Eng

მენეჯმენტი

ალექსი მატუა - დირექტორთა საბჭოს წევრი / გენერალური დირექტორი. 2019 წლის მარტში დაინიშნა ბანკის გენერალურ დირექტორად. სათავეში უდგას ბიზნეს კლიენტების, ხაზინისა და ფულადი სახსრების მართვის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, შესყიდვებისა და გარემოსდაცვითი მენეჯმენტის განყოფილებებს. პროკრედიტ ბანკში 2003 წლიდან მუშაობს. გენერალურ დირექტორად დანიშვნამდე იყო ბანკის დირექტორი, გაფართოებული მენეჯმენტის წევრი, ბიზნეს კლიენტების განყოფილების უფროსი, ფილიალების მხარდაჭერის მენეჯერი, რეგიონალური მენეჯერი, საცალო დაკრედიტების განყოფილების უფროსი, მიკრო სესხების კოორდინატორი, საკრედიტო მენეჯერი, ჯგუფის უფროსი, კრედიტ ოფიცერი. ალექს მატუამ 2009 წელს დაამთავრა პროკრედიტის რეგიონალური აკადემია (ჩრდილოეთ მაკედონია), 2013 წელს კი - პროკრედიტის აკადემია (ფიურტი, გერმანია).

ზეინაბ ლომაშვილი - დირექტორთა საბჭოს წევრი / დირექტორი. 2019 წლის დეკემბერში დაინიშნა ბანკის დირექტორად. სათავეში უდგას საკრედიტო და ზოგადი რისკების, ქომფლაენსისა და AML-ის, ადამიანური რესურსების და იურიდიულ განყოფილებებს. ბანკში 2000 წლიდან მუშაობს, დირექტორად დანიშვნამდე იგი კოორდინირებას უწევდა ბანკის ბიზნეს-მიმართულების განვითარებას, ასევე წლების განმავლობაში იკავებდა მმართველის პოზიციას პროკრედიტ ბანკის არაერთ ფილიალში, იყო საკრედიტო მენეჯერი, უფროსი კრედიტ ოფიცერი და კრედიტ ოფიცერი. ზეინაბ ლომაშვილმა 2011 წელს დაამთავრა პროკრედიტ ჯგუფის რეგიონალური აკადემია (ჩრდილოეთ მაკედონია), ხოლო 2015 წელს პროკრედიტ ჯგუფის მენეჯმენტის აკადემია (ფიურტი, გერმანია).
2021 წლის დეკემბრიდან, ზეინაბ ლომაშვილი იკავებს პროკრედიტ ბანკი რუმინეთის სამეთვალყურეო საბჭოს წევრის თანამდებობას.

ელენე ცინცაძე - დირექტორთა საბჭოს წევრი / დირექტორი. 2023 წლის დეკემბერში დაინიშნა ბანკის დირექტორად. 2024 წლის იანვრიდან დაინიშნა დირექტორთა საბჭოს წევრად. სათავეში უდგას ფინანსების, საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშგების, ფინანსური ანალიზისა და ბიუჯეტირების, ადმინისტრაციის, საკორესპონდენტო ურთიერთობების და ცენტრალიზებული ბექ ოფისის განყოფილებებს. პროკრედიტ ბანკში მუშაობს 2020 წლიდან. დირექტორად დანიშვნამდე იგი იკავებდა ფინანსების განყოფილების უფროსის პოზიციას და 2021 წელს სამუშაო გამოცდილება აქვს პროკრედიტ ჰოლდინგში (ფრანკფურტი, გერმანია) ფინანსების მიმართულებით. ელენე ცინცაძეს აქვს 13 წელზე მეტ ხნიანი გამოცდილება ფინანსების მიმართულებით, მათ შორის საბანკო სექტორში, სადაზღვევო სექტორში, ენერგეტიკის სექტორში და სხვა.
ელენე ცინცაძეს 2011 წელს მიღებული აქვს ქართულ ამერიკული უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხი ფინანსები განხრით, 2014 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესს ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი, 2016 წელს ჩაბარებული აქვს CFA level 1 გამოცდა (პარიზი, საფრანგეთი). 2022 წლიდან იგი სწავლობს პროკრედიტ ბანკის მენჯემენტის აკადემიაში (ფიურტი, გერმანია).