდინგი ბანკის სააქციო კაპიტალს 9 მილიონი ლარით ზრდის.
ბანკი FMO-სგან 5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის საკრედიტო ხაზს იღებს.
ბანკი საქართველოს ბანკის მიერ შესყიდული 5 მილიონი ლარის ღირებულების კერძო ობლიგაციების გამოშვებას ასრულებს.


2005

2005 წლის 9 დეკემბერს პროკრედიტ ბანკის ფილიალების ქსელს დაემატა კიდევ ერთი ახალი ფილიალი, რომელიც კიდევ უფრო დაახლოვებს ბანკს თავის კლიენტებთან და შესათვაზებს მათ უმაღლესი ხარისხის საბანკო მომსახურება. ფილიალების ქსელი ამჟამად ითვლის 24 ფილიალს და განყოფილებას ქვეყნის მასშტაბით. 

2005 წლის 7 ნოემბერს პროკრედიტ ბანკს სააგენტო “Fitch”–ის მიერ მიენიჭა ახალი “B” საერთაშორისო რეიტინგი, რომელიც ორი პუნქტით აღემატება გასული წლის CCC+ რეიტინგს. ეს გახლავთ საქართველოში შესაძლო ყველაზე მაღალი საერთაშორისო რეიტინგი, რომელიც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ბანკისთვის არამედ მთლიანად ქვეყნისთვის, რადგანაც ასახავს სააგენტო Fitch–ის შეფასებით საქართველოში ეკონომიკური კლიმატის გაუმჯობესების ტენდენციას. 


2005 წლის სექტემბრიდან, პროკრედიტ ბანკი გთავზაბოთ კომუნალური გადასახადების თელასის, თბილგაზისა და წყალკანალის დავალიანებების დაფარვას თბილისის ნებისმიერ ფილიალსა და განყოფილებაში.
 
2005 წლის სექტემბრიდან, პირველად საქართველოს საბანკო სივრცეში პროკრედიტ ბანკი თავის მომხმარებელს სთავაზობს ახალ, თანამედროვე და უსაფრთხო ვიზა ელექტრონისა და კლასიკის ჩიპ ბარათებს.
მაისში, როგორც ყოველ წელს პროკრედიტ ბანკი აღნიშნავს დაბადების დღეს და ხსნის განახლებულ ცენტრალურ ფილიალს და ახალ განყოფილებას ბაზრის ტერიტორიაზე.
აპრილში პროკრედიტ ბანკი თბილისის ცენტრალურ ქუჩებზე დამატებით ორ ფილიალს ხსნის მელიქიშვილის და გამსახურდიას გამზირზე. 

პროკრედიტ ბანკის კვლავ აგრძელებს ფილიალების ქსელის გაფართოებას და 14 თებერვალს ხსნის თავის მეოცე ფილიალს ელიავას ბაზრობასთან.

2005 წლის იანვრის ბოლოს პროკრედიტ ბანკმა გამოაცხადა მისი აქტივების შესახებ რომელმაც 2004 წლის ბოლოს 100 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა, ანუ გაიზარდა 65%-ით.

წლის დასაწყისში პროკრედიტ ბანკის ძირითადმა სტრატეგიულმა აქციონიერმა, IMI, რომელიც ფლობს აქციათა 39% შეიცვალა სახელწოდება და გახდა “პროკრედიტ ბანკ ჰოლდინგი”. სახელწოდების ცვლილება ძირითადად ერთ მიზანს ემსახურებოდა, გამოიკვეთოს  კომპანიის როგორც პროკრედიტ ბანკების ჰოლდინგის როლი მთლიანად პროკრედიტ ბანკთა ჯგუფში.

წლის დასაწყისში შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკმა (BSTDB) პროკრედიტ ბანკს გამოუყო 5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის საკრედიტო ხაზი, რათა ბანკმა განახორციელოს მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების დაფინანსება საქართველოში.

საკრედიტო ხაზი გაიხსნა ორი წლის ვადით და გამიზნულია პროკრედიტ ბანკის მიერ მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების დასაფინანსებლად. აღნიშნული ხაზი მრავალ მცირე და საშუალო ზომის საწარმოს დაეხმარება განავითაროს საქმიანობა  და ასევე უზრუნველყოფს საქართველოში მოქმედ საწარმოებს საშუალო ვადიანი დაფინანსების წყაროებით, რომელიც ასე საჭიროა.

 


 2004

დეკემბერში პროკრედიტ ბანკი საქართველოს ბანკების ასოციაციის მხარდაჭერით აწყობს პრეზენტაციას  საქართველოში კაპიტალის ბაზრების განვითარებისათვის ბაზელი II-ის სახელწოდებით ცნობილი დოკუმენტის დადებითი ფაქტორების შესახებ, რაც ხელსაყრელია, როგორც ბანკების, ასევე კლიენტებისათვის.  შეხვედრის მიზანია განვიხილოთ დოკუმენეტში მოცემული ის ძირითადი რეკომენდაციები, რომელიც გულისხმობს სავალდებულო კაპატალის მოთხოვნების შემცირებას ფიზიკურ პირებზე გაცემული სასესხო პორტფელის მიხედვით, სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვების შემცირებას უზრუნველყოფილ ვადაგადაცილებულ სესხებზე და ასევე კაპიტალის მოთხოვნების შემცირებას გარე საბალანსო ტრანზაქციებისათვის, რომელთაც ბანკები  მიმართავენ საკრედიტო რისკის შესამცირებლად.

დეკემბრიდან პროკრედიტ ბანკი გთავაზობთ MasterCard საგადამხდელო სისტემის ორ ბარათს Maestro და MasterCard Standard. პროკრედიტ ბანკის Maestro ბარათი არის უფასო და ჩვენ ბანკომატების საშუალებით ლარის განაღდება ასევე უფასოა.

დეკემბერში პროკრედიტ ბანკმა წარმოადგინა ახალი გადარიცხვების სისტემა Travelex-ი, რომელიც საშუალებას გაძლევთ 10-15 წუთში განახორციელოდ გადარიცხვა მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში დაბალი ტარიფით, ყოველ 100 აშშ დოლარზე მხოლოს 4 აშშ დოლარი.

მაისში ბანკს შეუსრულდა 5 წელი. მოღვაწეობის 5 წლის განმავლობაში “პროკრედიტ ბანკმა” 185 მილიონი დოლარის ჯამური ოდენობის 38 455 სესხი გასცა. ამჟამად მისი მეშვეობით 10 000 ათასამდე ქართული საწარმო ფუნქციონირებს, რომელთაგან უმეტესი საშუალო და მცირე ბიზნესს ანუ იმ სექტორს წარმოადგენს, რომელიც საქართველოს ეკონომიკის ხერხემალია.

აქციონერების გადაწყვეტილებით, ივნისის ბოლოსათვის ბანკის კაპიტალი კვლავ გაიზარდა და 28 მილიონ ლარს შეადგენს.

ივნისის თვეში პროკრედიტ ბანკმა მონაწილეობა მიიღო საქართველოში პირველად გამართული ფინანსური ინსტიტუტების გამოფენაში - Fin Expo.

29 სექტემბერს სს “პროკრედიტ ბანკს” სააგენტო “Fitch” –ის მიერ მიენიჭა CCC+ საერთაშორისო რეიტინგი. შეფასებისას სააგენტომ გაითვალისწინა აქციონერების ძლიერი მხარდაჭერა, ბანკის კაპიტალიზაციის და მართვის მაღალი დონე, სესხების ფართო დიაპაზონი და სასესხო პორტფელის მაღალი დივერსიფიკაცია. ასევე დადებითად შეფასდა შემცირებული დამოკიდებულება IFI მიერ გამოყოფილ დაფინანსებაზე, რაც განპირობებული იყო ბანკში კლიენტთა სახსრების ზრდით.

 


 2003

აქციონერების გადაწყვეტილებით ერთ საბანკო ჯგუფში გაერთიანდა აღმოსავლეთ ევროპის 10 სხვადასხვა ქვეყანაში მდებარე ბანკები. სტრატეგიის ცვლილების შედეგად, აგვისტოში ბანკის იცვლის სახელსა და ლოგოს და იწყებს იმიჯის ფორმირებას ახალი სახელის პროკრედიტ ბანკის საშუალებით.

მეწარმეების მხარდასაჭერად, საგრძნობლად შემცირდა  მიკრო და მცირე სესხებზე საპროცენტო სარგებელი და გამარტივდა სესხის გაცემის პროცედურა.

ზაფხულში დაინერგა ახალი პროდუქტი, “ექსპრეს-მიკრო სესხი”. პროდუქტმა დაიმკვიდრა პოპულარობა მცირე ბიზნესის წარმომადგენლებში, რადგანაც ის აკმაყოფილებდა მომხმარებელთა ძირითად მოთხოვნებს: სიჩქარე და სიმარტივე.

ფილიალთა ქსელი გაფართო<

Copyright © 2013 ProCredit Bank