ბიზნეს სესხი
სტანდარტული გრაფიკის მქონე სესხის შემთხვევაში, სესხს ფარავთ ყოველთვიური თანაბარი შენატანებით.
აღნიშნული სესხით სარგებლობისას შესაძლოა გამოიყენოთ 12 თვიანი საშეღავათო პერიოდი და გადაიხადოთ მხოლოდ სესხის კაპიტალზე დარიცხული პროცენტი. სესხის კაპიტალის გადახდა კი დაიწყება საშეღავათო პერიოდის დასრულების შემდეგ.
თუ თქვენს ბიზნესს ახასიათებს სეზონურობა, თქვენ ასევე გაქვთ შესაძლებლობა ისარგებლოთ ინდივიდუალური, თქვენს ბიზნესზე მორგებული სესხის დაფარვის გრაფიკით.
სტანდარტული და ინდივიდუალური გრაფიკის მქონე სესხი შეგიძლიათ გამოიყენოთ, როგორც საბრუნავი, ასევე ძირითადი საშუალებებისა და სხვა გრძელვადიანი აქტივების შესაძენად.
- საბრუნავი საშუალებები - სასაქონლო მატერიალური მარეგების გაზრდა, ასორტიმენტის გაფართოება, მომწოდებლისადმი ვალდებულების დაფარვა და ა.შ.
- ძირითადი საშუალებები - ბიზნესისთვის საჭირო მანქანა-დანადგარების და ინვენტარის შეძენა/გარემონტება და ა.შ.
- უძრავი ქონება - კომერციული ფართის შეძენა/მშენებლობა, მიწის შეძენა
- სხვა ბიზნეს მიზნობრიობები - ნებისმიერი სახის ინვესტიცია/დანახარჯი, რომელიც განაპირობებს ბიზნესის წინსვლასა და სტაბილურობას
ბიზნეს კრედიტის ვადა განისაზღვრება მიზნობრიობების მიხედვით:
საბრუნავი საშუალებები - 36 თვე
ძირითადი საშუალებები - 60 თვე
უძრავი ქონება - 120 თვე
ვალუტა - ლარი, აშშ დოლარი, ევრო
სესხები სტანდარტული დაფარვის გრაფიკით | ლარი | დოლარი | ევრო |
კრედიტის საპროცენტო განაკვეთის ტიპი | ფიქსირებული, ინდექსირებული (რეფინანსირების განაკვეთი, 6 Month TERM SOFR, ევრიბორი) | ||
ნომინალური საპროცენტო განაკვეთი | 12.50%-დან | 8.70%-დან | 8.00%-დან |
ეფექტური საპროცენტო განაკვეთი | 14.20%-დან | 9.75%-დან | 8.89%-დან |
ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ინდექსის 3%-ით გაზრდის შემთხვევაში, დოლარსა და ევროში / 5%-ით გაზრდის შემთხვევაში ლარში | 19.89%-დან | 13.19%-დან | 12.80%-დან |
ეფექტური საპროცენტო განაკვეთი უცხოური ვალუტის 15%-იანი გაუფასურების შემთხვევაში | N/A | 28.58%-დან | 28.13 %-დან |
სესხის გაცემის საკომისიო | 0.20%-დან | ||
თანხის განაღდების საკომისიო | 0.20% | 0.30% | 0.30% |
უძრავი ქონების იპოთეკით რეგისტრაციის ხარჯი | 158 ლარი ერთ ქონებაზე | ||
უძრავი ქონების იპოთეკით რეგისტრაციის გაუქმების ხარჯი | 158 ლარი ერთ ქონებაზე | ||
წინსწრებით დაფარვის/ სხვა ბანკიდან რეფინანსირების საკომისიო | ფიქსირებული განაკვეთისთვის : | ||
თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 0-დან 6 თვემდე, გადახდის მომენტში კრედიტის ნარჩენ ძირითად თანხაზე მიმართული თანხის არაუმეტეს 0%-ისა; | |||
თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 6-დან 12 თვემდე, გადახდის მომენტში კრედიტის ნარჩენ ძირითად თანხაზე მიმართული თანხის არაუმეტეს 0.5%-ისა; | |||
თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 12-დან 24 თვემდე, გადახდის მომენტში კრედიტის ნარჩენ ძირითად თანხაზე მიმართული თანხის არაუმეტეს 1%-ისა; | |||
თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 24 თვეზე მეტი, გადახდის მომენტში კრედიტის ნარჩენ ძირითად თანხაზე მიმართული თანხის არაუმეტეს 2%-ისა. | |||
ინდექსირებული განაკვეთისთვის: | |||
თუ კრედიტის დასრულებამდე დარჩენილია 6 თვეზე ნაკლები 0%; | |||
თუ კრედიტის დასრულებამდე დარჩენილია 6 თვეზე მეტი 0.5 % |