Eng

აქციონერები

100 % - “პროკრედიტ ჰოლდინგი”

პროკრედიტ ჰოლდინგი მსოფლიოს მასშტაბით მოქმედი პროკრედიტ ბანკების ჯგუფის დამაარსებელი კომპანიაა. პროკრედიტ ჰოლდინგი 1998 წელს განვითარების დაფინანსების საკონსულტაციო სფეროში წამყვანმა კომპანიამ - Zeitinger Invest GmbH დააარსა, სახელწოდებით Internationale Micro Investitionen AG (IMI).

პროკრედიტ ჰოლდინგის ამოცანაა განვითარებად და გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში ფინანსურ მომსახურებაზე წვდომის გაზრდა. ამ მიზნით მან შექმნა საბანკო ჯგუფი, რომელიც აღნიშნულ ქვეყნებში მცირე და საშუალო ბიზნესისა და მოსახლეობის ფართო ფენებისათვის სამართლიანი, გამჭვირვალე ფინანსური მომსახურების წამყვანი მიმწოდებელია. თავისი შვილობილი ბანკების სააქციო საჭიროებების დაკმაყოფილების გარდა, პროკრედიტ ჰოლდინგი ხელმძღვანელობს პროკრედიტ ბანკების განვითარებას, უზრუნველყოფს მათ უფროსი მენეჯმენტით და მხარს უჭერს საქმიანობის ყველა სფეროში, საბანკო ოპერაციების, ადამიანური რესურსისა და რისკების მართვის ჩათვლით. პროკრედიტ ჰოლდინგი პროკრედიტის კორპორაციული ღირებულებების, საუკეთესო აპრობირებული საბანკო ოპერაციებისა და Basel II (ბაზელის მეორე შეთანხმების) რისკის მართვის პრინციპების მთელი ჯგუფის მასშტაბით პრაქტიკაში დანერგვას უზრუნველყოფს.

Zeitinger Invest GmbH პროკრედიტ ჰოლდინგის მთავარი აქციონერი და სტრატეგიული ინვესტორია. Zeitinger Invest GmbH ბანკების დაარსების დღიდან პროკრედიტ ჯგუფის მამოძრავებელი ძალა იყო.

პროკრედიტ ჰოლდინგი სახელმწიფო და კერძო სექტორების თანამშრომლობის პროექტია.Zeitinger Invest GmbH-სა და ProCredit Staff Invest Gmbh & Co KG-ის გარდა (Zeitinger Invest GmbH-სა და პროკრედიტის თანამშრომლების საინვესტიციო შუამავალი), პროკრედიტ ჰოლდინგის სხვა კერძო აქციონერთა რიცხვში შედიან ჰოლანდიის DOEN Participaties ფონდი, აშშ-ს საპენსიო ფონდი TIAA-CREFF, აშშ-ს Omidyar-Tufts მიკროსაფინანსო ფონდი, შვეიცარიის საინვესტიციო ფონდი responsAbility. პროკრედიტ ჰოლდინგის სახელმწიფო აქციონერები არიან KfW (გერმანიის აღმშენებლობის ბანკი), EBRD (ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი), FMO (ჰოლანდიის განვითარების ბანკი), BIO (ბელგიის საინვესტიციო კომპანია განვითარებადი ქვეყნებისთვის) და Proparco (ფრანგული საინვესტიციო და აღმშენებლობის კომპანია ეკონომიკური თანამშრომლობისათვის).

პროკრედიტ ჰოლდინგის იურიდიული დასახელებაა - KGaA (Kommanditgesellschaft auf Aktien, რაც ითარგმნება, როგორც „შეზღუდული ტიპის ამხანაგობა წილების მიხედვით“). ეს არის იურიდიული ფორმა, რომელიც გამოიყენება გერმანიაში და რეალურად იგივეა რაც „სააქციო საზოგადოება“, სადაც დირექტორთა საბჭოს როლს ასრულებს „გენერალური პარტნიორი“ და სადაც „გენერალურ პარტნიორს“ აქვს თანხმობის მიცემის უფლება გარკვეულ ძირითად აქციონერთა გადაწყვეტილებებზე. პროკრედიტ ჰოლდინგის შემთხვევაში, „გენერალური პარტნიორი არის პატარა დამოუკიდებელი კომპანია, რომელიც პროკრედიტ ჰოლდინგ AG & o. KGaA: DOEN Participaties, ProCredit Staff Invest Gmbh & Co KG, DOEN Participaties, KfW და IFC-ის ძირითადი აქციონერების მფლობელობაშია. KGaA -ს სტრუქტურა საშუალებას აძლევს პროკრედიტ ჰოლდინგს, გაზარდოს კაპიტალი მომავალში ძირითად აქციონერთა ზეგავლენის შემცირების გარეშე ჯგუფის გაორმაგებული მიზნების შენარჩუნების უზრუნველსაყოფად: გავლენა განვითარების და კომერციული წარმატების მხრივ.

პროკრედიტ ჰოლდინგს სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-ისგან მინიჭებული აქვს საინვესტიციო დონის რეიტინგი (BBB).