Eng

ახალი ტიპის ბარათები და ახალი შესაძლებლობები Visa/MasterCard ბარათებზე პროკრედიტ ბანკისგან

გამოქვეყნდა: 22.01.2016

“პროკრედიტ ბანკი” ვიზა და მასტერქარდ ბარათების მფლობელ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ახალ შესაძლებლობებს უქმნის.

ფიზიკური პირის შემნახველი ანგარიშების სადებეტო ბარათით მართვა, ბიზნეს კლიენტებისთვის 24/7 თანხის შეტანის შესაძლებლობა მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ ყველა უპირატესობის, რითაც ჩვენი კლიენტები ისარგებლებენ.

ბარათების პროექტის ფარგლებში, რომელიც 20 იანვრიდან ამოქმედდა ვიზა და მასტერქარდ ბარათის მფლობელ ფიზიკურ პირებს სადებეტო ბარათზე უკვე რვა ანგარიშის მიბმა და განკარგვა შეუძლიათ, მათ შორის შემნახველი ანგარიშის სამივე ვალუტაში (ლარი, დოლარი, ევრო). გარდა ამისა, მხოლოდ პროკრედიტ ბანკის მომხარებელს აქვს შესაძლებლობა სადებედო ბარათით თანხის განაღდებასთან ერთად განათავსოს იგი უნივერსალური ბანკომატის საშუალებით სასურველ ვალუტაში, სასურველ ანგარიშზე. აღნიშნული მომსახურება თვითმომსახურების სივრცე 24/7-ში ნებისმიერ დროსაა ხელმისაწვდომი.

პროკრედიტ ბანკმა იმ კლიენტებს, რომლებიც მხოლოდ შემნახველი ანაბრებით სარგებლობენ სრულიად ახალი ტიპის ბარათი - „შემნახველი ბარათი“ შესთავაზა. ბარათი პროკრედიტ ბანკის ბანკომატებიდან სამივე ვალუტაში თანხის შეტანა/გატანის ოპერაციების განსახორციელებლად გამოიყენება. აღნიშნული სიახლეები ჩვენს კლიენტ ფიზიკურ პირებს მეტ მოქნილობასა და სისწრაფეს მიანიჭებს.

ბარათების პროექტის ფარგლებში ახალი ფუნქციონალები დაემატა ბიზნეს ბარათსაც. ვიზა ბიზნეს ბარათზე საბარათე ანგარიშთან ერთად მიმდინარე ანგარიშის მიბმაც შესაძლებელია, უნივერსალური ბანკომატით კი ბიზნეს კლიენტები მიმდინარე ანგარიშზე თანხის განთავსებას ნებისმიერ დროს შეძლებენ. სპეციალური ბარათი - სადეპოზიტო ბარათი შეიქმნა კომპანიასთან დაკავშირებული მესამე პირებისთვის. ბარათს ბიზნეს კლიენტის მიმდინარე ანგარიშზე მხოლოდ თანხის შეტანის ფუნქცია აქვს და განსაკუთრებით მოსახერხებელია კომპანიასთან დაკავშირებული მესამე მხარეებისთვის, მათ შორის დისტრიბუტორებისთვის, რომლებსაც კომპანიის ანგარიშზე თანხის შეტანა პერიოდულად უწევთ.

პროკრედიტ ბანკმა 2016 წელი დისტანციური არხების გაუმჯობესებით დაიწყო. ბანკი წლის განმავლობაში კიდევ არა ერთ სასიამოვნო სიახლეს შესთავაზებს ერთგულ მომხმარებელს.