თქვენი ბიზნესისთვის
პროკრედიტ ბანკის საკრედიტო პოლიტიკა პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრინციპებს ეფუძნება. ბანკის საკრედიტო საქმიანობა მცირე და საშუალო საწარმოებზეა ორიენტირებული, რადგან ეს საწარმოები ეკონომიკურ ზრდასა და ქვეყნის განვითარებას ყველაზე მეტად უწყობენ ხელს.
პროკრედიტ ბანკის პროდუქტები და მომსახურება სანდო და თქვენთვის ადვილად გასაგებია, რადგან ისინი გამჭვირვალეა და მათთან დაკავშირებულ ნებისმიერ კითხვაზე თქვენ ამომწურავ პასუხს გაგცემენ. ბანკი არ არის დაინტერესებული მოკლევადიანი ფინანსური მოგებით. იგი მიზნად ისახავს თქვენთან გრძელვადიანი ურთიერთობის დამყარებას, რომელიც ორმხრივ ნდობასა და ნამდვილ პარტნიორობას ეფუძნება.
ჩვენი გამოცდილი და პროფესიონალი თანამშრომლები ყოველთვის მზად არიან დაგეხმარონ და ღირსეული პარტნიორობა გაგიწიონ ბიზნესში.
საქართველოში უკვე 60,000-ზე მეტ ბიზნესს ვემსახურებით და მოხარული ვიქნებით თქვენც გიხილოთ ჩვენს ბანკში. |