Eng

InnovFin საგარანტიო პროგრამა

პროკრედიტ ბანკი, InnovFin პროგრამის ფარგლებში, კომპანიებს სთავაზობს საინვესტიციო და საბრუნავი კაპიტალის დასაფინანსებელ სესხებს. გარანტიების გათვალისწინებით, პროგრამის მიზანია მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ინოვაციების დაფინანსების მხარდაჭერა.

თანხა

25 000 ევროდან - 7.5 მილიონი ევროს ჩათვლით

ვალუტა

ლარი / ევრო / აშშ დოლარი

საპროცენტო განაკვეთი

შეღავათიანი საპროცენტო განაკვეთი

საკომისიოები

იურიდიული პირებისთვის გათვალისწინებული ბანკის პრეისკურანტის მიხედვით

უზრუნველყოფა

საჭიროა 50%-ით ნაკლები უზრუნველყოფა

InnovFin პროგრამის ფარგლებში, პროკრედიტ ბანკი სესხებს სთავაზობს:

  • საწარმოებს, რომლებიც კვლევით და განვითარებით საქმიანობაზეა ორიენტირებული;
  • საწარმოებს, რომლებიც ბაზარზე 12 წელზე ნაკლებია საქმიანობენ და რომელთა შრომითი რესურსები ან ბრუნვა წლიურად მინიმუმ 20%-ით გაიზარდა სამწლიან პერიოდში;
  • საწარმოებს, რომლებიც ბაზარზე 7 წელზე ნაკლებია საქმიანობენ და რომელთა კვლევისა და ინოვაციების (R&I) ხარჯები მთლიანი საოპერაციო ხარჯების მინიმუმ 5%-ს შეადგენს;
  • მცირე და საშუალო საწარმოებს, რომლებმაც ინოვაციური ინვესტიციების განხორციელება წამოიწყეს (მაგ.: ახალი ან მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული პროდუქციის, საქონლის და მომსახურების დანერგვა; წარმოების პროცესში მნიშვნელოვანი ცვლილებები; წარმოების ორგანიზების ფორმაში ინოვაციები; ასევე, ახალი მარკეტინგული მეთოდები და კონცეფციები)

InnovFin პროგრამა უზრუნველყოფს დაფინანსებას, რომლის შედეგადაც კონკურენტული უპირატესობა და ეფექტურობა იზრდება, ხარჯები მცირდება და თანამშრომელთა კმაყოფილება უმჯობესდება.

„საბოლოო მიმღების ტრანზაქციას“ მხარს უჭერს InnovFin-ის მცირე და საშუალო საწარმოების საგარანტიო პროგრამა, „ჰორიზონტი 2020 ფინანსური ინსტრუმენტების“ ფარგლებში ევროკავშირისა და სტრატეგიული ინვესტიციების ევროპული ფონდის (EFSI) ფინანსური მხარდაჭერით, რომელიც ევროპის საინვესტიციო გეგმის ფარგლებში შეიქმნა. სტრატეგიული ინვესტიციების ევროპული ფონდის (EFSI) მიზანია ევროკავშირში პროდუქტიული ინვესტიციების დაფინანსებისა და განხორციელების ხელშეწყობა და დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.

მოგვმართეთ ახლავე! შეავსეთ განაცხადი

შეკითხვები გაქვთ?

დაგვიკავშირდით ნომერზე 220 22 22