Eng

მზის ელექტროსადგური თქვენი ბიზნესისთვის

განაცხადი

ინვესტიცია მზის ელექტროსადგურში ეფექტური ბიზნეს გადაწყვეტილებაა.

ალტერნატიული ენერგიის გამოყენების შედეგად, თქვენი ბიზნესი სარგებლობს ეკოლოგიური და ფინანსური უპირატესობებით:

  • ნეტო აღრიცხვის სისტემით ეფექტურად მოიხმართ გამომუშავებულ ენერგიას;
  • არ ხართ დამოკიდებული ელექტროენერგიის ტარიფზე;
  • ზრუნავთ ეკოლოგიაზე, რაც თქვენი კომპანიის იმიჯს აძლიერებს.

პროკრედიტ პროკრედიტ ბანკის დაფინანსებით მზის ელექტროსადგურის მოწყობის შემთხვევაში მოქმედებს სპეციალური პირობები:

  • შეღავათიანი საპროცენტო განაკვეთები ლარში/აშშ დოლარში/ევროში
  • გაცემის საკომისიო 0%

დამატებით, შესაძლებელია მიიღოთ შემდეგი ფინანსური სარგებელი და შეღავათები:

  • 10%-იანი გრანტი EU4Business – EBRD - საკრედიტო პროგრამის ფარგლებში;
  • სესხის პროცენტის სუბსიდირება სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ან სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამებით სარგებლობისას;
  • სესხის უზრუნველყოფა მხოლოდ შეძენილი მზის პანელებით, დამატებითი გირაოს მოთხოვნის გარეშე.

მზის ელექტროსადგურის დაფინანსება პროკრედიტ ბანკის ბიზნეს სესხით, გულისხმობს ელექტროენერგიაში დაზოგილი დანახარჯის მიმართვას სესხის ყოველთვიურ გადასახადში, ხოლო 4-5 წლის შემდეგ საკუთარი უფასო ელექტროენერგიით სარგებლობას და შემცირებულ ყოველთვიურ გადასახებს.

ბანკის ბიზნეს მრჩევლები გაგიწევენ პროფესიონალურ კონსულტაციას.