სახელმწიფო თანადაფინანსების პროგრამა "ქართული ბოსტნეული სათბურებიდან"
პროკრედიტ ბანკი, სახელმწიფო პროგრამა „ქართული ბოსტნეული სათბურებიდან“ ფარგლებში, გთავაზობთ დაფინანსების ახალ შესაძლებლობებს სასათბურე მეურნეობების განვითარებისთვის.
ადგილობრივი სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერით, პროგრამა ხელს უწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, ბოსტნეულისა და ბაღჩეული კულტურების იმპორტის შემცირებას, საექსპორტო პოტენციალის ზრდას, მათ შორის არასეზონურ პერიოდში.
პროგრამის განსაკუთრებულ პირობას წარმოადგენს სახელმწიფოსგან სესხის თანხის 50%-მდე თანადაფინანსების მიღების შესაძლებლობა, საპროცენტო და საგრანტო კომპონენტების კომბინირებით:
- საპროცენტო განაკვეთის 100%-იან დაფინანსებას 24 თვის განმავლობაში
- საგრანტო კომპონენტს: სესხის თანხის 30%-მდე
პროგრამის ფარგლებში გასაცემი სესხის თანხის მინიმალური ოდენობა 50 000 ლარია, მაქსიმალური კი 1,000,000 ლარს შეადგენს.
ჩაერთეთ პროგრამაში და გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა თქვენი ბიზნესის გაფართოების მიზნით.