Eng

მდგრადი მომწოდებლების გავლენა გარემოსა და სოციალურ საკითხებზე

გამოქვეყნდა: 17.08.2021

გარემოსა და სოციუმზე დადებითი ეფექტის მოხდენა კომპანიას მრავალი გზით შეუძლია. გარდა პირდაპირი ზემოქმედებისა, რაც ბიზნეს მოდელს და საქმიანობას უკავშირდება, მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავთ კომპანიასთან დაკავშირებულ მესამე მხარეეებს, მომწოდებლებსა და კლიენტებს.

მდგრადი მიზნების მისაღწევად, პროკრედიტ ჯგუფს უკვე მრავალი წელია განსაზღვრული მიდგომა აქვს კლიენტებთან მიმართებაში. ჯგუფი მკაცრად განსაზღვრული კრიტერიუმებით ხელმძღვანელობს და თანამშრომლობს მხოლოდ იმ მცირე და საშუალო ბიზნესებთან, რომელთა საქმიანობაც ზიანის მომტანი არ არის და რომლებიც ცდილობენ საკუთარი საქმიანობით დადებითი ეფექტი მოახდინონ გარემოზე. აღნიშნული მიდგომა ჯგუფის პასუხიმგებლიანი საქმიანობის მნიშვნელოვან შემადგენელ კომპონენტს წარმოადგენს.

მეორე მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც ჯგუფმა ცოტა ხნის წინ დასახა მდგრად მომწოდებლებს უკავშირდება. ყველა პროკრედიტ ბანკმა მოახდინა საქონლისა და მომსახურების არსებული მომწოდებლების მდგრადობის შეფასება, გაანალიზება და განსაზღვრა მდგრადი მომწოდებლების შერჩევის კრიტერიუმები.

თუ როგორ ახდენს ჯგუფი მომწოდებლების შეფასებასა და შერჩევას და ზოგადად, რა როლი აქვს მიწოდების მდგრად ჯაჭვს პროკრედიტ ბანკებისთვის, სპეციალურ საინფორმაციო ბროშურაში გაეცნობით.