Eng

მორიგი ინოვაციური ბანკომატი - პროკრედიტ ბანკისგან

გამოქვეყნდა: 26.08.2016

საბანკო სექტორში თანამედროვე მიდგომებისა და ინოვაციური ტექნოლოგიების გაზიარებაში პროკრედიტ ბანკი ხშირად გვევლინება ინოვატორად.

ბანკმა თვითმომსახურების სივრცე 24/7-ის დანერგვით მომხმარებელს საბანკო მომსახურების მიღება გაუმარტივა. ისინი კომფორტულ გარემოში სასურველ დროს დამოუკიდებლად ასრულებენ საბანკო ოპერაციებს.

სივრცეში უახლესი, მრავალფუნქციური აპარატები განთავსდა, მათ შორის უნივერსალური ბანკომატი, რომელიც დღემდე ქართული საბანკო სექტორისთვის ინოვაციას წარმოადგენს. ჩვეულებრივი ბანკომატისგან განსხვავებით, რომლითაც მხოლოდ თანხის გამოტანა ხდება, უნივერსალური ბანკომატი თანხის შეტანა/განაღდების შესაძლებლობას იძლევა, რაც ამ ბანკომატს უნიკალურს ხდის. უნივერსალური ბანკომატით პროკრედიტ ბანკის კლიენტები 2015 წლიდან აქტიურად სარგებლობენ.

პროკრედიტ ბანკი არ წყვეტს ქართულ ბაზარზე მოწინავე ქვეყნების გამოცდილბის გაზიარებას და ამჯერად მომხმარებელს კიდევ ერთ სიახლეს, უნივერსალური ბანკომატის გაუმჯობესებულ მოდელს - უნივერსალურ პლიუს სთავაზობს, რომელიც ერთი ტრანზაქციის ფარგლებში 300-მდე კუპიურის შეტანა/გამაღდების შესაძლებელობას იძლევა. შეტანილი თანხა ავტომატურად გადაითვლება და მაშინვე აისახება სასურველ ანგარიშზე.

უნივერსალური ბანკომატებით სარგებლობა შეუძლიათ პროკრედიტ ბანკის კლიენტ იურიდიულ და ფიზიკური პირებს. აპარატებით თანხის განთავსება ხორციელდება როგორც ეროვნულ, ასევე უცხოურ ვალუტაში.