ელექტრონული კომერცია
პროკრედიტ ბანკის ბიზნეს კლიენტებისთვის, ახალი შესაძლებლობა - ელექტრონული კომერცია გახდა ხელმისაწვდომი.
ელექტრონული კომერცია - ონლაინ საგადახდო სისტემაა, ვებ-გვერდზე გადახდების შესასრულებლად.
თუ ფლობთ ონლაინ მაღაზიას, ელექტრონული კომერციის საგადახდო სისტემის ინტეგრირებით, უფრო მარტივად შეძლებთ ყოველდღიური ტრანზაქციების მართვას. მომხმარებლებისთვის კი, შესყიდვის პროცესს სწრაფსა და კომფორტულს გახდით.
გადახდები სრულდება VISA, MasterCard ბარათებით, მარტივი და უსაფრთხო პროცესის გავლით:
1. შესყიდვის დროს, მომხმარებელი ირჩევს პროკრედიტ ბანკით გადახდას
2. ელექტრონული კომერციის გვერდზე გადამისამართებით, უთითებს ბარათის მონაცემებს
3. გადახდა ხორციელდება, სტატუსით გადახდა შესრულებულია
ელექტრონული კომერციის ტრანზაქციების მართვას ვებ გვერდის სამართავი სივრციდან შეძლებთ
როგორ გაიაქტიუროთ ელექტრონული კომერციის სერვისი?
ელექტრონული კომერციის სწრაფ და უსაფრთხო გადახდის სერვისს, მარტივად გაიაქტიურებთ, მზა ფლაგინებით - Woocommerce ან ბანკის მიერ მოწოდებული ტექნიკური დოკუმენტაციის სისტემაში ინტეგრირებით.