Eng

მასტერქარდის მორიგი გათამაშება დაიწყო!

გამოქვეყნდა: 12.11.2019

დაიწყო მასტერქარდის მორიგი წამახალისებელი გათამაშება „ვარსკვლავური ომები 2019“, რომელიც 31 დეკემბრამდე გაგრძელდება.

გათამაშებაში მონაწილეობს მასტერქარდ ბარათით, 10 ლარზე ზევით, საქართველოსა და საზღვარგარეთ პოს ტერმინალებში განხორციელებული ტრანზაქციები და ონლაინ შესყიდვები.

გათამაშება 4 ეტაპისგან შედგება, თითოეული ეტაპის გამარჯვებულების გამოვლენა მოხდება დოლურას პრინციპით და მათ გადაეცემათ ბრენდირებული ჰუდები, ზურგჩანთები და კინოს ბილეთები.

მე-IV, მთავარი ეტაპის (11.11.19 - 31.12.19) გამარჯვებული გამოვლინდება 24 იანვარს. მას გადაეცემა ძირითადი პრიზი - ორ კაციანი საგზური ლონდონის მიმართულებით.

გათამაშების პერიოდში, განხორციელებულ თითოეულ ტრანზაქციას, ავტომატურად მიენიჭება ბილეთის ნომერი და მოხვდება დოლურაში.