Eng

CEB დაფინანსების პროგრამა


ევროპის საბჭოს განვითარების ბანკისა (CEB) და პროკრედიტ ბანკის თანადაფინანსების პროგრამა მიმართულია იმ მცირე და საშუალო საწარმოებისთვის საკრედიტო რესურსის გამოყოფაზე, რომლებსაც ქვეყანაში სამუშაო ადგილების შექმნის პოტენციალი აქვთ და მნიშვნელოვანი გავლენას შეუძლიათ მოახდინონ ქვეყნის მდგრადი განვითარებისა და წარმოების სექტორის მოდერნიცაზიის მიმართულებით.

პროგრამის ფარგლებში ფინანსდება შემდეგი ინიციატივები:

  • კვლევები და სწავლებები (ტექნიკური, ეკონომიკური ან კომერციური, საინჟინრო), რაც ითვალისწინებს პროექტის ტექნიკურ ზედამხედველობასა და სხვა პროფესიონალურ მომსახურებებს, აღნიშნული ხარჯები არ უნდა აღემატებოდეს პროექტის მთლიანი ღირებულების 5%-ს
  • მიწის ნაკვეთის შეძენა, თუ ის არ არის დონაციით ან გრანტით მიღებული
  • მიწის მომზადება/დამუშავება
  • შენობა/ნაგებობის აშენება/განახლება/მოდერნიზაცია ან შეძენა
  • ძირითადი ინფრასტრუქტურის მოწყობა, როგორიც არის კანალიზაცია, წყალმომარაგება, გაზმომარაგება, ელექტროენერგია და სატელეკომუნიკაციო ქსელები, ნარჩენების გატანა, ჩამდინარე წყლის დამუშავება, გზების მოწყობა და სხვა
  • სახელმწიფო სერვისების მდგრადობისა და სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნება
  • მანქანა-დანადგარების შეძენა, მათ შორის აპარატურა და პროგრამული უზრუნველყოფა, ასევე თანამშრომლების ტრენინგების ხარჯები.
სესხები სტანდარტული დაფარვის გრაფიკითლარი დოლარიევრო
კრედიტის საპროცენტო განაკვეთის ტიპიფიქსირებული, ინდექსირებული (რეფინანსირების განაკვეთი, 6 Month TERM SOFR, ევრიბორი)
ნომინალური საპროცენტო განაკვეთი13.5%-დან7.70%-დან7.00%-დან
ეფექტური საპროცენტო განაკვეთი15.29%-დან9.03%-დან8.30%-დან
ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ინდექსის 3%-ით გაზრდის შემთხვევაში, დოლარსა და ევროში / 5%-ით გაზრდის შემთხვევაში ლარში21.24%-დან12.94%-დან13.07%-დან
ეფექტური საპროცენტო განაკვეთი უცხოური ვალუტის 15%-იანი გაუფასურების შემთხვევაშიN/A28.04%-დან28.45 %-დან
სესხის გაცემის საკომისიო 0.20%-დან
თანხის განაღდების საკომისიო 0.20%0.30%0.30%
უძრავი ქონების იპოთეკით რეგისტრაციის ხარჯი 158 ლარი ერთ ქონებაზე
უძრავი ქონების იპოთეკით რეგისტრაციის გაუქმების ხარჯი158 ლარი ერთ ქონებაზე
წინსწრებით დაფარვის/ სხვა ბანკიდან რეფინანსირების საკომისიოფიქსირებული განაკვეთისთვის :
თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 0-დან 6 თვემდე, გადახდის მომენტში კრედიტის ნარჩენ ძირითად თანხაზე მიმართული თანხის არაუმეტეს 0%-ისა;
თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 6-დან 12 თვემდე, გადახდის მომენტში კრედიტის ნარჩენ ძირითად თანხაზე მიმართული თანხის არაუმეტეს 0.5%-ისა;
თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 12-დან 24 თვემდე, გადახდის მომენტში კრედიტის ნარჩენ ძირითად თანხაზე მიმართული თანხის არაუმეტეს 1%-ისა;
თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 24 თვეზე მეტი, გადახდის მომენტში კრედიტის ნარჩენ ძირითად თანხაზე მიმართული თანხის არაუმეტეს 2%-ისა.
ინდექსირებული განაკვეთისთვის:
თუ კრედიტის დასრულებამდე დარჩენილია 6 თვეზე ნაკლები 0%;
თუ კრედიტის დასრულებამდე დარჩენილია 6 თვეზე მეტი 0.5 %