Eng

სრულიად ახალი დიგიპასი - აწარმოეთ საბანკო ოპერაციები მარტივად!

გამოქვეყნდა: 5.05.2021

ინტერნეტ ბანკინგში გადარიცხვებისა და საბანკო სერვისების აქტივაციისთვის გთავაზობთ სრულიად ახალ დიგიპასს. მოწყობილობას, რომელიც აგენერირებს ერთჯერად კოდებს სასურველი ოპერაციის შესასრულებლად.

დიგიპასი თქვენი კომპაქტური საბანკო მოწყობილობაა, რომელიც გეხმარებათ განახორციელოთ სასურველი ონლაინ ტრანზაქცია ან მიიღოთ საბანკო სერვისი, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან.

  • მოქნილია - მოწყობილობით სარგებლობა შესაძლებელია, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ;

  • დაცულია - დიგიპასში შესასვლელად საჭიროა პინკოდი. დაგენერირებული ტან კოდი კი ტრანზაქციაზე არის მიბმული და მხოლოდ კონკრეტული ოპერაციის შესასრულებლად გამოიყენება;

  • მარტივია - სერვისით სარგებლობის პროცესში მხოლოდ 3 ღილაკი გჭირდებათ: „OK“ -ჩასართავად, ღილაკი 1 ან 3, ოპერაციის დასადასტურებლად საჭირო ერთჯერადი (TAN) კოდის გენერაციისთვის;

დიგიპასით სარგებლობისთვის მიყევით ინსტრუქციას, რომელიც გაგიმარტივებთ მოწყობილობით სარგებლობას.