სავალუტო რისკების მართვა
პროკრედიტ ბანკის ხაზინის დეპარტამენტი გთავაზობთ ფინანსურ ინსტრუმენტებს, რომელთა გამოყენებით, თქვენ გეძლევათ საშუალება შეიძინოთ ან გაყიდოთ ნებისმიერი ვალუტა თქვენთვის ხელსაყრელ პირობებში და დააზღვიოთ სავალუტო რისკი
სავალუტო სვოპი (FX Swap) ამ ფინანსური ინსტრუმენტის საშუალებით თქვენ განახორციელებთ სასურველ საკონვერსიო ოპერაციას გარიგების დადების დროს მიმდინარე საბაზრო კურსით, ხოლო მომავალში – შეასრულებთ უკუკონვერტაციას წინასწარ დაფიქსირებული კურსით და თარიღით.
- კონვერტაცია შესაძლებელია ყველა ძირითად ვალუტაში;
- სავალუტო სვოპის მინიმალური თანხაა 50 000 აშშ დოლარი ან მისი ექვივალენტი ნებისმიერ ვალუტაში;
- სვოპ გარიგების პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს.
სავალუტო ფორვარდი (FX Forward) ამ ფინანსური ინსტრუმენტის საშუალებით თქვენ, განახორციელებთ სასურველ საკონვერსიო ოპერაციას წინასწარ დაფიქსირებული კურსით და მოცულობით, მომავალი თარიღისთვის.
- ფორვარდის გაფორმება შესაძლებელია ყველა ძირითად ვალუტაში;
- მინიმალური გარიგების თანხა განისაზღვრება 50 000 აშშ დოლარით ან მის ექვივალენტით ნებისმიერ ვალუტაში;
- ფორვარდის პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს;
- ფორვარდ გარიგებები შეიძლება განხორციელდეს ერთ ფორვარდ დღეზე ან დაიყოს რამდენიმე ფორვარდ დღეზე კლიენტის გადაწყვეტილებით;
|