Eng

ახალი შესაძლებლობები საერთაშორისო გადარიცხვებზე!

გამოქვეყნდა: 28.12.2017

პროკრედიტ ბანკი ბიზნეს კლიენტებს სასიამოვნო სიახლეს სთავაზობს!

5 იანვრიდან ჩვენი ბანკის ბიზნეს კლიენტები, ინტერნეტ ბანკინგის სერვისის გამოყენებით, საერთაშორისო გადარიცხვებს ჩინურ ვალუტაში - იუანშიც განახორციელებენ.

ჩინურ ვალუტაში საერთაშორისო გადარიცხვებზე მიმზიდველი ტარიფი იმოქმედებს:

ტარიფები

გადარიცხვა ჩინურ იუანში

CNY 100 ≈ USD 15

გადარიცხვა ჩინურ იუანში მიმღების ანგარიშზე თანხის სრულად ჩარიცხვის გარანტიით

CNY 170 ≈ USD 25

გადარიცხვის მოძიება/ ცვლილება/გაუქმება

CNY 300 ≈ USD 45


სერვისის უპირატესობას ტარიფთან ერთად, განაპირობებს ისიც, რომ ბიზნეს კლიენტები მომწოდებლის ინვოისში მითითებული თანხის გადარიცხვას საკურსო სხვაობის გათვალისწინების გარეშე შეძლებენ.

აღნიშნული სიახლე ინტერნეტ ბანკინგის სერვისის გამოყენებას კიდევ უფრო კომფორტულსა და მოსახერხებელს გახდის ჩვენი ბიზნეს კლიენტებისთვის.