Eng

პროკრედიტ ბანკი ბიზნეს კლიენტებისთვის ახალ სერვისს ნერგავს

გამოქვეყნდა: 29.03.2018

2 აპრილიდან, პროკრედიტ ბანკი ბიზნეს კლიენტებს ახალ სერვისს - „ბიზნეს კლიენტების ანგარიშის სრულ მომსახურებას“ შესთავაზებს.
ახალი სერვისი ბანკში უკვე არსებული „ბიზნეს კლიენტების ანგარიშის მომსახურებისგან“ ყოველთვიური ტარიფითა და მასში შემავალი მომსახურებებით განსხვავდება.

კომპლექსურ მომსახურებაზე დაწესებული ყოველთვიური ერთიანი საკომისიოს - 50 ლარის პირობებში, ბიზნეს კლიენტები სრულიად უფასოდ ისარგებლებენ შემდეგი მომსახურებებით:

  • 1 მულტისავალუტო ანგარიშის რეგისტრაცია და მომსახურება
  • 1 ვიზა ბიზნეს ბარათი
  • 2 სადეპოზიტო ბარათი
  • 1 სატელეფონო პინ კოდი
  • სმს მომსახურების, ავტომატური დავალებისა და ინტერნეტ ბანკინგის სრული პაკეტის (დიგიპასით /სმს ტან-კოდით/მობაილ თოქენით) რეგისტრაცია და მომსახურება
  • სალარე გადარიცხვები ქვეყნის მასშტაბით
  • უცხოურ ვალუტაში „პროპეი“ გადარიცხვები პროკრედიტ ჯგუფის მასშტაბით

საბანკო მომსახურების გამარტივებისა და ხელმისაწვდომობის მიზნით, კომპლექსური შეთავაზების პარალელურად, პროკრედიტ ბანკი ბიზნეს კლიენტებს ყველანაირ პირობას უქმნის: უახლესი ტექნოლოგიებითა და ინოვაციური აპარატებით აღჭურვილი თვითმომსახურების სივრცეები, მომსახურების მიღებას მარტივსა და ეფექტურ ხდის დღე/ღამის ნებისმიერ დროს და მთლიანად არის ორიენტირებული მომხარებლის კომფორტზე. დახვეწილი დისტანციური არხების საშუალებით კი, ბიზნეს კლიენტები მუდმივად აკონტროლებენ და მართავენ საბანკო ანგარიშებს ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან.