ინტერნეტ ბანკინგი თქვენთვის
თანამედროვე და მოსახერხებელი გზა თქვენი საბანკო ანგარიშების მართვისა და კონტროლისათვის.
- აწარმოებთ საბანკო ოპერაციებს ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან
- დამოუკიდებლად განკარგავთ ანგარიშებს
ინტერნეტ ბანკინგში ტრანზაქციების და ოპერაციების დადასტურება შესაძლებელია: სმს კოდით, დიჯიპასით
ან PCB ელექტრონული დიჯიპასის საშუალებით.
PCB ელექტრონული დიჯიპასის აპლიკაცია ინტერნეტ ბანკინგით გადარიცხვების და სხვა ოპერაციების დადასტურებისთვის აგენერირებს ერთჯერად ტან-კოდებს.
- ტრანზაქციების დადასტურება ლიმიტის გარეშე
- აპლიკაციით სარგებლობა ნებიემიერ ქვეყანაში ინტერნეტის გარეშე
- ტან კოდის გენერაცია როუმინგის მომსახურების ჩართვის გარეშე
- ერთ აპლიკაციაში რამდენიმე მომხმარებლის დამატების შესაძლებლობა
PCB ელექტრონული დიჯიპასის ზოგადი პირობები
PCB ელექტრონული დიჯიპასის აპლიკაციის გასააქტიურებლად
- ჩამოტვირთეთ აპლიკაცია Google Play, App Storeდან.
- ინტერნეტ ბანკინგის საშუალებით მიღებული აქტივაციის 10 ნიშნა კოდი შეიყვანეთ აპლიკაციის შესაბამის ველში,
- საბოლოო აქტივაციისათვის ასევე აუცილებელია 4 ნიშნა პინ კოდის შეყვანაც, რომელიც გამოგეგზავნებათ ბანკში დაფიქსირებულ ელ. ფოსტაზე ან/და მობილური ტელეფონის ნომერზე SMS შეტყობინებით.
პინ კოდის ცვლილება
აპლიკაციის რეგისტრაციისთანავე სასურველია შეცვალოთ 4 ნიშნა პინ კოდი. პინ კოდის ცვლილებისტვის უნდა შეხვიდეთ „პარამეტრების“ მენიუში, აირჩიოთ „პინ კოდის შეცვლა“ და შესაბამის ველებში ჩაწეროთ ჯერ არსებული პინ კოდი და შემდეგ აირჩიოთ და დაადასტუროთ ახალი კოდი.