Eng

გადაჯექი ელექტრო მანქანაზე!

გამოქვეყნდა: 22.10.2019

პროკრედიტ ბანკი მომხმარებლებს ელექტრო მანქანის შესაძენად დაფინანსების ახალ შესაძლებლობას სთავაზობს.

პროკრედიტ ბანკმა ფიზიკური პირებისა და ბიზნესებისთვის ახალი სერვისი - ეკო-მობილობის სესხი დანერგა, რომელიც მიზნად ისახავს წაახალისოს მომხმარებლები წიაღისეულ საწვავზე მომუშავე ავტომანქანები ჩაანაცვლონ ელექტრო სატრანსპორტო საშუალებებით, რაც გარემოზე ნეგატიური ზემოქმედების შემცირებას შეუწყობს ხელს.

სესხის ოდენობა მოიცავს 15,000 - 90,000 ლარს, ფიქსირებული საპროცენტო გაანაკვეთის პირობები კი ნომინალური - 10%დან, ეფექტური - 11,32% დან. ეკო-მობილობის სესხი შესაძენი ავტომობილის უზრუნველყოფით გაიცემა. აღსანიშნავია, რომ ბაზარზე წარმოდგენილი ელექტრო მანქანები ერთი სრული დამუხტვით ქალაქში და მის შემოგარენში შეუფერხებლად გადაადგილების საშუალებას იძლევა.

მნიშვნელოვანია, რომ პროკრედიტ ბანკი ეკო-მობილობის მიმართულებით სტრატეგიული აქტივობების განხორციელებას განაგრძობს. იგი ერთ-ერთი პირველი ორგანიზაციაა საქართველოში, რომელმაც სატრანსპორტო საშუალებად ჰიბრიდული და ელექტრო მანქანების მოხმარება დაიწყო, რითაც განამტკიცა თავისი როლი მწვანე ბიზნესის ხელშეწყობის საკითხში. ამჟამად ბანკი აგრძელებს ავტოპარკის განახლებას და ელექტრო მანქანებით სრულად აღჭურვა პროცესს.

გარემოსადმი მეგობრული სატრანსპორტო საშუალებების გამოყენებითა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებით პროკრედიტ ბანკი ხელს უწყობს ეკო-მობილობის პოპულარიზებას. უკვე ერთ წელზე მეტია ბანკის სათაო ოფისთან, ალ.ყაზბეგის გამზ #21 ფუნქციონირებს ელექტრო-მობილის დამტენი. უახლოესი პერიოდისთვის კი დაგეგმილია დამატებითი მოწყობილობის დამონტაჯებაც.

ელექტრო მანქანის უპირატესობაზე გაიგე მეტი თანდართული საინფორმაციო ბროშურის მეშვეობით.