Eng

Whistleblowing

პროკრედიტ ბანკი განვითარებაზე ორიენტირებული კომერციული ბანკია, რომელიც მუდამ ცდილობს მაღალი ეთიკური სტანდარტების შენარჩუნებას, როგორც თავის საქმიანობასთან, ასევე ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედებასთან მიმართებაში.

ჩვენი მიზანია, საერთო ეთიკურ პრინციპებზე დაყრდნობით, ხელი შევუწყოთ ორგანიზაციაში მიუკერძოებელ, სანდო და გამჭვირვალე კომუნიკაციას. პროკრედიტ ჯგუფის თანამშრომლები, ისევე როგორც ბანკის მომხმარებლები და ბიზნეს პარტნიორები, პასუხისმგებლობას იღებენ უკანონო, თაღლითური ან არაეთიკური საქციელის გამოვლენასა და განხილვაზე.

თუ გსურთ ჩვენს საქმიანობასთან დაკავშირებული უკანონო, თაღლითური ან არაეთიკური ქმედების, ასევე, გარემოსდაცვითი და სოციალური დარღვევების შესახებ ინფორმაციის გაზიარება, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ.

გაცნობებთ, რომ როგორც თქვენგან მიღებული ინფორმაცია, ასევე თქვენი პერსონალური მონაცემები, ხელმისავდომი იქნება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე თანამშრომლებისთვის და უზრუნველყოფილი იქნება კონფიდენციალურობის დაცვა.

თქვენი მოთხოვნის შემთხვევაში, მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია გაასწოროს, განაახლოს, დაამატოს, დაბლოკოს, წაშალოს ან გაანადგუროს მონაცემები, თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული, ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ინფორმაციის მოწოდებით, თქვენ, ავტომატურად ეთანხმებით თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების პირობებს, კერძოდ, მოწოდებული ინფორმაციის კვლევისა და შესაბამისი რეაგირების მიზნებისთვის, ბანკს უფლებამოსილებას ანიჭებთ, კანონმდებლობით დადგენილი წესით დაამუშაოს, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, გადასცეს სამართალდამცავ ორგანოებს, თქვენს შესახებ ინფორმაცია/პერსონალური მონაცემები.

ინფორმაციის მოწოდება შესაძლებელია შემდეგი არხებით:

  1. წერილი პროკრედიტ ბანკში: ალ.ყაზბეგის გამზ. 21, თბილისი, საქართველო (0160)
  2. ელექტრონული წერილი, მისამართზე: geo.whistleblowing@procredit-group.com
  3. შეტყობინება: whistleblowing.procreditbank.ge