geo    eng
  ძიება:
ბანკის შესახებ კერძო პირები მცირე ბიზნესი ინსტიტუციონალური კლიენტები ფილიალები და ბანკომატები ფინანსური მაჩვენებლები

   ეროვნული ბანკის კურსი
    USD   1.8433  
    EUR   2.3642  
    RUB   0.0605  
        კურსის ისტორია
 






  არქივი » 2009 »
 
 

პროკრედიტ ბანკმა კრედიტებსა და ანაბრებზე საპროცენტო განაკვეთები შეამცირა   

Print Version    

საქართველოში ეკონომიკური გარემოს გაუმჯობესების კვალდაკვალ, პროკრედიტ ბანკმა, ბიზნესებისთვის დაფინანსებაზე წვდომის გაზრდისა და მათი განვითარების შემდგომი ხელშეწყობის მიზნით, კრედიტებზე არსებული საპროცენტო განაკვეთები შეამცირა. შესაბამისად, ბანკმა საპროცენტო სარგებელი დეპოზიტებზეც შეამცირა.

შემცირდა საპროცენტო განაკვეთები ყველა სახის კრედიტზე; შეიცვალა დაკრედიტების ზოგადი პირობებიც, რითაც ბანკს კლიენტებისთვის უფრო მოქნილი მომსახურების შეთავაზების საშუალება მიეცა. პროკრედიტ ბანკმა ბიზნეს კრედიტზე საპროცენტო განაკვეთები ერთ-ერთმა პირველმა ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბერში შეამცირა, ახლა კი საწარმოთა საერთო მდგომარეობის შემდგომი გაუმჯობესებისაკენ დამატებითი ნაბიჯები გადაიდგა. განახლებული პირობები მეწარმეებს საჭირო ფინანსური რესურსის მიღებასა და მათი საქმიანობის მდგრად განვითარებაში შეუწყობს ხელს.

მაია მერედოვა, “პროკრედიტ ბანკი საქართველოს” დირექტორი: “მცირე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა და მისაღები პირობებით მათთვის პასუხისმგებლიანი საბანკო მომსახურების გაწევა პროკრედიტ ბანკის ბიზნეს ფილოსოფიის ძირითადი ამოსავალი პრინციპია, რასაც იგი საქართველოში მოღვაწეობის მანძილზე ერთგულად ახორციელებს. ბიზნეს კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთების ცვლილებით, რასაც  თან ახლავს ანაბრებზე სარგებელის შესაბამისი ცვლილება, ქვეყნის ეკონომიკური გარემოსადმი ნდობას გამოვხატავთ და გვინდა ეს კრედიტები მეწარმეთათვის უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ. პროკრედიტ ბანკი,  როგორც მცირე და საშუალო ბიზნესის პარტნიორი და ზოგადად, განვითარებაზე ორიენტირებული ბანკი, გააგრძელებს ქართული საწარმოების დაფინანსებას, რითაც მათ თავიანთ ბიზნესში შემდგომი ინვესტირებისაკენ წაახალისებს და ამასთანავე ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკის განვითარებას.”