Eng

მწვანე ეკონომიკის დაფინანსების პროგრამა

სადაც ფინანსები და მწვანე ტექნოლოგიები იკვეთება

მწვანე ეკონომიკის დაფინანსების პროგრამის (GEFF) ფარგლებში, პროკრედიტ ბანკი დაფინანსებას სთავაზობს იმ მცირე და საშუალო საწარმოებს, რომლებიც ინვესტიციის განხორციელებას ენერგოეფექტური, განახლებადი ენერგიისა და გარემოსადმი მეგობრული მიმართულებით გეგმავენ.

GEFF-ის დაფინანსების ფარგლებში, საწარმოებს შესაძლებლობა აქვთ შეიძინონ ნებისმიერი თანამედროვე ტექნოლოგია, რომელიც ხელმისაწვდომია ტექნოლოგიურ სარჩევში, ან განახორციელონ მრავალკომპონენტიანი “მწვანე” პროექტები და ფინანსურ რესურსთან ერთად მიიღონ უფასო პროფესიონალური კონსულტაციები.

GEFF დაფინანსების უპირატესობები:

  • ენერგოეფექტურობის ამაღლება თანამედროვე, ენერგოეფექტური და განახლებად ენერგიაზე მომუშავე ტექნოლოგიების დამონტაჟებით;
  • ენერგიის, წყლის და სხვა რესურსების სარგებლობისა და მათთან დაკავშირებული ხარჯების შემცირება;
  • გაუმჯობესებული წარმადობა და აღჭურვილობის საიმედოობა;
  • პროდუქტის ხარისხის გაუმჯობესება და კომპანიის იმიჯის ამაღლება;
  • მოგებისა და კონკურენტუნარიანობის ზრდა.

როგორია ინვესტირების კრიტერიუმები?

  • ენერგოეფექტური მანქანა-დანადგარები, რომლებიც მინიმუმ 20%-ით ნაკლებ სათბურ აირებს გამოყოფენ ან ზოგავენ ენერგიას
  • არსებული შენობების ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება მინიმუმ 20%-ით
  • გარემოსადმი მეგობრული ინვესტიციები, რომლებიც მიმართულია წყლის მინიმუმ 20%-ით დაზოგვისკენ ან მიწის მდგრადი მართვისკენ
  • ცალკე მდგომი ინვესტიციები განახლებად ენერგო ტექნოლოგიებში

GEFF საქართველოში შექმნილია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ (EBRD) და მხარდაჭერილია მწვანე კლიმატის ფონდისა (GCF) და ავსტრიის ფედერალური სამინისტროს მიერ (BMF).

შენიშვნა: მწვანე ეკონომიკის დაფინანსების პროგრამის ფარგლებში კლიენტის დაფინანსება შესაძლებელია როგორც საკრედიტო ხაზის, საკრედიტო ხაზის შემადგენელი ხელშეკრულების, მოკლევადიანი საკრედიტო ხელშეკრულების, მოკლევადიანი საკრედიტო შემადგენელი ხელშეკრულების, ბიზნეს ოვერდრაფტის, ბიზნეს ოვერდრაფტის შემადგენელი ხელშეკრულების, საკრედიტო და შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულების გაფორმებით. ხელშეკრულებების შაბლონები შეგიძლიათ იხილოთ ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე.

სესხები სტანდარტული დაფარვის გრაფიკითლარი დოლარიევრო
კრედიტის საპროცენტო განაკვეთის ტიპიფიქსირებული, ინდექსირებული (რეფინანსირების განაკვეთი, 6 Month TERM SOFR, ევრიბორი)
ნომინალური საპროცენტო განაკვეთი13.5%-დან7.70%-დან7.00%-დან
ეფექტური საპროცენტო განაკვეთი15.29%-დან9.03%-დან8.30%-დან
ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ინდექსის 3%-ით გაზრდის შემთხვევაში, დოლარსა და ევროში / 5%-ით გაზრდის შემთხვევაში ლარში21.24%-დან12.94%-დან13.07%-დან
ეფექტური საპროცენტო განაკვეთი უცხოური ვალუტის 15%-იანი გაუფასურების შემთხვევაშიN/A28.04%-დან28.45 %-დან
სესხის გაცემის საკომისიო 0.20%-დან
თანხის განაღდების საკომისიო 0.20%0.30%0.30%
უძრავი ქონების იპოთეკით რეგისტრაციის ხარჯი 158 ლარი ერთ ქონებაზე
უძრავი ქონების იპოთეკით რეგისტრაციის გაუქმების ხარჯი158 ლარი ერთ ქონებაზე
წინსწრებით დაფარვის/ სხვა ბანკიდან რეფინანსირების საკომისიოფიქსირებული განაკვეთისთვის :
თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 0-დან 6 თვემდე, გადახდის მომენტში კრედიტის ნარჩენ ძირითად თანხაზე მიმართული თანხის არაუმეტეს 0%-ისა;
თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 6-დან 12 თვემდე, გადახდის მომენტში კრედიტის ნარჩენ ძირითად თანხაზე მიმართული თანხის არაუმეტეს 0.5%-ისა;
თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 12-დან 24 თვემდე, გადახდის მომენტში კრედიტის ნარჩენ ძირითად თანხაზე მიმართული თანხის არაუმეტეს 1%-ისა;
თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 24 თვეზე მეტი, გადახდის მომენტში კრედიტის ნარჩენ ძირითად თანხაზე მიმართული თანხის არაუმეტეს 2%-ისა.
ინდექსირებული განაკვეთისთვის:
თუ კრედიტის დასრულებამდე დარჩენილია 6 თვეზე ნაკლები 0%;
თუ კრედიტის დასრულებამდე დარჩენილია 6 თვეზე მეტი 0.5 %

განახორციელეთ ინვესტიცია მწვანე მიზნებში!

მოგვმართეთ ახლავე! შეავსეთ განაცხადი

შეკითხვები გაქვთ?

დაგვიკავშრიდით ნომერზე 220 22 22