Eng

აწარმოე საქართველოში


განაცხადი

მოითხოვე დაფინანსება შენი ბიზნესისთვის და მიიღე სესხი ლარში ნომინალური 8.5%-დან, ეფექტური 8.9%-დან.

დაგვიტოვე საკონტაქტო მონაცემები და ჩვენი წარმომადგენელი დაგიკავშირდება.

პროგრამის მიზანია საქართველოში მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება, მეწარმე სუბიექტების მხარდაჭერა, ახალი საწარმოების შექმნის და არსებული საწარმოების გაფართოვებისა და გადაიარაღების ხელშეწყობა.

პროგრამის ინდუსტრიები:

  • ინდუსტრიული
  • სასტუმრო ინდუსტრია/ბალნეოლოგიური კურორტები
  • ტურისტული სერვისები
  • აგრო ტურისტული ინდუსტრია
  • ეკო ტურისტული ინდუსტრია

პროგრამის პირობები:

  • სესხის ვალუტა - ₾
  • სესხის თანადაფინანსება - რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 3%
  • მხოლოდ ნარჩენების შეგროვების, დამუშავების, მოცილების და უტილიზაციის ჯგუფის ეკონომიკური საქმიანობებისთვის (38.11.0, 38.12.0, 38.21.0, 38.22.0, 38.31.0, 38.32.0) სესხის სრული ვადით, საქართველოს ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთის მოცულობით.
  • სესხის პროცენტის სუფსიდირება - სესხის მოქმედების სრულ ვადაზე
  • სესხის მინიმალური მოცულობა 50 000 - 10 000 000 ₾
  • სესხის გარანტია - სესხის მოცულობის არაუმეტეს 80%
  • სესხის მიზნობრიობა - სესხის არანაკლებ 20% უნდა იყოს მიმართული კაპიტალური ან/და კვლევა და განვითარების ხარჯებისთვის, ხოლო არაუმეტეს 80%-ისა საბრუნავი საშუალებების შესაძენად.

გრანტის კომპონენტი:

  • მწვანე კომპონენტი - ხარჯის 15% არაუმეტეს 200 000 ლარის ოდენობით;
  • გაციფრულების კომპონენტი - ხარჯის 50% არაუმეტეს 70 000 ლარის ოდენობით;
  • კვლევა და განვითარების კომპონენტი - ხარჯის 15% არაუმეტეს 500 000 ლარის ოდენობით;
  • მაღალმთიანი კომპონენტი - ხარჯის 10% არაუმეტეს 200 000 ლარის ოდენობით;
  • აგროტურისტული ინდუსტრიის კომპონენტი - 15% არაუმეტეს 500 000 ლარის ოდენობით


დამატებით, შესაძლებლობა პროკრედიტ ბანკისგან:
დაიბრუნდე სესხის თანხის 10-15%-მდე EU4BUSINESS-EBRD-ის
საკრედიტო ხაზის ფარგლებში

EU4Business - EBRD - საკრედიტო პროგრამა მცირე და საშუალო ზომის ბიზნესის მხარდასაჭერად

  • EU4Business-EBRD-ის საკრედიტო პროგრამა არის ევროკავშირისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ერთობლივ ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს ინვესტიციების დაფინანსებას ისეთ ქართულ მცირე და საშუალო ბიზნესისათვის, რომელშიც დასაქმებულია არაუმეტეს 249 ადამიანისა
  • პროგრამის ფარგლებში ფინანსდება ინვესტიციები ძირითად საშუალებებში
  • პროექტის დანერგვის გადამოწმების პროცედურის წარმატებით გავლის შემდეგ, კომპანია მიიღებს სესხის მოცულობის10-15%-იან გრანტს რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის EU4Business ინიციატივის ფარგლებში