Eng

Tender

ტენდერი დაცვა უსაფრთხოების სისტემების შესყიდვაზე

გამოქვეყნდა : 2020-06-17 10:00:00 ბოლო ვადა: 2020-06-26 16:00:00

სს “პროკრედიტ ბანკი” მცირე და საშუალო ზომის საწარმოების კომპლექსურ მომსახურებაზე ორიენტირებული ერთ-ერთი წამყვანი ბანკია საქართველოში, რომელიც იურიდიულ და ფიზიკურ პირებს საბანკო მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს. „პროკრედიტ ბანკი“ საქართველოში 1999 წლიდან ფუნქციონირებს. ბანკს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-ის მიერ მინიჭებული აქვს BB+ რეიტინგი, რომელიც საქართველოში ყველაზე მაღალი შესაძლო რეიტინგია. „პროკრედიტ ბანკი, საქართველო საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის წევრია, რომელიც ძირითადად წარმოდგენილია აღმოსავლეთ ევროპის გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებსა და გერმანიაში. პროკრედიტ ჯგუფს სათავეში უდგას პროკრედიტ ჰოლდინგი (მაინის ფრანქფურტი, გერმანია). პროკრედიტ ჰოლდინგსა და პროკრედიტ ჯგუფს ზედამხედველობას უწევს ფინანსური საზედამხედველო ორგანო (BaFin), რომელიც პროკრედიტ ბანკების სანდოობისა და სტაბილურობის გარანტია.

პროკრედიტ ბანკი აცხადებს ტენდერს დაცვა უსაფრთხოების სისტემების მოწყობილობების შეძენაზე

თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:

** ტენდერის ძირითადი მოთხოვნები [სპეციფიკაცია];

** სააპლიკაციო ფორმა.

დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:

** ფასები სატენდერო მოთხოვნის შესაბამისად (იხ. მიმაგრებული ფაილი);

** ანგარიშსწორების პირობები;

** საგარანტიო პირობები;

** ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;

** შევსებული და ხელმოწერილი სააპლიკაციო ფორმა (იხ. თანდართულ ფაილში).

*** შემოთავაზებული ფასები უნდა შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ა.შ.).

აღნიშნული მომსახურების კონტრაქტისთვის გამარჯვებული კომპანია ვალდებულია გახსნას ანგარიში სს „პროკრედიტ ბანკ“-ში

გთხოვთ, დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:
** თქვენი კომპანიის დასახელება;

** საკონტაქტო ინფორმაცია (პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი და ელ. ფოსტა);
** ტენდერის დასახელება;
** მიმღები განყოფილების დასახელება (ფინანსური კონტროლის ქვეგანყოფილება);
** წარწერა: ”კონფიდენციალურია”;

**გთხოვთ მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.
სატენდერო წინადადება მოგვაწოდეთ შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი ალ. ყაზბეგის გამზ. 21

**ტენდერში მონაწილე კომპანია ვალდებულია, სს პროკრედიტ ბანკის საიტზე (www.procreditbank.ge) გაიაროს რეგისტრაცია (დაადასტუროს ტენდერში მონაწილეობის მიღება)


შემოთავაზების შემოტანის ბოლო ვადაა: 26 ივნისი 2020 წ. (16:00- მდე)

ტექნიკურ/ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ, მიმართოთ:

გურამ ვანიშვილი

ადმინისტრაციული ქვეგანყოფილება

ს.ს. ”პროკრედიტ ბანკი”, საქართველო

სათაო ოფისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 21, თბილისი 0160

ტელ.: (+99532) 2202222 (1867)

E-mail: g.vanishvili@procreditbank.ge;

ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ მიმართოთ:


ნინო პირმისაშვილი

შესყიდვების ქვეგანყოფილება

ტელ.: (+995 32) 2202222 (1578)

ს.ს. ”პროკრედიტ ბანკი”, საქართველო
სათაო ოფისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 21, თბილისი 0160

E-mail: tenders@procreditbank.ge