Eng

სივრცე 24/7

თანამედროვე, უსაფრთხო და ინოვაციური გადაწყვეტილება!

უნივერსალური ბანკომატები

პროკრედიტ ბანკი გთავაზობთ ინოვაციურ ბანკომატებს თვითმომსახურების სივრცე 24/7-ში.

უნივერსალური ბანკომატი და უნივერსალური პლიუსი  მომხმარებლის ანგარიშიდან თანხის გამოტანისა და შეტანის საშუალებას იძლევა. ამასთანავე, ჩვეულებრივი ბანკომატის მსგავსად ანგარიშზე არსებული ნაშთისა და ბოლოს განხორციელებული ტრანზაქციების შემოწმება შეიძლება.

მომსახურებით სარგებლობის ეტაპები 

I    პლასტიკურ ბარათს ათავსებთ ბანკომატში 
II   ირჩევთ ღილაკს “თანხის შეტანა”
III  ათავსებთ ერთი ვალუტის კუპიურებს აპარატში
IV  უთითებთ ანგარიშს, რომელზეც გსურთ თანხის განთავსება
V   იღებთ თანხის შეტანის დამადასტურებელ ქვითარს

პირობებიუნივერსალური ბანკომატიბანკომატი უნივერსალური პლიუსი
ბანკომატი იღებსლარის 10,20,50,100,200 და აშშ დოლარი/ევრო-ს ნებისმიერი კუპიურალარი/აშშ დოლარი/ევროს ნებისმიერი კუპიურა
ბანკომატი გასცემსლარის 10,20,100,200 კუპიურებსლარის 50,100 და აშშ დოლარის 100 -კუპიურებს
დღიურად შეტანილი თანხის ლიმიტი20 000 ლარი (ექვივალენტი შესაბამის ვალუტაში)    50 000 ლარი (ექვივალენტი შესაბამის ვალუტაში)    
კუპიურების რაოდენობა 1 ტრანზაქციის ფარგლებშიმაქს. 50 კუპიურა

მაქს. 300 კუპიურა

 

სეიფი

პროკრედიტ ბანკის 24 საათიან თვითმომსახურების ზონაში განთავსებული სეიფი (ე.წ. Drop box აპარატი) განკუთვნილია ბიზნეს კლიენტებისთვის, რომელთა ანგარიშებზე საკმაოდ ხშირად დიდი თანხების შეტანა ხორციელდება, როგორც კომპანიის წარმომადგენლების, ასევე მესამე პირების მიერ.
მომხმარებელი მის მიერ გადათვლილ და სპეციალურ პარკში მოთავსებულ თანხას განათავსებს Drop box აპარატში, რის შემდეგაც შესაბამისი თანხა ავტომატურად აისახება მიმდინარე ანგარიშზე.
სეიფის საშუალებით თანხის განთავსება შესაძლებელია დაცულად და სწრაფად, როგორც იურიდიული, ასევე ფიზიკური პირის მიმდინარე ანგარიშზე  სამივე ვალუტაში (ლარი, აშშ დოლარი, ევრო). შეტანილი თანხის ანგარიშზე ასახვა ხდება ავტომატურად.

როგორ უნდა მივიღოთ მომსახურება

  • მომსახურების გასააქტიურებლად კლიენტს და ბანკს შორის ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება, რის საფუძველზეც ბანკი განსაზღვრავს კლიენტის მიერ ანგარიშზე თანხის შეტანის დღიურ მაქსიმალურ ლიმიტს. კლიენტს და მის წარმომადგენლებს/მესამე პირებს მიერ ანგარიშზე თანხის განთავსება შეუძლიათ აღნიშნული დღიური ლიმიტის ფარგლებში.
  • აპარატის მეშვეობით თანხის შესატანად ბანკი კლიენტს გადასცემს „სეიფის ბარათს“.

ორგანიზაციაზე გაცემული სეიფის ბარათების რაოდენობა შეზღუდული არ არის, თუმცა თითოეულ მოსარგებლეზე შესაზლებელია მხოლოდ ერთი ბარათის დამზადება.

ორგანიზაციის დირექტორი თავად განსაზღვრავს მასთან დაკავშირებული პირების ვინაობას და რაოდენობას, რომელსაც ანიჭებს სერვისით სარგებლობის უფლებას.
 

სეიფის მეშვეობით თანხის შეტანის ეტაპები

აპარატის მუშაობის პრინციპი მარტივი და მოსახერხებელია, საჭიროა მხოლოდ რამდენიმე ეტაპის გავლა:

  • სეიფით თანხის შეტანისათვის, წინასწარ გადათვლლი და მომზადებული ფული უნდა განათავსოთ სპეციალურ "სეიფის პარკში"

პარკის იდენტიფიკაციის მიზნით "სეიფის პარკზე" დატანიალია შტრიხ-კოდი და ასევე ხელით შესავლები ველები, რომელთაგანაც სავალდებულოა შემდეგი ველების შევსება:

  • ორგანიზაციის დასახელება
  • შემოსატანი თანხის ოდენობა
  • ვალუტა

ერთი "სეიფის პარკში" უნდა განთავსდეს მხოლოდ ერთი ვალუტის ბანკნოტები. "სეიფის პარკში" დასაშვებია მხოლოდ 10 ლარამდე ხურდის მოთავსება.

  • მოახდინეთ თქვენი და ორგანიზაციის იდენტიფიკაცია „სეიფის ბარათის“ მეშვეობით
  • აირჩიეთ სასურველი ვალუტა და ანგარიში ეკრანზე 
  • მიუთითეთ შესატანი თანხის ოდენობა
  • აირჩიეთ თანხის შეტანის სასურველი დანიშნულება (მხოლოდ იურიდიული პირის მიმდინარე ანგარიშზე თანხის შეტანისას)
  • მიუთითეთ თანხის წარმოშობის წყარო (როცა შემოტანილი თანხის ოდენობა >= 10 000 აშშ დოლარზე ან მის ექვივალენტზე შესაბამის ვალუტაში)
  • დაასკანერეთ "სეიფის პარკზე" განთავსებული შტრიხ-კოდი
  • განათავსეთ თანხა სეიფში
  • მიიღეთ თანხის შეტანის დამადასტურებელი ქვითარი
  • ამ ეტაპების გავლის შემდეგ, ქვითარზე არსებული თანხა ავტომატურად აისახება თქვენ მიერ არჩეულ ანგარიშზე. იმ შემთხვევაში თუ თქვენ მიერ სეიფში განთავსებული თანხის გადათვლისას ბანკის მხრიდან დაფიქსირდება უზუსტობა (ზედმეტობა/დანაკლისი) მოხდება ბალანსის გასწორება. ზედმეტობის არსებობისა - ზედმეტი თანხა ჩაირიცხება ანგარიშზე, ხოლო დანაკლისის შემთხვევაში მოხდება ანგარიშიდან თანხის ჩამოჭრა. ანგარიშზე საკმარისი თანხის არ არსებობის შემთხვევაში ავტომატურად ჩაირთვება ოვერდრაფტი დანაკლის თანხაზე, რომელსაც დაერიცხება წლიური 36%.

სწრაფი გადახდის აპარატი

სწრაფი გადახდის აპარატები საშუალებას გაძლევთ ნებისმიერ დროს განათავსოთ თანხა როგორც საკუთარ, ასევე ნებისმიერი ფიზიკური პირის მიმდინარე ანგარიშებსა და კომპანიის მიმდინარე ანგარიშზე.

უპირატესობები:

  • მომსახურების მიღება ზედმეტი საბუთების გარეშე

  • თანხის განთავსება ორ ვალუტაში: ლარსა და აშშ დოლარში

  • კომუნალური და სხვა გადახდების განხორციელება

მომსახურებით სარგებლობის ეტაპები: 

I თანხის შემომტანი ფიზიკური პირის იდენტიფიკაცია პირადი ნომრისა და დაბადების თარიღით; თანხის შემომტანი ფიზიკური პირის ვერიფიკაცია - ბანკის მიერ გაგზავნილი ერთჯერადი კოდის შეყვანა აპარატში
II მომსახურების ტიპის არჩევა
III თანხის მიმღები ფიზიკური პირის იდენტიფიკაცია პირადი ნომრისა და დაბადების თარიღით
IV ვალუტისა და ანგარიშის არჩევა
V თანხის შეტანა და ქვითრის მიღება

ზოგადი პირობები:

  • ერთ კლიენტზე დღიურად განხორციელებული ოპერაციების მაქსიმალური რაოდენობა შეუზღუდავია

  • ერთ კლიენტზე დღიურად განხორციელებული ოპერაციების ჯამური თანხა - 15 000 ლარი

  • ერთ კლიენტის მიერ დღიურად განხორციელებული ოპერაციების ჯამური თანხა - 15 000 ლარი

  • შენატანის მინიმალური თანხა - 1 ლარი

  • აპარატი არ იღებს აშშ დოლარის 1, 2 და 5 დოლარიან კუპიურებსა და ცენტებს


 

სწრაფი გადახდის აპარატით ანგარიშზე თანხის ერთჯერადად შეტანის ტარიფები
პროკრედიტ ბანკის ფილიალებიუფასო

 

ბანკომატი

ბანკომატი თანხის განაღდების, ნაშთის შემოწმებისა და ბოლოს განხორციელებული ტრანზაქციების ნახვის შესაძლებლობას იძლევა.

ზოგადი პირობები:

  • აპარატით სარგებლობისთვის საჭიროა FelxCard მასტერქარდ სადებეტო/ვიზა კლასიკის ტიპის სადებეტო ბარათები
  • დღიური განაღდების ლიმიტები:

    >  FlexCard მასტერქარდ სადებეტო/ვიზა კლასიკი - 5000 ლარი
    > ვიზა ბიზნესი - 10 000 ლარი