Eng

პროკრედიტ ბანკი ბიზნეს კლიენტებისთვის საბანკო სერვისების მიწოდებას კიდევ უფრო აუმჯობესებს

გამოქვეყნდა: 14.09.2023

მომხმარებლებისთვის გაუმჯობესებული საბანკო სერვისების მიწოდების მიზნით, პროკრედიტ ბანკის ბიზნეს კლიენტებისთვის OneSoft-ის სააღრიცხვო პროგრამები ERP Standard და 1C Accounting ინტერნეტ ბანკთან დაინტეგრირდა. აღნიშნული ხელს უწყობს კომპანიების ბიზნეს პროცესების ავტომატიზაციას და შედეგად, ბანკის ბიზნეს კლიენტები, მკვეთრად შეამცირებენ ყოველდღიურად შესასრულებელი სამუშაოების მოცულობას და რუტინის გარეშე, ავტომატურად, ყველა საბანკო ოპერაციას სააღრიცხვო პროგრამაში მოუყრიან თავს.

საბანკო ოპერაციების პირდაპირ საბუღალტრო პროგრამაშივე შესრულება ერთი ფანჯრის პრინციპით მუშაობას ნიშნავს და ეს ყველაფერი ინტერნეტ ბანკში შესვლის გარეშე OneSoft-ის პროგრამებშია შესაძლებელი. API სერვისები პროკრედიტ ბანკის კლიენტ ბიზნესებს შესაძლებლობას მისცემს შექმნან ინდივიდუალური და პაკეტური გადარიცხვების დოკუმენტები, შეამოწმონ შექმნილი დოკუმენტების სტატუსები, თვალი ადევნონ ნაშთებს ანგარიშებზე, გაეცნონ ეროვნულ სავალუტო კურსებსა და მათ ისტორიებს.

აღნიშნული პროექტი კომპანია OneSoft-თან თანამშრომლობით განხორციელდა. OneSoft 1C-ის ოფიციალური წამომადგენელი და ამავე პლატფორმაზე დაფუძნებული ERP სისტემების პროვაიდერია საქართველოში. OneSoft მომხმარებლებს ERP კატეგორიის თანამედროვე პროგრამულ უზრუნველყოფას და მასთან დაკავშირებულ სხვადასხვა სერვისს სთავაზობს, რაც ხელს უწყობს კომპანიების ბიზნეს პროცესების ავტომატიზაციას.

ექსკლუზიურად პროკრედიტ ბანკის ბიზნეს კლიენტებს, OneSoft-ის სპეციალური შეთავაზების ფარგლებში, შეუძლიათ ისარგებლონ 1C ERP პროგრამებზე და მომსახურებებზე 10%- იანი ფასდაკლებით.

იმისთვის, რომ იგრძნოთ, რამდენად ამარტივებს ERP სისტემა ყოველდღიურ სამუშაო პროცესს OneSoft, ასევე გთავაზობთ სისტემის Сloud ვერსიას 1 მომხმარებლისთვის 1 თვის განმავლობაში სრულიად უსასყიდლოდ.

შეთავაზება ვრცელდება შემდეგ პროგრამულ პროდუქტებზე:

  • 1С ERP Standard - თანამედროვე პროგრამა მენეჯერული და ბუღალტრული აღრიცხვისთვის, ფინანსური ანგარიშგებების ავტომატიზაციით. სისტემა აერთიანებს შემდეგ მოდულებს − შესყიდვები, საწყობის ოპერაციები (მარაგების მართვა), ვაჭრობა (საცალო, საბითუმო, დისტრიბუცია, E commerce), СRM, წარმოება, HR, ბუღალტერია, ფინანსები, KPI და რეპორტინგი
  • 1C Accounting - თანამედროვე, უნივერსალური საბუღალტრო პროგრამა;
  • 1С ERP Compact - პროგრამა მენეჯერული აღრიცხვისთვის ბუღალტერიის გარეშე (მარაგების მართვა, ვაჭრობა, წარმოება და შესაბამისი ანგარიშგებები)
  • 1C Shop - თანამედროვე საცალო გაყიდვების პროგრამა;
  • 1С Docflow - პროგრამა დოკუმენტბრუნვის ავტომატიზაციისთვის.

სპეციალური შეთავაზება ვრცელდება პროგრამულ პროდუქტებთან დაკავშირებულ მომსახურებებზე:

პროკრედიტ ბანკისთვის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს პროცესების გამარტივების და მომხმარებლებისთვის მათზე მორგებული სერვისების მიწოდების ხელშეწყობა.