geo    eng
  ძიება:
ბანკის შესახებ კერძო პირები მცირე ბიზნესი ინსტიტუციონალური კლიენტები ფილიალები და ბანკომატები ფინანსური მაჩვენებლები

   ეროვნული ბანკის კურსი
    USD   1.8433  
    EUR   2.3642  
    RUB   0.0605  
        კურსის ისტორია
 






  არქივი » 2009 »
 
 

პროკრედიტ ბანკი IBAN ანგარიშთა საერთაშორისო სისტემაზე გადადის და კლიენტებს დამატებით მულტისავალუტო ანგარიშებს სთავაზობს  

Print Version    

პროკრედიტ ბანკი ეროვნული ბანკის მიერ 2010 წლის 17 მარტის ბრძანების 44/01 საფუძველზე ახორციელებს IBAN საერთაშორისო საბანკო ანგარიშების ნომრების სისტემაზე გადასვლას.

კლიენტებს, როგორც ფიზიკურ ასევე იურიდიულ პირებს, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ 2010 წლის 3 მაისიდან კლიენტებისთვის ახალი ანგარიშები გაიხსნება IBAN ფორმატით. ხოლო ძველი ანგარიშებისათვის IBAN-ის მისაღებად გთხოვთ მიმართოთ კლიენტთა მრჩეველებს პროკრედიტ ბანკის ნებისმიერ ფილიალში.

2013 წლის 1 იანვრიდან აგარიშების მომსახურება იწარმოებს მხოლოდ IBAN ფორმატით.

რა არის IBAN ?
IBAN (International Bank Account Number) არის საბანკო ანგარიშის ნომერი, რომელიც წარმოდგენილია საერთაშორისო საბანკო ანგარიშების (IBAN) ფორმატში.

IBAN ანგარიშის ნომერი გამოიყენება, როგორც ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ გადარიცხვებისას, ასევე ნებისმიერი საბანკო ოპერაციისთვის.

IBAN -ის უპირატესობები:

  • დაჩქარებული გადარიცხვები - IBAN ანგარიშთა საერთაშორისო სისტემა უზრუნველყოფს გადარიცხვების სისწრაფეს;
  • მოხერხებულობა - IBAN ანგარიშის ნომერი შეიცავს ყველა სახის ინფორმაციას: ბანკის დასახელებას, ბანკის კოდს, ქვეყნის დასახელებას, ანგარიშის ნომერს. 
  • უსაფრთხოება -  IBAN  ანგარიშის ნომრის სისწორეს უზრუნველყოფს მასში გამოყენებული საკონტროლო გასაღები;

IBAN ანგარიშის სტრუქტურა:

საქართველოში ბანკის მიერ გენერირებული IBAN შედგება 22 (ოცდაორი) სიმბოლოსგან და მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:

  • ქვეყნის კოდი
  • საკონტროლო გასაღები
  • ბანკის კოდი
  • ბანკის მიერ ანგარიშისათვის მინიჭებული არაბული ციფრების კომბინაცია


 

 

 

დამატებით, პროკრედიტ ბანკი გაძლევთ შესაძლებლობას 2010 წლის 03 მაისიდან ისარგებლოთ მულტისავალუტო ანგარიშებით

მულტისავალუტო ანგარიშის უპირატესობები:

  • მოხერხებულობა - სხვადასხვა ვალუტაში გახსნილ ანგარიშებისათვის თქვენ ფლობთ მხოლოდ ერთ რეკვიზიტს.
  • დროის დაზოგვა და მარტივი პროცედურები – თანხის იმ ვალუტაში ჩარიცხვის შემთხვევაში, რომელშიც ანგარიში არ გაგაჩნიათ, ფორმალობის გარეშე ანგარიში ავტომატურად გაგეხსნებათ შესაბამის ვალუტაში.

ნებისმიერი დამატებითი შეკითხვის შემთხვევაში, გთხოვთ მიმართოთ პროკრედიტ ბანკის ფილიალებს ან/და სატელეფონო მომსახურების ცენტრს (+99532 20 22 22).