geo    eng
  ძიება:
ბანკის შესახებ კერძო პირები მცირე ბიზნესი ინსტიტუციონალური კლიენტები ფილიალები და ბანკომატები ფინანსური მაჩვენებლები

   ეროვნული ბანკის კურსი
    USD   1.8433  
    EUR   2.3642  
    RUB   0.0605  
        კურსის ისტორია
 






  არქივი » 2009 »
 
 

პროკრედიტ ბანკმა უკრაინელი მხატვრების ნამუშევართა გამოფენას უმასპინძლა   

Print Version    

“პროკრედიტ ბანკი საქართველომ” თავის კლიენტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით სადღესასწაულო სეზონისათვის სასიამოვნო სიურპრიზი მოუმზადა. პროექტის “ProArt” ფარგლებში, პროკრედიტ ბანკმა თანამედროვე უკრაინული ფერწერის წარმომადგენლები ქართული საზოგადოებისათვის საკუთარი ნამუშევრების წარსადგენად მოიწვია.

9 დეკემბერს ოთხი უკრაინელი მხატვრის: კატერინა დუდნიკის, ოქსანა სტრატიიჩუკის, გალინა ბოდიაკოვასა და ანდრეი კუცაჩენკოს ნამუშევრების გამოფენა თამარ მეფის 18-ში, პროკრედიტ ბანკის განახლებული სადგურის ფილიალის ხელახლა გახსნას მიეძღვნა. ეს ვიზიტი ანალოგიური ღონისძიების გამოძახილი იყო, როცა ივნისის თვეში, ხუთმა ქართველმა მხატვარმა უკრაინელ საზოგადოებას საკუთარი ნამუშევრები პირადად წარუდგინა. 

გახსნის ცერემონიალს “პროკრედიტ ბანკი უკრაინას” გენერალური მენეჯერი ზუზანნე დეკერი და “პროკრედიტ ბანკი საქართველოს” მენეჯმენტი ესწრებოდნენ. პროკრედიტ ბანკის კლიენტები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და უკრაინული დიასპორა სადგურის ფილიალში გამოფენილ მხატვრობის ნიმუშებს და მათ ავტორებს გაეცნო.

გამოფენა საქართველოს სხვა ქალაქებსაც მოივლის, ხელოვნების შემდგომი პოპულარიზაციისა და თანამედროვე ხელოვნების ქართველ და უკრაინელ წარმომადგენლებს შორის დიალოგის ხელშეწყობის მიზნით. მომავალი ორი თვის განმავლობაში გამოფენები პროკრედიტ ბანკის ბორჯომის, ქუთაისის, ბათუმისა და ფოთის ფილიალებში ერთმანეთის მიყოლებით გაიმართება. ქვემოთ მოცემულია ინფორმაცია გამოფენების გრაფიკისა და ადგილმდებარეობის შესახებ

პროკრედიტ ბანკის მიერ 2007 წელს განხორციელებულმა პროექტმა “ProArt”, რომელიც თანამედროვე ქართული ფერწერის განვითარებას ისახავდა მიზნად,  40 ქართველი მხატვარი გააერთიანა და თითქმის 2 წელიწადს გრძელდებოდა. პროექტი წარმატებით განხორციელდა; მან არა მხოლოდ ქართული ფერწერის საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ პოპულარიზაციას შეუწყო ხელი, არამედ იმ ქვეყნების საზოგადოება და კულტურაც დააახლოვა, სადაც პროკრედიტ ბანკი მოქმედებს.

ფილიპ პოტი, "პროკრედიტ ბანკი საქართველოს” გენერალური დირექტორი: “ძალიან მოხარული ვართ თბილისში თანამედროვე უკრაინელი მხატვრების სტუმრობით. ეს ცნობილი მხატვრები პროექტ “პროკრედიტ არტის” მონაწილეები არიან, რომელიც “პროკრედიტ ბანკი უკრაინამ” წარმატებით განახორციელა. პროექტი ჩვენი “ProArt”-ის მსგავსი იყო და იმავე მიზანს ემსახურებოდა. საქართველოს მოსახლეობას შეუძლია ოთხი თანამედროვე უკრაინელი მხატვრის ნამუშევრები იხილოს, რომლებიც საქართველოს ხუთ ქალაქში, პროკრედიტ ბანკის ფილიალებში გამოიფინება. ამ პროექტის საშუალებით პროკრედიტ ბანკები საქართველოსა და უკრაინაში კვლავაც განაგრძობენ ამ ორ ქვეყანას შორის კულტურული ურთიერთობების გაღრმავებას.”  

 

 

 

 

 

 

 

უკრაინელი მხატვრების გამოფენა პროკრედიტ ბანკის ფილიალებში

9-18 დეკემბერი: თბილისის ვაგზლის ფილიალი; თამარ მეფის გამზ. 18 

21-31 დეკემბერი: ბორჯომის ფილიალი; რუსთაველის ქ. 129

4-15 იანვარი: ქუთაისის ფილიალი; წერეთლის ქ. 3ბ

18-29 იანვარი: ბათუმის ფილიალი; ლუკა ასათიანის ქ. 18

1-12 თებერვალი: ფოთის ფილიალი; აღმაშენებლის ქ. 52