Eng

პროკრედიტ ჯგუფი PCAF-ის მონაწილე ხდება

გამოქვეყნდა: 10.09.2021

პროკრედიტ ჯგუფი Partnership for Carbon Accounting Financials-ის (PCAF - პარტნიორობა ნახშირბადის ემისიების აღრიცხვის ფინანსური ანგარიშგებისთვის) მონაწილე ხდება

  • სტანდარტიზირებული მიდგომის დანერგვა ჯგუფის მასშტაბით, რომელიც გულისხმობს საკუთარ საკრედიტო და საინვესტიციო პორტფელთან დაკავშირებული სათბურის აირების ემისიების გაზომვისა და გამოვლენის შესაძლებლობას.
  • Partnership for Carbon Accounting Financials (PCAF) არის გლობალური ინდუსტრიის ინიციატივა ფინანსური სექტორისათვის სათბურის აირების ემისიების გაზომვისა და გამოვლენის სტანდარტიზაციის უზრუნველსაყოფად. ამ ინიციატივას მხარს უჭერს 140-ზე მეტი ბანკი და ინვესტორი, ხუთი კონტინენტიდან. ინიციატივა თანდათან აქტუალური ხდება ჩრდილოეთ ამერიკაში, ლათინურ ამერიკაში, ევროპაში, აფრიკასა და აზია და წყნარი ოკეანის რეგიონში.

მაინის ფრანკფურტი, 2021 წლის 8 სექტემბერი - დაარსების დღიდან, პროკრედიტ ჯგუფი ცდილობს თავის სამოქმედო ქვეყნებში, განვითარებად ბაზრებზე ხელი შეუწყოს მდგრად ეკონომიკურ განვითარებას ეკოლოგიური საკითხების გათვალისწინებით. პროკრედიტ ჯგუფში შემავალი ბანკები პიონერები არიან მცირე და საშუალო საწარმოებთან თანამშრომლობაში, ასევე თავის შიდა საქმიანობაში, კლიმატის ცვლილების ფაქტორების ინტეგრირების თვალსაზრისით.

პროკრედიტ ჯგუფი, რომელიც ძირითადად სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში საქმიანობს, მრავალი წლის განმავლობაში გამჭვირვალედ აქვეყნებდა ანგარიშებს სხვადასხვა არაფინანსური მაჩვენებლებისა და მდგრადობაზე ორიენტირებული საქმიანობის შესახებ, GRI სტანდარტების შესაბამისად („ძირითადი“ ვარიანტი) (2020 წლის პროკრედიტის ზემოქმედების ანგარიში).

პროკრედიტ ბანკების საბანკო ურთიერთობები იმ მცირე და საშუალო საწარმოებზეა ორიენტირებული, რომლებიც მკაცრ ESG სტანდარტებს აკმაყოფილებენ და რომლებსაც ეკოლოგიურად მდგრადი გარემოს და ადგილობრივ ეკონომიკაში სამუშაო ადგილების შექმნის უდიდესი პოტენციალი გააჩნიათ. ბანკების საკრედიტო საქმიანობა მოიცავს, ინვესტიციების განხორციელების ხელშეწყობას ინოვაციურ და მწვანე ტექნოლოგიებში. დღესდღეობით, მწვანე სესხების პორტფელი უკვე ჯგუფის მთლიანი პორტფელის დაახლოებით 20%-ს წარმოადგენს.

კლიმატის ცვლილებების მართვის სტრატეგიის ფარგლებში, პროკრედიტ ჯგუფმა საკუთარი მიდგომა შეიმუშავა, რაც გულისხმობს სათბურის გაზების ემისიების თავიდან აცილების შეფასებასა და ენერგიის დაზოგვას მცირე და საშუალო საწარმოების მიერ ახლად განვითარებულ ბაზრებზე განხორციელებული მწვანე ინვესტიციების საშუალებით. ამჟამად, საერთაშორისო დონეზე აღიარებული PCAF მეთოდოლოგიის დანერგვა სათბურის გაზების ემისიების აღრიცხვასთან დაკავშირებით კიდევ უფრო გაზრდის გამჭვირვალობას მისი სესხის მთლიანი პორტფელის მდგრადობის ასპექტებთან და საკუთარ ინვესტიციებთან დაკავშირებით წარმოებულ კომუნიკაციებში.

„ჩვენს სამოქმედო ქვეყნებში ეკონომიკური განვითარება, ჩვეულებრივ, ენერგიაზე მზარდ მოთხოვნას გულისხმობს, თუ ეს მოთხოვნა ენერგოეფექტური ინვესტიციებით ან განახლებად ენერგიებში ინვესტიციებით არ კომპენსირდება. ჩვენი საკრედიტო პორტფელის და ინვესტიციების შედეგად წარმოქმნილი სათბურის გაზების ემისიების გაზომვისა და გამოვლენის საერთაშორისო დონეზე აღიარებული PCAF მეთოდოლოგიის დანერგვა ჩვენს მიდგომას აძლიერებს, მაგრამ ამავე დროს ჩვენი ბაზრების გლობალურ სისტემებთან ინტეგრირებას უწყობს ხელს,“ განმარტა პროკრედიტ ჯგუფის მშობელი კომპანიის - პროკრედიტ ჰოლდინგი AG & Co KgaA - მენეჯმენტმა.

პროკრედიტ ჯგუფის ბიზნეს მიდგომა მიზნად ისახავს, არა მხოლოდ მისი ოპერირებით გამოწვეულ გარემოზე ზემოქმედების შემცირებას არამედ ზოგადად, გარემოზე ნაკლები ზეგავლენის მქონე სესხებსა და ინვესტიციებს ხელშეწყობას.

მაგალითად, ჯგუფის გარემოსდაცვითი და სოციალური რისკების მართვის სტანდარტების, გამონაკლისი სიიის მიხედვით (იხ. ქცევის კოდექსი), თითოეული დაკრედიტების ოპერაცია მოიცავს გარემოსდაცვითი და სოციალური რისკების შეფასებას, როგორც საკრედიტო რისკის ანალიზის განუყოფელ ნაწილს. აღნიშნულის მიზანია რისკების მინიმუმამდე შემცირება და ინვესტიციების პოტენციური ზემოქმედების შეფასება.

პროკრედიტ ჰოლდინგი AG & Co. KgaA-ის შესახებ

პროკრედიტ ჰოლდინგი AG & Co. KgaA, რომლის სათავო ოფისი მდებარეობს გერმანიაში, მაინის ფრანკფურტში, განვითარებაზე ორიენტირებული პროკრედიტ ჯგუფის მშობელი კომპანიაა. ჯგუფი შედგება სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპაში მოქმედი, მცირე და საშუალო საწარმოების მომსახურებაზე ორიენტირებული ბანკებისგან. ჯგუფი ასევე წარმოდგენილია სამხრეთ ამერიკასა და გერმანიაში. კომპანიის აქციებით ვაჭრობა ხდება ფრანკფურტის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტინგში. პროკრედიტ ჰოლდინგი AG & Co. KgaA-ის მთავარი აქციონერები არიან სტრატეგიული ინვესტორები Zeitinger Invest და ProCredit Staff Invest (რომელიც მოიცავს საინვესტიციო მექანიზმებს პროკრედიტის თანამშრომლებისთვის), ჰოლანდიური DOEN Participaties BV, KfW განვითარების ბანკი და საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (მსოფლიო ბანკის ჯგუფის ნაწილი). საბანკო საქმიანობის შესახებ გერმანიის კანონის თანახმად, პროკრედიტ ჰოლდინგი AG & Co. KgaA-ს კონსოლიდირებულ დონეზე ზედამხედველობას უწევს გერმანიის ფინანსური ზედამხედველობის ფედერალური სამმართველო (Bundesanstalt für Finanzdienstleistungsaufsicht, BaFin) და გერმანიის ბუნდესბანკი. დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ვებგვერდს: www.procredit-holding.com.

Partnership for Carbon Accounting Financials-ის (PCAF) შესახებ

Partnership for Carbon Accounting Financials (PCAF - პარტნიორობა ნახშირბადის ემისიების აღრიცხვის ფინანსური ანგარიშგებისთვის) 2019 წლის სექტემბერში დაფუძნდა გლობალურ დონეზე. ამჟამად, PCAF ინიციატივაში გაერთიანებულია 140-ზე მეტი ბანკი და ინვესტორი . PCAF-ის წევრები ერთობლივად მუშაობენ ფინანსური ინდუსტრიისთვის სათბურის აირების აღრიცხვისა და ანგარიშგების გლობალური სტანდარტის შესაქმნელად, სესხებისა და ინვესტიციების შედეგად წარმოქმნილი სათბურის აირების ემისიების გაზომვისა და გამოვლენის მიზნით. ამით PCAF-ის მონაწილეები მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამენ პარიზის შეთანხმებით გათვალისწინებული კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული რისკების შესაფასებლად, კლიმატის ცვლილების შერბილების სამიზნეების დასადგენად და დეკარბონიზაციის მიზნით ეფექტური სტრატეგიების შესამუშავებლად. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ https://carbonaccountingfinancials.com/.

პრესის კითხვებისთვის საკონტაქტო პირი:

ანდრეა კაუფმანი, ჯგუფის კომუნიკაციების განყოფილება, პროკრედიტ ჰოლდინგი

ტელ .: +49 69 951 437 138

ელ.ფოსტა: Andrea.Kaufmann@procredit-group.com

ან:

ანგელიკა აფანადორი, მენეჯერი, PCAF-ის სამდივნო

ელ.ფოსტა: info@carbonaccountingfinancials.co