Eng

პროკრედიტ ჯგუფი წლის მესამე კვარტალში მნიშვნელოვან შედეგებს აღწევს

გამოქვეყნდა: 27.11.2019

  • წლის დასაწყისიდან კონსოლიდირებულმა შედეგმა 44.0 მილიონ ევროს მიაღწია (2018 წლის 9 თვე: 40.9 მილიონი ევრო), რაც ჯგუფის მოლოდინებთან შესაბამისობაშია;
  • მესამე კვარტალში შედეგი მნიშვნელოვნად გაიზარდა და 21.1 მილიონი ლარი შეადგინა (2019 წლის მე-2 კვარტალი: 12.2 მილიონი ევრო; 1-ლი კვარტალი: 10.7 მილიონი ევრო), რაც სხვა ფაქტორებთან ერთად, წმინდა საპროცენტო შემოსავლების მნიშვნელოვანი ზრდით არის განპირობებული;
  • წლის დასაწყისიდან, მომხმარებელთა ანაბრებში მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა და ანაბრების მოცულობამ 348 მილიონი შეადგინა, რაც 9.1% ზრდას ნიშნავს (2018 წლის 9 თვე: 2.8% );
  • წლის დასაწყისიდან, მთლიანი სასესხო პორტფელის ზრდა სტაბილურად გაგრძელდა და 360 მილიონი ევრო შეადგინა, რაც 8.3% ზრდას ნიშნავს;
  • მთელი წლის პროგნოზი დასტურდება.

მაინის ფრანკფურტი, 2019 წლის 13 ნოემბერი - პროკრედიტ ჯგუფმა და ჯგუფში შემავალმა ბანკებმა, რომლებიც ძირითადად სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპაში საქმიანობენ, 2019 წლის მესამე კვარტალში ბიზნეს განვითარების პოზიტიური შედეგები აჩვენეს. გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, ჯგუფის კონსოლიდირებული შედეგი 44.0 მილიონ ევრომდე გაიზარდა (2018 წლის 9 თვის მაჩვენებელი: 40.9 მილიონი ევრო). მომხმარებელთა ანაბრებში მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა, მაჩვენებელი 348 მილიონი ევროთი, ანუ 9.1%-ით, გაიზარდა და 4.1 მილიარდ ევროს გაუთანაბრდა. წლის დასაწყისიდან, მთლიანმა სასესხო პორტფელმა 360 მილიონი ევროთი, ანუ 8.3%-ით, მოიმატა და 4.7 მილიარდი შეადგინა.

პროკრედიტ ჯგუფი განაგრძობს მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის (SMEs) Housebank-ის პრინციპით საქმიანობას და ციფრულ ProCredit DIRECT სტრატეგიის განხორციელებას. მოგების მაჩვენებლის გაუმჯობესება უმთავრესად აიხსნება მესამე კვარტალში წმინდა საპროცენტო შემოსავლების 7.8%-იანი ზრდით, რაც შედეგად 50,9 მილიონ ევროს გაუტოლდა (2019 წლის მე-2 კვარტალი: 47.3 მილიონ ევრო). აღნიშნული განპირობებულია პორტფელის ზრდით და წინა კვარტლებთან შედარებით წმინდა საპორცენტო მარჟის მცირე მატებით.

გასული ცხრა თვის განმავლობაში, მომხმარებელთა ანაბრები 348 მილიონი ევროთი გაიზარდა, რაც წინა წლის იმავე პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებელს მკვეთრად აღემატება (2018 წლის 9 თვის მონაცემებით: 99 მილიონი ევრო). მესამე კვარტალში გაიზარდა დეპოზიტები როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირების ანგარიშებზე. ეს პოზიტიური ტენდენცია Housebank კონცეფციისა და პროკრედიტ „დაირექთის” სტრატეგიის წარმატებით განხორციელების შედეგია.

კერძოდ, მიმდინარე წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში, საკომისიო შემოსავლები 1.6 მილიონი ევროთი გაიზარდა და ჯამში 38,9 მილიონი ევრო შეადგინა (2018 წლის 9 თვის მონაცემები: 37.3 მილიონი ევრო), რაც Direct Banking-ის დანერგვამ განაპირობა.

მიმდინარე წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში, საოპერაციო ხარჯები 3,1 მილიონით გაიზარდა და 126.1 მილიონი ევრო შეადგინა, რაც ძირითადად პროკრედიტ „დაირექთის“ კუთხით მარკეტინგული ღონისძიებების გააქტიურებას უკავშირდება. მიმდინარე კვარტალურმა საოპერაციო ხარჯებმა 42.7 მილიონი ევრო შეადგინა, რაც წინა საანგარიშო პერიოდის მსგავსად თითქმის უცვლელი დარჩა (2018 წლის მე-2 კვარტლის მონაცემებით: 42.3 მილიონი ევრო). პერსონალის ხარჯებში მცირე ზრდა კი ძირითადად ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებით ბალანსდება.

2019 წლის პირველი ცხრა თვის მონაცემები - 1.9 მილიონი ევროს ოდენობით შეწყვეტილი ოპერაციები - ძირითადად, „პროკრედიტ ბანკი კოლუმბიის“ გაყიდვის მოსალოდნელ ზარალს უკავშირდება. როგორც ცნობილია, მისი რეალიზაცია პროკრედიტ ჰოლდინგმა 2019 წლის ოქტომბერში წარმატებით განახორციელა. დამატებით მოსალოდნელია, რომ აღნიშნული ტრანზაქცია 2019 წლის მე-4 კვარტალში ნეგატიურ გავლენას იქონიებს დაახლოებით 5 მილიონი ევროს ოდენობით, რაც ძირითადად დეკონსოლიდაციით და მასთან დაკავშირებული სავალუტო ზემოქმედებით იქნება განპირობებული.

პროკრედიტ ჯგუფის ხარჯების ეფექტურობის კოეფიციენტი (ხარჯების თანაფარდობა შემოსავალთან), 2019 წლის პირველი ცხრა თვის მონაცემებით, 68.4% იყო და გასული წლის მაჩვენებელზე დაბალია (2018 წლის 9 თვის მონაცემებით: 69.2%), რაც მოგების მაჩვენებლის გაუმჯობესებითაა განპირობებული. სრულად დატვირთული ძირითადი კაპიტალის საკმარისობის კოეფიციენტი, 2019 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, 2018 წლის ბოლოს დაფიქსირებულ დონეზე შენარჩუნდა 14.3%-ზე.

„მწვანე“ საკრედიტო პორტფელის გაფართოება პროკრედიტ ჯგუფისთვის კვლავ პრიორიტეტად რჩება. მიმდინარე წლის პირველი 9 თვის განმავლობაში, მწვანე სესხების ოდენობა 10.2%-ით 746.6 მილიონ ევრომდე გაიზარდა. ამჟამად, 2019 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, მასზე მთლიანი საკრედიტო პორტფელის 15.9% მოდის. ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს, თუ რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჯგუფი მცირე და საშუალო ბიზნესების სექტორში „მწვანე“ და მდგრადი ინვესტიციების დაფინანსებას.

პროკრედიტ ჯგუფის პორტფელის ხარისხი, მიმდინარე წლის პირველი 9 თვის მონაცემებით, გასული წლის ბოლო მონაცემთან შედარებით გაუმჯობესებულია. მთლიან საკრედიტო პორტფელში პრობლემური სესხების 2.7%-იანი წილი 2018 წლის ბოლოს მიღწეულ კარგ მაჩვენებელზე დაბალია (2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით: 3.1%). რისკის დაფარვის კოეფიციენტი გაუმჯობესდა და 90. 8%-დან 93.1%-მდე გაიზარდა 2019 წლის 30 სექტემბრის მონაცემებით.

ჯგუფი ადასტურებს წლის განმავლობაში მთლიანი საკრედიტო პორტფელის 10-13%-იანი ზრდის პროგნოზს, თუ სავალუტო კურსებში მნიშვნელოვანი რყევები არ იქნება. ჯგუფი ასევე ადასტურებს ეფექტურობის 70%-ზე დაბალი კოეფიციენტის და 48 მილიონი ევროდან 55 მილიონ ევრომდე კონსოლიდირებული შედეგის პროგნოზს. ჯგუფის მოლოდინით, ძირითადი პირველადი კაპიტალის კოეფიციენტი 13%-ზე მაღლა გაიზრდება.

პროკრედიტ ჯგუფის 2019 წლის 30 სექტემბრის კვარტალური ანგარიში ხელმისაწვდომია გერმანულ და ინგლისურ ენებზე პროკრედიტ ჰოლდინგის ვეგბვერდზე „ინვესტორებთან ურთერთობის“ სვეტში- იხილეთ ბმული: https://www.procredit-holding.com/investor-relations/reports-and-publications/financial-reports/.

საკონტაქტო პირი:

ანდრეა კაუფმანი, ჯგუფის კომუნიკაციების დეპარტამენტი, პროკრედიტ ჰოლდინგი,

ტელ.: +49 69 951 437 138, ელფოსტა: Andrea.Kaufmann@procredit-group.comProCredit Holding AG & Co. KGaA-ის შესახებ

პროკრედიტ ჰოლდინგი AG & Co. KgaA შესახებ

პროკრედიტ ჰოლდინგი AG & Co. KgaA, რომლის სათავო ოფისი მდებარეობს გერმანიაში, მაინის ფრანკფურტში, განვითარებაზე ორიენტირებული პროკრედიტ ჯგუფის მშობელი კომპანიაა. ჯგუფი შედგება სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპაში მოქმედი, მცირე და საშუალო საწარმოების მომსახურებაზე ორიენტირებული ბანკებისგან. ჯგუფი ასევე წარმოდგენილია სამხრეთ ამერიკასა და გერმანიაში. კომპანიის აქციებით ვაჭრობა ხდება ფრანკფურტის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტინგში. პროკრედიტ ჰოლდინგი AG & Co. KgaA-ის მთავარი აქციონერები არიან სტრატეგიული ინვესტორები Zeitinger Invest და ProCredit Staff Invest (რომელიც მოიცავს საინვესტიციო მექანიზმებს პროკრედიტის თანამშრომლებისთვის), ჰოლანდიური DOEN Participaties BV, KfW განვითარების ბანკი და საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (მსოფლიო ბანკის ჯგუფის ნაწილი). საბანკო საქმიანობის შესახებ გერმანიის კანონის თანახმად, პროკრედიტ ჰოლდინგი AG & Co. KgaA-ს კონსოლიდირებულ დონეზე ზედამხედველობას უწევს გერმანიის ფინანსური ზედამხედველობის ფედერალური სამმართველო (Bundesanstalt für Finanzdienstleistungsaufsicht, BaFin) და გერმანიის ბუნდესბანკი. დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ვებგვერდს: www.procredit-holding.com.

საპროგნოზო განცხადებები

წინამდებარე პრესრელიზი შეიცავს ჩვენი სამომავლო ბიზნეს ოპერაციების და მომავალი ფინანსური შედეგების პარამეტრების, ასევე პროკრედიტ ჰოლდინგთან დაკავშირებული სამომავლო მოვლენების ან გარემოებების შესახებ განცხადებებს, რომლებიც შეიძლება საპროგნოზო განცხადებებად ჩაითვალოს. ეს განცხადებები პროკრედიტ ჰოლდინგის ხელმძღვანელობის დღევანდელ მოლოდინებს და გარკვეულ დაშვებებს ეყრდნობა. შესაბამისად, მათზე მოქმედებს სხვადასხვა რისკი, გაურკვევლობის ფაქტორი და გაუთვალისწინებელი გარემოება, რომელთა უმრავლესობა არ ექვემდებარება პროკრედიტ ჰოლდინგის მხრიდან კონტროლს. რომელიმე რისკის ან გაურკვევლობის დადგომის შემთხვევაში, ან თუ აღმოჩნდება, რომ მოლოდინები არ სრულდება ან დაშვებები არაზუსტია, პროკრედიტ ბანკის რეალური შედეგები, საქმიანობა და წარმატება შეიძლება განსხვავდებოდეს საპროგნოზო განცხადებებში პირდაპირ ნახსენები ან ნაგულისხმევი შედეგებისგან და არსებითად უკეთესი ან უარესი იყოს. პროკრედიტ ჰოლდინგი არ იღებს ვალდებულებას, განაახლოს საპროგნოზო განცხადებები ან მათში ცვლილებები შეიტანოს მოსალოდნელისგან განსხვავებული შედეგების დადგომის შემთხვევაში.