Eng

გთხოვთ, გაეცნოთ სიახლეს საკრედიტო ბიუროსთვის ინფორმაციის მიწოდების თაობაზე.

გამოქვეყნდა: 10.01.2019

ძვირფასო მომხმარებლებო, გაცნობებთ, რომ ცვლილება შევიდა კრედიტ ინფოსთვის სუბიექტზე ინფორმაციის მიწოდების ნაწილში, კერძოდ:

სს „პროკრედიტ ბანკი“ (ალ. ყაზბეგის გამზ. N21, ქ. თბილისი, საქართველო) შეაგროვებს/დაამუშავებს პირის შესახებ ყველა იმ საკრედიტო/არასაკრედიტო და სხვა რელევანტურ ინფორმაციას, რომელიც დაკავშირებულია საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსათვის ინფორმაციის მიწოდებასთან და ინფორმაციის მიღებასთან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესითა და პირობებით. წინამდებარე ინფორმაცია მუშავდება მომხმარებლის გადამხდელუნარიანობის ანალიზის მიზნისათვის და ხელმისაწვდომი იქნება საკრედიტო საინფორმაციო ბიუროში ჩართული მომხმარებლებისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით (სესხის გამცემი ორგანიზაციები და ინფორმაციის მიმღები/მიმწოდებელი პირები).

მომხმარებლის (მათ შორის, მონაცემთა სუბიექტი) მოთხოვნის შემთხვევაში, მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია გაასწოროს, განაახლოს, დაამატოს, დაბლოკოს, წაშალოს ან გაანადგუროს მონაცემები, თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული, ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ.

ასევე გაცნობებთ, რომ 2019 წლის 01 იანვრიდან ბანკი ხელმძღვანელობს საქართველოს ტერიტორიაზე საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსათვის ინფორმაციის მიწოდების, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს ბაზაში ინფორმაციის აღრიცხვის და ხელმისაწვდომობის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანების დებულებებით.