Eng

ბიომეტრიული იდენტიფიკაცია

თუ უკვე ხართ პროკრედიტ ბანკის მომხმარებელი, ფიზიკური ან იურიდიული პირი, ბიომეტრიული იდენტიფიკაციით შეძლებთ ინტერნეტ ბანკის რეგისტრაციას და მისი მონაცემების ცვლილებას. ინტერნეტ ბანკის მონაცემების ცვლილების განაცხადის შევსებისას თქვენ შეძლებთ შემდეგი სერვისის მიღებას: ტელეფონის ნომრის ცვლილება სმს კოდისთვის; ტელეფონის ნომრის დამატება სმს კოდისთვის; ძლიერი ავთენტიფიკაციის ნომრის ცვლილება; ძლიერი ავთენტიფიკაციის ნომრის დამატება; ძლიერი ავთენტიფიკაციის მეთოდის ცვლილება; საგენერაციო მოწყობილობის ცვლილება; ინტერნეტ ბანკის კოდური კითხვა -პასუხის ცვლილება; ინტერნეტ ბანკის მეილის ცვლილება; ინტერნეტ ბანკის პაროლის მიღების წყაროს ცვლილება; ინტერნეტ ბანკის გააქტიურება.

ინტერნეტ ბანკის სერვისის რეგისტრაცია

ინტერნეტ ბანკის მონაცემების ცვლილება

იცნობდე შენს კლიენტს (KYC) კითხვარი

საკონტაქტო მონაცემების ცვლილება

იდენტიფიკაცია


ბიომეტრიული იდენტიფიკაციის გასავლელად გჭირდებათ მხოლოდ კომპიუტერი ან მობილური ტელეფონი, პირადობის დამადასტურებელი საბუთი და ინტერნეტ კავშირი.

ბიომეტრიული იდენტიფიკაციით სარგებლობა

იდენტიფიკაციის პროცესი, რამდენიმე წუთს მოიცავს:

  1. თანხმობის გვერდი. პროცესის დასაწყებად, ეთანხმებით ბანკის მიერ შემოთავაზებულ პირობებს.
  2. იდენტიფიკაცია. იღებთ ე.წ „Self“ ფოტოს, ასევე ფოტოს და ვიდეოს უღებთ თქვენს პირადობის დამადასტურებელ საბუთს და ავსებთ განაცხადს.
  3. დადასტურება. ბოლო ეტაპზე, მობილურის ნომერზე სმს შეტყობინებით მიღებული კოდით ადასტურებთ შევსებულ განაცხადს.

ბიომეტრიული იდენტიფიკაციის გავლა შეგიძლიათ ნებისმიერ დროს, შემოსული განაცხადების დამუშავება კი სამუშაო დღეებში, ორშაბათიდან პარასკევის ჩათლით: 09:00სთ-დან 18:00სთ-მდე მიმდინარეობს.

ბიომეტრიული იდენტიფიკაციით ანგარიშის გახსნა საწყის ეტაპზე მხოლოდ საქართველოს მოქალაზე ფიზიკური პირებისთვის არის ხელმისაწვდომი.