ანაბრები
თავისუფალი ფულადი სახსრების განკარგვა
თუ თქვენს კომპანიას აქვს თავისუფალი ფულადი სახსრები, განათავსეთ თანხა საბანკო ანაბარზე, შეინახეთ გარკვეული ვადით და მიიღეთ მაღალი საპროცენტო შემოსავალი.
შეარჩიეთ ბანკი, რომელსაც ენდობით:
- გაითვალისწინეთ ბანკის აქციონერები, მისი საერთაშორისო რეიტინგი და გამოცდილება;
- მნიშვნელოვანია არა მარტო საპროცენტო განაკვეთი, არამედ პროცენტის დარიცხვის მეთოდიც. გაითვალისწინეთ, თითოეული ბანკი საპროცენტო განაკვეთს სხვადასხვა მეთოდით არიცხავს, ეს კი თქვენს საბოლოო თანხაზე აისახება. აუცილებლად მიმართეთ კონსულტაციისათვის კლიენტთა მრჩეველს, მასთან ერთად შეადარეთ შემოთავაზებული საპროცენტო განაკვეთები და მათი დარიცხვის მეთოდები;
- სწორად შერჩეული ბანკი ეს ნიშნავს თქვენი თანხის უსაფრთხოებას ყოველთვის, ნებისმიერ სიტუაციაში
ანაბრის გასახსნელად მობრძანდით ნებისმიერ ფილიალში და შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი ანაბარი. ასევე საჭიროა თქვენს კომპანიას ჰქონდეს მიმდინარე ანგარიში პროკრედიტ ბანკში*
ჩვენ გთავაზობთ შემდეგი სახის ანაბრებს: ვადიანი, მოქნილი, ზრდადი, შემნახველი.
პროკრედიტ ბანკში ნებისმიერი სახის დეპოზიტის გახსნა და მომსახურება უფასოა.
2009 წლის 1 იანვრიდან ანაბარზე დარიცხული პროცენტი არ იბეგრება გადასახადით, გარდა ლიცენზირებული ფინანსური ინსტიტუტებისა, რომლებიც დაიბეგრებიან 7.5 %-ით.
* მიმდინარე ანგარიშის გახსნა – 10 ლარი; მომსახურება – უფასო. |