Geo

Tender

ტენდერი ბანკის ავტომობილების დაზღვევაზე

Published : 2019-09-05 20:15:00 Deadline: 2019-09-20 16:00:00

სს “პროკრედიტ ბანკი” მცირე და საშუალო ზომის საწარმოების კომპლექსურ მომსახურებაზე ორიენტირებული ერთ-ერთი წამყვანი ბანკია საქართველოში, რომელიც იურიდიულ და ფიზიკურ პირებს საბანკო მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს. „პროკრედიტ ბანკი“ საქართველოში 1999 წლიდან ფუნქციონირებს. ბანკს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-ის მიერ მინიჭებული აქვს BB რეიტინგი, რომელიც საქართველოში ყველაზე მაღალი შესაძლო რეიტინგია. „პროკრედიტ ბანკი“ საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის ნაწილია, რომელიც მსოფლიოს 3 კონტინენტზე მდებარე ბანკებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს აერთიანებს. პროკრედიტ ჯგუფს სათავეში უდგას პროკრედიტ ჰოლდინგი (მაინის ფრანქფურტი, გერმანია). პროკრედიტ ჰოლდინგსა და პროკრედიტ ჯგუფს ზედამხედველობას უწევს ფინანსური საზედამხედველო ორგანო (BaFin), რომელიც პროკრედიტ ბანკების სანდოობისა და სტაბილურობის გარანტია.

სს “პროკრედიტ ბანკი” - აცხადებს ტენდერს ავტომანქანების დაზღვევაზე

თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:

**მანქანების სია საბაზრო ღირებულების და დაფარვის არეალის მითითებით

** სააპლიკაციო ფორმა;

** ფასების ცხრილი (ტენდერში მონაწილე კომპანიამ უნდა შემოგვთავაზოს ტარიფი ცხრილში მითითებული პირობების გათვალისწინებით)

დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:

** ფასები თანდართული ცხრილის მიხედვით.***

** ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;

** შევსებული და ხელმოწერილი სააპლიკაციო ფორმა (იხ.თანდართულ ფაილში);

** CD დისკზე ჩაწერილი „ვორდინგის“ და ხელშეკრულების დრაფტი (ვორდის ფორმატში, გთხოვთ მოგვაწოდოთ მხოლოდ ელექტრონული ვორდინგი და ხელშეკრულება)

ტენდერის მოთხოვნები:

** პოლისით უნდა იფარებოდეს დაზღვევა ყველა ძირითადი რისკებისგან (მათ შორის სტიქიური უბედურება და ცალკეული აქსესუარების დაფარვა)

** უფლებამოსილ მძღოლად უნდა ჩაითვალოს პროკრედიტ ბანკის ყველა სრულწლოვანი თანამშრომელი, რომელსაც გააჩნია მოქმედი მართვის მოწმობა

** დაზღვევის არეალი საქართველო, ხოლო სიაში მითითებული რვა მანქანისთვის საქართველო, თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი.

გთხოვთ, დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:

** თქვენი კომპანიის დასახელება;

** საკონტაქტო ინფორმაცია (პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი და ელ.ფოსტა);
** ტენდერის დასახელება;
** მიმღები განყოფილების დასახელება: შესყიდვების ქვეგანყოფილება
** წარწერა: ”კონფიდენციალურია”;

**გთხოვთ მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.

სატენდერო წინადადება მოგვაწოდეთ შემდეგ მისამართზე: ალ. ყაზგების გამზ. 21 და განათავსეთ ბანკის პირველ სართულზე არსებულ ტენდერების ყუთში

ტენდერში მონაწილე კომპანია ვალდებულია, პროკრედიტ ბანკის საიტზე (www.procreditbank.ge) გაიაროს რეგისტრაცია (დაადასტუროს ტენდერში მონაწილეობის მიღება)

*** ფასები უნდა შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ა.შ.);

შემოთავაზების შემოტანის ბოლო ვადაა: 20 სექტემბერი 2019 წ. (16:00 საათამდე)

აღნიშნული მომსახურების კონტრაქტისთვის გამარჯვებული კომპანია ვალდებულია გახსნას ანგარიში პროკრედიტ ბანკში

ტექნიკურ/ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ, მიმართოთ:

დავით ტაბიძე

ადმინისტრაციის ქვეგანყოფილება

ს.ს. ”პროკრედიტ ბანკი”,
სათაო ოფისი, ალ.ყაზბეგის 21

ტელ.: (+995 32) 2202222 (1585)

E-mail: d.tabidze@procreditbank.ge


რუბენ კაზაროვი

შესყიდვების ქვეგანყოფილება

ს.ს. ”პროკრედიტ ბანკი”,
სათაო ოფისი, ალ.ყაზბეგის 21

ტელ.: (+995 32) 2202222 (1571)

E-mail: tenders@procreditbank.ge