ეკო სესხი
ეკო სესხი ბიზნესებისთვის საშუალებას გაძლევთ ენერგოეფექტურობის საშუალებით გაზარდოთ კონკურენტუნარიანობა და შეამციროთ გარემოზე უარყოფითი ზეგავლენა.
ეკო სესხის უპირატესობები ბიზნესებისთვის:
- ამცირებს საოპერაციო ხარჯებს - ნაკლები ენერგო დანახარჯები ბიზნესის მეტ შემოსავალს ნიშნავს
- აუმჯობესებს წარმოების ეფექტურობას და ზრდის წარმოებული პროდუქციის ხარისხს
- ამცირებს გარემოზე უარყოფით ზეგავლენას
რისთვის შეიძლება გამოიყენოთ ბიზნეს ეკო სესხი?
წარმოების პროცესის გაუმჯობესება – ძველი ტექნიკის ჩანაცვლება ან დამატებით ახალი ტექნიკის ყიდვა
სამშენებლო პროცესები – შენობის გარე კედლების, ჭერის, იატაკის თბოიზოლაცია, ორმაგი/სამმაგი მინა პაკეტის მქონე კარ-ფანჯრების მონტაჟი
ელექტრო მოწყობილობები – მაღალი ეფექტურობის ელექტრო ძრავები, ტუმბოები, საწარმოო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
გათბობა/გაგრილება - ცენტრალური გათბობა/გაგრილების სისტემები, ახალი გათბობის ქვაბები, კონდიციონერები და ა.შ
ნარჩენების გადამუშავება - ნარჩენების განცალკევება, (ფურცლის, პლასტმასის, მინის) გადამუშავება და ა.შ
ინვესტიციები განახლებად ენერგო რესურსებში: მზის,წყლის, ქარის, ბიომასის და გეოთერმული ენერგო ტექნოლოგიები.