Eng

შეღავათიანი აგრო კრედიტი

2013 წლის 27 მარტიდან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლისა და სოფლის განვითარების სააგენტო ახორციელებს პროექტს „შეღავათიანი აგროკრედიტი“, რომლის მიზანია სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესებისათვის ხელშეწყობა ფიზიკური და იურიდიული პირების იაფი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით უზრუნველყოფის გზით.

პროექტის ფარგლებში, პროკრედიტ ბანკის დაფინანსებით სარგებლობენ მცირე და საშუალო ბიზნეს კლიენტები.

შეღავათიანი აგრო სესხი გაიცემა შემდეგი მიმართულებების დასაფინანსებლად: ძირითადი და საბრუნავი საშუალებებისთვის .

სესხის მიზნობრიობის მიხედვით თანხის მინიმალური ოდენობა განისაზღვრება 7 000 ლარით, ხოლო მაქსიმალური ოდენობა 15 000 000 ლარის ოდენობით.

სოფლისა განვითარების სააგენტო მიზნობრიობის მიხედვით უზრუნველყოფს 6-დან 66 თვის ჩათვლით პროცენტის თანადაფინანსებას, წლიური 8%-18%-ის ოდენობით.

შეღავათიანი აგროკრედიტის შესახებ დამატებით ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ სოფლის განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე.