Eng

მოხმარების წესები

ამ ვებგვერდზე და მასზე განთავსებულ მასალაზე (ტექსტები, სურათები, გრაფიკული გამოსახულებები, ვებგვერდის გარეგნული იერსახის ჩათვლით) საავტორო უფლებები ეკუთვნის სს "პროკრედიტ ბანკს", რომელიც დაფუძნებულია და მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

ნებადართულია ვებგვერდზე განთავსებული მასალის ნახვა და ჩამოტვირთვა მხოლოდ პირადი, არაკომერციული მიზნებისათვის.

საავტორო უფლება კრძალავს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის რაიმე ფორმით ცვლილებას, რეპროდუცირებას, თარგმნას ან გადატანას ინფორმაციის სხვა მატარებლებზე.

სს "პროკრედიტ ბანკს” უფლება აქვს, ნებისმიერ დროს და ყოველგვარი წინასწარი თანხმობის გარეშე, განახორციელოს ცვლილებები ან/და დამატებები ვებგვერდზე, ასევე, შეწყვიტოს მისი ფუნქციონირება პერიოდულად ან მთლიანად, საკუთარი გადაწყვეტილების საფუძველზე, ბანკისათვის ყოველგვარი თანამდევი პასუხისმგებლობის გარეშე.

ვებგვერდზე განთავსებული ლოგოები, სათაურები, ბრენდები და ა.შ. წარმოადგენს საავტორო უფლებებით და სასაქონლო ნიშნების შესახებ კანონმდებლობით დაცვის ობიექტს, დამოუკიდებლად მათი რეგისტრაციისა.

სს "პროკრედიტ ბანკის" საავტორო უფლებები დაცული და აღიარებულია. მესამე პირთა მიერ ამ სასაქონლო ნიშნების გამოყენება დაუშვებელია.