ᲜᲣᲚᲝᲕᲐᲜᲘ ᲔᲛᲘᲡᲘᲐ
ნულოვანი ემისია - მდგრადი განვითარების მიზანი ბიზნესისთვის

პროკრედიტის კლიმატნეიტრალურობის ინიციატივა, შესაბამისობაშია პარიზის შეთანხმების მიზნებთან და მცირე და საშუალო კომპანიებს ეხმარება გააუმჯობესონ ეფექტურობა და გააძლიერონ მდგრადობა.
კლიმატნეიტრალურობის უპირატესობები ბიზნესისთვის
- ბაზარზე ძლიერი პოზიციონირება საერთაშორისო გარემოსდაცვით სტანდარტებთან შესაბამისობით, იზრდება ბიზნესის კონკურენტული უპირატესობა
- ხარჯების შემცირება ენერგოეფექტურობის გაზრდით კომპანიებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი ოპერაციული ხარჯების შემცირება
- პროფესიონალი კადრების მოზიდვა იზრდება ორგანიზაციის სამუშაო კულტურის მიმზიდველობა
- რეგულაციების დაცვა ევროპული რეგულაციების დაცვა, ფინანსურ სიმყარეს ანიჭებს ორგანიზაციას
- ინოვაციები და მდგრადი განვითარება ქმნის სივრცეს ახალი პროდუქტებისა და სერვისებისთვის, რაც ზრდის ბიზნესის სტაბილურობასა და მომავლის მომზადებას.
შენი ბიზნესის ემისიების გამოსათველელად გამოყენე კალკუალტორი და გაეცანი გზამკვლევს.
გაზომე ბიზნესის ზემოქმედება გარემოზე
- გამოთვალე Scope 1 და Scope 2 ემისიები ნებისმიერი სექტორისთვის. Scope 3 ემისიები სამშენებლო სექტორისთვის
- აღმოაჩინე ყველაზე მაღალი ემისიების მქონე მიმართულებები, სადაც შემცირება ყველაზე ეფექტურია
- ანგარიშის საშუალებით მიიღე სრულყოფილი ინფორმაცია ემისიების შესახებ, რომელიც შედარებულია სექტორის საბაზისო მაჩვენებლებთან
განავითარე მდგრადი ბიზნესი
- მიიღე კონკრეტული და გამოსაყენებელი რჩევები შენი გარემოსდაცვითი კვალის შემცირებისთვის
- შეამცირე ხარჯები და დაიზოგე რესურსები უფრო ეფექტური და გონივრული ოპერაციების დახმარებით