Eng

ქცევის კოდექსი

ბიზნეს ეთიკა

პროკრედიტ ჯგუფის საერთო მისიის ნაწილია გარკვეული სტანდარტების დამკვიდრება იმ ფინანსურ სექტორებში, რომლებშიც ჩვენ ვსაქმიანობთ. ჩვენ გვსურს განსხვავებული ვიყოთ არა მარტო სამიზნე ჯგუფისა და ფინანსური მომსახურების ხარისხის თვალსაზრისით, არამედ ასევე ბიზნეს ეთიკითაც. ამ მხრივ, ჩვენი მტკიცე კორპორაციული ღირებულებები გადამწყვეტ როლს თამაშობს. ჩვენ შევიმუშავეთ ხუთი წამყვანი პრინციპი, რომლებიც წარმართავს პროკრედიტ ბანკების საქმიანობას:

  • გამჭვირვალობა: ჩვენ ვიცავთ როგორც ჩვენი კლიენტებისა და ფართო საზოგადოებისათვის, ისე ჩვენი თანამშრომლებისათვის გამჭვირვალე ინფორმაციის მიწოდების პრინციპს და ჩვენი საქმიანობა არის უშუალო და ღია; მაგალითისათვის, ჩვენ უზრუნველვყოფთ კლიენტებმა სრულად გაიგონ კონტრაქტის პირობები, რომლებსაც ჩვენთან აფორმებენ; ასევე, ვცდილობთ მივაწოდოთ შესაბამის ფინანსური საკითხებზე ინფორმაცია, რათა არაგამჭვირვალე ფინანსური შემოთავაზების მიღებისას მათ სრულყოფილი ინფორმაცია ჰქონდეთ;
  • ღია კომუნიკაციის კულტურა: ერთმანეთთან ურთიერთობაში ვართ ღია, სამართლიანი და კონსტრუქციული, სამსახურში კონფლიქტებს ვუდგებით პროფესიონალურად და ვთანამშრომლობთ მათ გადასაჭრელად;
  • სოციალური პასუხისმგებლობა და შემწყნარებლობა: კლიენტებს ვაძლევთ ჯანსაღ რჩევას; სანამ მომხმარებელს სესხს შევთავაზებთ, ჩვენ ვაფასებთ მათ ეკონომიკურ და ფინანსურ მდგომარეობას, მათი ბიზნესის პოტენციალს და გადახდისუნარიანობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენ მათ ვთავაზობთ შესაფერის სესხის პირობებს, საიდანაც ისინი რეალურად მიიღებენ სარგებელს და თავიდან ვაცილებთ დიდ დავალიანებას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია დაზოგვის კულტურის დანერგვა. კლიენტებსა და თანამშრომლებს ვეპყრობით პატივისცემით და სამართლიანად მათი წარმომავლობის, კანის ფერის, ენის, სქესის ან რელიგიური თუ პოლიტიკური მრწამსის მიუხედავად;
  • მაღალი პროფესიონალური სტანდარტები: ყოველი თანამშრომელი იღებს პასუხისმგებლობას მის მიერ გაწეული საქმიანობის ხარისხზე და ცდილობს გააუმჯობესოს საქმიანობა;
  • პირადი ძალისხმევის მაღალი ხარისხი: პროკრედიტ ჯგუფის ყველა თანამშრომელს მოეთხოვება პირადი ღირსება და პატიოსნება; მკაცრ, დაუყონებლივ განხილვას ექვემდებარება ნებისმიერი ამგვარი პრინციპის დარღვევა.

პროკრედიტ ბანკის ღირებულებები ჩვენი კორპორაციული კულტურის ქვაკუთხედია და განიხილება და აქტიურად გამოიყენება ყოველდღიურ საქმიანობაში. უფრო მეტიც, ისინი აისახება ქცევის კოდექსში, რომელიც პროკრედიტ ჯგუფის ეთიკურ პრინციპებს გარდაქმნის პრაქტიკულ სახელმძღვანელოდ პროკრედიტ ბანკის ყველა თანამშრომლისათვის. იმის უზრუნველსაყოფად, რომ ახალ თანამშრომლებს სრულად ესმით ყველა ზემოთ განმარტებული პრინციპი, ახალი თანამშრომლებისთვის გაცნობითი ხასიათის ტრენინგში შედის ქცევის კოდექსისა და მისი მნიშვნელობისადმი მიძღვნილი საგანგებო სემინარები. ასევე, იმისათვის, რომ თანამშრომლები ჩვენი მორალური სტანდარტებისადმი ერთგულნი დარჩნენ და მუდმივად მიიღონ ინფორმაცია ისეთი ახალი საკითხებისა და მოვლენების შესახებ, რომელთაც მორალური დატვირთვა აქვს ჩვენს ორგანიზაციაში, არსებულ თანამშრომლებს მუდმივად უტარდებათ მოსამზადებელი სემინარები, რომლებზეც წარმოადგენენ სიტუაციურ თამაშებს და განიხილავენ საორჭოფო საკითხებს.

ჩვენ ვზრუნავთ იმაზე, რომ საკრედიტო განაცხადების შეფასებისას საგანგებო ყურადღება მიექცეს ეთიკურ ბიზნეს საქმიანობასთან შესაბამისობას. კრედიტები არ გაიცემა საწარმოებისა და ფიზიკური პირებისათვის, რომლებთან დაკავშირებითაც არსებობს ეჭვი, რომ ისინი სახიფათო ან მორალურად საზიანო საქმიანობით, განსაკუთრებით, ბავშვთა ექსპლუატაციით არიან დაკავებული.

ჩვენი ინსტიტუტის უმაღლეს ეთიკურ სტანდარტებთან შესაბამისობის მეორე ასპექტია საუკეთესო პრაქტიკის მქონე საერთაშორისო მეთოდებითა და პროცედურებით მუდმივი სარგებლობა, რათა არ დავუშვათ ჩვენი გამოყენება ფულის “გათეთრების” ან ისეთი სხვა არალეგალური საქმიანობის საშუალებად, როგორიცაა ტერორიზმის დაფინანსება. ასეთ შემთხვევაში მთავარია, “იცნობდე შენს კლიენტს” და ამ პრინციპის თანახმად, ჩაატარო ჯანსაღი ანალიზი და აკმაყოფილებდე მიღებულ დებულებებს. ფულის გათეთრების საწინააღმდეგო და თაღლითობის თავიდან აცილების პოლიტიკა ითვალისწინებს მუდმივ განახლებას და ხორციელდება სრული ჯგუფის ჩართულობით, რათა ვუზრუნველყოთ ადგილობრივი და საერთაშორისო მარეგულირებელი სტანდარტების შესაბამისობა.

გარემოს დაცვის სტანდარტები

პროკრედიტის ჯგუფში შემავალი ბანკები, დიდ ყურადღებას აქცევენ გარემოზე ზემოქმედების საკითხებს და გამოყოფენ ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე მიმართულ სამ ძირითად მიდგომას


1 მიდგომა : გარემოს დაცვისკენ მიმართული შიდა მენეჯმენტის სისტემა

ენერგიის მოხმარების ეფექტურობისა და გარემოზე ზემოქმედების გასაცნობიერებლად პროკრედიტ ბანკი საქართველო აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა ღონისძიებებში. ამის მაგალითია ახალი სათავო ოფისიც. მშენებლობისთვის გამოყენებული ყველა მასალა აკმაყოფილებს ევროკავშირის ხარისხის მოთხოვნებს. გამოიყენება ეკოლოგიურად სუფთა და ენერგოეფექტური მასალები, როგორიცაა სპეციალური ენერგოეფექტური მინა. შენობის პროექტი ბუნებრივი სინათლის მაქსიმალურ გამოყენებას ითვალისწინებს, რაც ელექტროენერგიის მოხმარებას ამცირებს.

გარემოზე დადებითი ზემოქმედების გაზრდის მიზნით შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე - პარკში, არსებულ ხეებთან ერთად იგეგმება ახალი ხეების დარგვა. უნდა აღინიშნოს, რომ გარემოს დაცვითი საკითხები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია იმ ტრენინგებისა, რომლებიც პერიოდულად უტარდებათ პროკრედიტ ბანკის თანამშრომლებს ადგილობრივ, რეგიონალურ და საერთაშორისო დონეზე. გარდა ამისა:

  • გარემოს დაცვის საკითხებზე ცნობიერების ასამაღლებლად თანამშრომელმა მონაწილეობა მიიღეს ე.წ „მწვანე“ ღონისძიებებში
  • გამოიცა საინფორმაციო ბროშურები და კალენდრები, იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დავზოგოთ ენერგია, წყალი და ქაღალდი
  • ჩატარდა სპეციალური ტრენინგები საშუალო რგოლის მენეჯერებისათვის და განთავსდა ნიშნები, რომელიც თანამშრომლებს ახსენებს, შუქისა და სხვა მოწყობილობების გამორთვას, მაშინ როდესაც მათი გამოყენების საჭიროება არ არის
  • სპეციალური კონკურსი გაიმართა ფილიალებს შორის, რაც ითვალისწინებდა ელექტროენერგიის მოხმარების შემცირებას.

სამი ფილიალი, რომელმაც ყველაზე ეფექტურად მოიხმარა ელექტროენერგია დაჯილდოვდა სპეციალური პრიზით.


2 მიდგომა: გარემოსდაცვითი რისკების მენეჯმენტი სესხებზე

პროკრედიტ ბანკი საქართველოს ახალი მიდგომა ითვალისწინებს საკრედიტო პორტფელის შეფასებას ეკოლოგიური საკითხების გათვალისწინებით. ყველა ეკონომიკური ქმედების ღრმა ანალიზს, იმ საწარმოების სასესხო განაცხადების უარყოფას, რომელთა საქმიანობაც გარემოსთვის საფრთხის მატარებელია. სესხის დამტკიცებისას გარემოს დაცვით საკითხებზე ყურადღების გამახვილებით ბანკი ცდილობს კლიენტების ცნობიერების ამაღლებას ამ კუთხით.

აკრძალულ სოციალურ და ეკოლოგიურ საქმიანობათა ჩამონათვალი (PDF)


3 მიდგომა: მწვანე დაფინანსების ხელშეწყობა

პროკრედიტ ბანკი საქართველო მიზნად ისახავს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას ეკოლოგიური უსაფრთხოების დაცვით. 2012 წლისათვის ჩვენ ავამოქმედეთ „მწვანე დაფინანსების“ პროგრამა - რაც გულისხმობს ფიზიკური პირებისა და საწარმოებისთვის ენერგოეფექტური სესხების გაცემას. არსებული ინიციატივა აგრეთვე ითვალისწინებს თანამშრომლობას ეკოლოგიურად სუფთა ტექნიკისა და მომსახურების მომწოდებელთან და მათ დაკავშირებას პოტენციურ კლიენტებთან. ახალი მიდგომით და ენერგოეფექტური საშუალებების დაფინანსებით ბანკი ცდილობს მოსახლეობის ინფორმირებულობის დონის ამაღლებას. იგივე მიზნით პროკრედიტ ბანკი 2011 წლის ზაფხულში ჩართული იყო ადგილობრივ გარემოსდაცვით პროექტებში.

ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში დაცული ტერიტორიების სააგენტოს გადაეცა 20,000 ამერიკული დოლარი ლაგოდეხის ნაკრძალის ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად. პროკრედიტ ბანკი საქართველოს თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს ნაკრძალის დასუფთავებაში და გადასცეს ნაკრძალს 60 კონტეინერი, სლოგანით „გიყვარდეს ბუნება და შეინარჩუნე იგი სუფთად“.