geo    eng
  ძიება:
ბანკის შესახებ კერძო პირები მცირე ბიზნესი ინსტიტუციონალური კლიენტები ფილიალები და ბანკომატები ფინანსური მაჩვენებლები

   ეროვნული ბანკის კურსი
    USD   1.8433  
    EUR   2.3642  
    RUB   0.0605  
        კურსის ისტორია
 






  არქივი » 2009 »
 
 

პროკრედიტ ბანკი საქართველოში რიგით 59-ე ფილიალს ხსნის  

Print Version    

პროკრედიტ ბანკი განაგრძობს ფილიალების ქსელის როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში გაფართოებას. აგვისტოს თვეში ახალი ფილიალი თბილისში, ეკონომიკურად აქტიურ რაიონში - ვაგზლის მოედნის ტერიტორიაზე გაიხსნა.  

პროკრედიტ ბანკის მომსახურების სრული სპექტრით სარგებლობის საშუალება უკვე ვაგზლის მოედნის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას და დასაქმებულ იურიდულ პირებსაც ექნებათ. ახალი ფილიალი აღჭურვილია უმაღლესი ევროპული სტანდარტების მიხედვით, კლიენტების მომსახურება კი ხორციელდება კვირაში 6 დღის განმავლობაში. ფილიალში შექმნილი სასიამოვნო გარემო და მაღალი დონის მომსახურება პროკრედიტ ბანკს კიდევ უფრო დააახლოებს თავის კლიენტებთან. 

პროკრედიტ ბანკის ფილიალების ქსელი ამჟამად ქვეყნის მასშტაბით 59 ფილიალს ითვლის. ეს რიცხვი 2009 წელს კიდევ გაიზრდება. ბანკი ყურადღებას ამახვილებს არა მარტო იმ ქალაქებზე, რომელშიც უკვე გახსნილი აქვს ფილიალები, არამედ ახალი რეგიონების ათვისებასაც გეგმავს.

ბანკს ასევე დაგეგმილი აქვს ბანკომატების ქსელის მთელი ქვეყნის მასშტაბით კიდევ უფრო გაფართოება. პროკრედიტ ბანკის ყველა ფილიალი აღჭურვილია ბანკომატით. გარდა ამისა, არის ცალკე მდგომი ბანკომატებიც, რომელთა საერთო რაოდენობა 45-ია. დღეისათვის მთელი ყვეყნის მასშტაბით პროკრედიტ ბანკის 101 ბანკომატი ფუნქციონირებს.